საინტერესო ფაქტები წიგნების სამყაროდან

  1. ყველაზე ადრეული ლიტერატურული ნამუშევარი
    watertemple-300x225დღეისათვის ცნობილი პირველი ეთიკურ-ფილოსოფიური ხასიათის ეპოსი მსოფლიო მწერლობაში და ასევე, პირველი ლიტერატურული ნაწარმოებიც, არის „გილგამეშის ეპოსი“ იგივე „გილგამეშიანი“ (ასურულ-ბაბილონური (აქადური) ლიტერატურის ძეგლი). იმის გამო, რომ იმ დროისათვის ქაღალდი არ არსებობდა, მთელი ამბავი მოთხრობილია 12 ფირფიტაზე.  დღესდღეობით ეპოსი ნათარგმნია თითქმის ყველა ევროპულ და ზოგიერთ აღმოსავლურ ენაზე. ქართულად არსებობს სამი დამოუკიდებელი თარგმანი.
  2. პირველი რომანი
    Genji_emaki_01003_002მსოფლიო ლიტერატურის ისტორიაში პირველ რომანად ითვლება „გენძი მონოგატარი“ (მოთხრობა უფლისწულ გენძის შესახებ). ეს არის  X საუკუნის დასასრულისა და XI საუკუნის დასაწყისის იაპონური რომანი, ასევე მიიჩნევა პირველ  ფილოსოფიურ რომანად. მის ავტორად მიჩნეულია სეფექალი მურასაკი შიკიბუ. თავდაპირველ გამოცემაში თითქმის არც ერთ პერსონაჟს არ ქონია სახელი, იაპონიის სამართლებლივი ეტიკეტის გამო, მოხსენიებულნი იყვნენ შესაბამისი ტიტულებით და საპატიო წოდებებით.
  3. პირველი გამოცემა
    Gutenberg_bible_Old_Testament_Epistle_of_St_Jeromeპირველი წიგნი, რომელიც გამოქვეყნდა იყო გუტენბერგის ბიბლია (აგრეთვე, ცნობილი როგორც 42-სტრიქონიანი ბიბლია, და მაზარინის ბიბლია) –  ნაბეჭდი ბიბლიის ლათინური თარგმანი, რომელიც იოჰან გუტენბერგმა დაბეჭდა მაინცში, გერმანიაში. ეს ბიბლია ყველაზე განთქმული ინკუნაბულაა და მისი შექმნით დაიყო წიგნების მასიური წარმოების ახალი ერა დასავლეთში. წიგნი დაიბეჭდა ე.წ. ტექსტურასა და შვაბახერზე. ყველაზე სრულად მოღწეულ ასლში 1282 გვერდია; ამ წიგნის ასლების უმრავლესობა ორ ტომად გამოიცა. ისტორიკოსთა მტკიცებით ბიბლიის სულ 180 ასლი დაიბეჭდა, 45 მათგანი პერგამენტზე, ხოლო 135 კი – ქაღალდზე. ეს რიცხვი წარმოუდგენელი იყო იმ პერიოდის საზოგადოებისთვის, სადაც ხელნაწერი ნამუშევრების ასლების შექმნა უდიდეს შრომატევად სამუშაოდ ითვლებოდა.
  4. ყველაზე დიდი წიგნი
    2010 წელს, ფრანკფურტში გამართულ წიგნის საერთაშორისო ბაზრობაზე შეკრებილ საზოგადოებას მსოფლიოში ყველაზე დიდი წიგნი,  სათაურით “დედამიწა” წარუდგინეს.  წიგნის ზომა 1,83 – 2,74 მეტრია. წიგნის  კერძო გამომცემლის, ავსტრიელი გორდონ ჩირსის განცხადებით, გამომცემლობა სერიის31 ტომის გამოცემას აპირებს.  როგორც ჩანს, გამომცემლობას გიგანტური ზომის წიგნების გამოშვება ტრადიციად აქვს: იმავე გამომცემლის მიერ გამოცემული ერთ-ერთი წიგნი წონით 35 კილოგრამს იწონიდა და მასში 500 გვერდი იყო.
  5. ყველაზე დიდი ხელნაწერი
    d3f329e7c8d4ფაქტობრივად ყველაზე დიდი ხელნაწერი წიგნი, რომელიც შემორჩა შუა საუკუნეებიდან… წიგნის ისტორია მართლაც ძალიან საინტერესოა, მას ასევე  მოიხსენიებენ როგორც სატანის ბიბლიას, მაგრამ სინამდვილეში სატანური არაფერი არაა ამ წიგნში იმ მითის გარდა, რომლის მიხედვითაც ეს წიგნი შეიქმნა. მითი მოგვითხრობს რომ მეცამეტე საუკუნის ბენედიქტელმა ბერმა, რომელსაც სიკვდილი ჰქონდა მისჯილი, ეპისკოპოსს სთხოვა ეპატიებინა, სამაგიეროდ კი ის შექმნიდა წიგნს, რომელიც პატივს და დიდებას მოუტანდა მონასტერს. ბერს წინამძღვარმა ერთი ღამე მისცა ამისთვის. ბერმა თავისი სული ეშმაკს მიჰყიდა სხეულის გადარჩენისთვის… ეშმაკის დახმარებით მან შექმნა Codex Gigas და ეშმაკს სათანადო ადგილი მიუჩინა ამ წიგნში, გამოსახა რა იგი მთელ გვერდზე (ნომრით 290) მთელი თავისი სიდიადით. წიგნი მართლაც რომ გრანდიოზულია. მისი ზომებია: 92 სმ სიგრძე, 50 სმ სიგანე და 22 სმ სისქე. წონით 75 (სამოცდათხუთმეტი) კილოგრამია და დაწერილია ვირის 190 ტყავზე.
Advertisements

About laternabooks

წიგნის მაღაზია ლატერნა 2010 წლიდან აქტიურად მუშაობს წიგნის პოპულარიზაციისათვის. მაღაზიაში მრავალფეროვანი არჩევანია და გათვლილია საზოგადოების ყველანაირ მოთხოვნაზე. მხატვრული და საბავშვო ლიტერატურის გარდა მაღაზიაში დიდი ადგილი უჭირავს სასწავლო-დამხმარე სახელმძღვანელოებს. სწრაფად განახლებადი ლიტერატურა, სპეციალური ფასები და დროული მიწოდება განაპირობებს საგანმანათლებო ცენტრებთან მჭიდრო თანამშრომლობას. ლატერნას ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა ელექტრონული გაყიდვები. laterma.ge 2012 წელს შეიქმნა და პირველი სრულყოფილი ქართული წიგნების ელექტრონული მაღაზიაა. საიტზე განთავსებულია 10 000-ზე მეტი წიგნი გამომცემლობების რეკომენდირებულ საცალო ფასად. ვებ-გვერდს გააჩნია მოსახერხებელი და გამართული საძიებო სისტემა: laterna.ge-ს ძებნის სისტემის საშუალებით თქვენ შეგიძლიათ, მოძებნოთ წიგნი სათაურის, ავტორის, ჟანრის, გამომცემლობის, ფასისა თუ სერიის მიხედვით. აქ შეძლებთ, შეიძინოთ როგორც ქართული ასევე უცხოენოვანი (ინგლისური, რუსული, ფრანგული, გერმანული) და დღეისათვის გაყიდვაში არსებული ყველა წიგნი გამომცემლობის მიერ რეკომენდირებულ საცალო ფასად. მუდმივად გექნებათ შესაძლებელობა, მიიღოთ სპეციალური შემოთავაზებები და ფასდაკლება სხვადასხვა აქციების დროს, მაგალითად: Fiction Books Sale, ფასდაკლება მხატვრულ ლიტერატურაზე, საბავშვო შეთავაზება. გთავაზობთ ადგილზე მიტანის სერვისს, როგორც თბილისში, ასევე საქართველოს სხვა რეგიონებშიც.
This entry was posted in ზოგადი. Bookmark the permalink.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s