“განპყრობილები”

„- ის არსებობს, თქვა შევეკმა და ხელები გაშალა, – ის ნამდვილია. შემიძლია, გაუგებრობა ვუწოდო მას, მაგრამ თავს ვერ მოვიკატუნებ, რომ არ არსებობს, ან ოდესმე შეწყვეტს არსებობას. ტანჯვა ის პირობაა, რომელსაც თანხმდები, თუ გინდა რომ იცოცხლო. და როცა კარზე მოგიკაკუნებს, მაშინვე იცნობ; მაშინვე აღიარებ მის არსებობას. რა თქმა უნდა, როგორც სოციალური ორგანიზმი, ავადმყოფობებს ვკურნავთ, შიმშილსა და უსამართლობას ვებრძვით, ეს ასეც უნდა იყოს. მაგრამ არ მოიძებნება საზოგადოება,  რომელსაც ყოფის ბუნების შეცვლა შეუძლია.. ტანჯვას ვერ გავექცევით. ტკივილის ცალკეულ გამოხატულებებს გავაყუჩებთ, მაგრამ მთავარ ტკივილს – ვერა. საზოგადოებას მხოლოდ სოციალური ტანჯვის დაამება შეუძლია. დანარჩენს ვერ ეხება. ფესვებს ვერ ძირკვავს, რეალობას ვერ ცვლის. აქ მყოფთაგან ყველა ვიწვნევთ ტანჯვას. ორმოცდაათი წელი თუ ვიცხოვრებთ, ორმოცდაათი წლის ნაცნობობა დაგვაკავშირებს ტკივილთან. და მერე მოვკვდებით. ამ პირობით დავიბადეთ. მე სიცოცხლის მეშინია! რაღაც მომენტებში მე… მე ძალიან შეშინებული ვარ. ბედნიერება კი ისეთი უმწეოა ხოლმე. და მაინც, ვერ ვიშორებთ იმის განცდას, რომ ეს ყველაფერი გაუგრება შეიძლება იყოს – ბედნიერების დევნა, ტკივილის შიში… მისი შიშის ნაცვლად, მისგან გაქცევის ნაცვლად, მასში გავლა, მისი გადალახვა რომ შეგვეძლოს… მის იქით რაღაც არის. ტანჯვას მე განიცდის, და ხომ არსებობს ადგილი, სადაც მე არსებობას წყვეტს. არ ვიცი როგორ ვთქვა. მაგრამ მჯერა, რომ არსი…  ჭეშმარიტება, რომელსაც მხოლოდ ტანჯავში ამოვიცნობ და არა – კმაყოფასა და ბედნიერებაში… რომ ტკივილის არსი ტკივილი არაა. თუკი მასში გაივლი. თუკი ბოლომდე გაუძლებ.

– ჩვენი ცხოვრების არსი სიყვარულია, სოლიდარობაა, – თქვა მაღალმა, კეთილთვალებიანმა გოგომ, – სიყვარულია ადამიანური ცხოვრების ჭეშმარიტი განმაპირობებელი.

ბედაპმა თავი გაიქნია.

– არა, შევი მართალია. სიყვარული მხოლოდ ერთ-ერთი გზაა და ის შეიძლება შეცდეს, სხვაგან წაგიყვანოს. ტკივილი არასოდეს ცდება. და ამიტომაც, როცა მოდის, მასზე უარის თქმა არ შეგვიძლია!  ჩვენ ყველანი დავიტანჯებით. გვინდა ეს, თუ არა.

ახლა უკვე მოკლეთმიანმა გოგომ გაიქნია მონდომებით თავი.

– მაგრამ არა მასე! მხოლოდ ასიდან ერთი, ათასიდან ერთი ახერხებს გავლას. დანარჩენები თავებს ვიტყუებთ, რომ ბედნიერები ვართ. და თუ არ ვიტყუებთ, უბრალოდ, გულგრილნი ვხდებით. ჩვენ კი ვიტანჯებით, მაგრამ არასაკმარისად. და ამიტომ ამაოა ჩვენი ტანჯვა.

– და, აბა, რა უნდა ვქნათ? – თქვა ტირინმა, – ყოველდღე თითო საათით ჩაქუჩი ვირტყათ თავში, რომ საკმარისად დავიტანჯოთ?

– ტკივილს კულტად ნუ აქცევთ, – თქვა სხვამ, – ოდოისტური მიზანი დადებითია და არა – უარყოფითი. ტანჯვა უფუნქციოა, თუ არ ჩავთვლით ფიზიკურ ტკივილს, რომელიც საფრთხეზე მიგვანიშნებს. ფსიქოლოგიურ და სოციალურ დონეზე ის მხოლოდ ზიანის მომტანია.

– რა ამოძრავებდა ოდოს, თუ არა გამორჩეული მგრძნობელობა ტანჯვისადმი – იქნებოდა ის საკუთარი, თუ სხვისი?! – შეეპასუხა ბედაპი.

– მაგრამ ორმხრივი დახმარების მთლიანი პრინციპი ხომ ტანჯვის აღკვეთაზე დგას!

შევეკი მაგიდაზე იჯდა, გრძელ ფეხებს აქნევდა და სახეზე ოდნავი დაძაბულობა ეტყობოდა.

– ვინმე სიკვდილს შესწრებულხართ? – ჰკითხა შეკრებილებს. აღმოჩნდა, რომ უმრავლესობას საერთო საცხოვრებელში მოხალისედ მუშაობისას ენახა მომაკვდავი ადამიანი. მკვდრის დასაფლავებაში მონაწილეობა კი ერთის გარდა ყველას მიეღო, – სამხრეთ-აღმოსავლეთში ერთი კაცი იყო, მსგავსი რამ მაშინ პირველად ვნახე. საჰაერო მანქანის ძრავას რაღაც წუნი ჰქონდა, აფრენისას ძირს დაენარცხა და ცეცხლი წაეკიდა. იქიდან რომ გადმოათრიეს, მთლიანად დამწვარი იყო. დაახლოებით ორ საათს იცოცხლა. მისი გადარჩენა შეუძლებელი იყო. ამდენი ხნით მის სიცოცხლეს არანაირი აზრი არ ჰქონდა, იმ ორ საათს ვერაფრით გაამართლებდი. ველოდებოდით, სანაპიროდან გამაყუჩებლებს როდის გადმოაფრენდნენ. მის გვერდით დავრჩი, მე და კიდევ ორი გოგო. თვითმფრინავიც ჩვენ გადმოვტვირთეთ. ექიმი არ ჩამოჰყოლია. მისთვის ვერაფერს იზამდი, უბრალოდ იქ უნდა დარჩენილიყავი, გვერდით ყოფილიყავი. შოკირებული იყო, მაგრამ ცნობიერება ბოლომდე არ ჰქონდა დაკარგული. საშნლად სტკიოდა, განსაკუთრებით ხელები. მგონი, ვერ ხვდებოდა, დანარჩენი სხეული თითქმის დანახშირებული რომ ჰქონდა, ძირითადად მხოლოდ ხელებში გრძნობდა ტკივილს. დასამშვიდებლად ვერ შეეხებოდი, ხელის მოკიდებისას კანი და ხორცი ეფლითებოდა და კიოდა. მისთვის ვერაფერს გააკეთებდი. არ არსებობდა საშუალება, რომლითაც დაეხმარებოდი. შეიძლება, იცოდა, რომ იქ ვიყავით, არ ვიცი. მისთვის ეს ბევრს ვერაფერს ცვლიდა. მისთვის ვერაფერს გააკეთებდი. მერე მივხვდი… როგორ გითხრათ… მივხვდი, რომ ვერავისთვის ვერაფერს იზამ. ერთმანეთს ვერ ვიხსნით. ვერც ჩვენ თავებს ვიხსნით.

– მაშინ რაღა დაგვრჩენია? განმარტოება და სასოწარკვეთა! შენ ძმობის მნიშვნელობას უარყოფ, შევეკ! – წამოიყვირა მაღალმა გოგომ.

– არა… არა, ასე არაა. მე მინდა, უბრალოდ, აგიხსნათ, ძმობას როგორ აღვიქვამ. ის… ის საზიარო ტკივილით იწყება.

– და რითი სრულდება?

– არ ვიცი. ჯერ არ ვიცი…“


განპყ

ჰაინის ციკლის რომანი – „განპყრობილები“ – ნებულას, ჰიუგოსა და ლოკუსის ჯილდოთა მფლობელია და ამერიკის შეერთებულ შტატებში მეორე მსოფლიო ომის შემდგომ ხელმეორედ აღორძინებული უტოპიის ჟანრის განმსაზღვრელ ტექსტად მიიჩნევა.


ანარრესის მკვიდრი, ფიზიკოსი შევეკი წინაპართა მშობელ პლანეტაზე, ურრასზე, მიემგზავრება, რათა 170 წლის წინ გაწყვეტილი კავშირი აღადგინოს. ამისათვის უნდა ჩამოანგრიოს ის კედლები, რომლებიც ორივე პლანეტაზე მცხოვრებმა ადამიანებმა თავიანთ ტვინებში სიახლისა და უცხოს შიშის კარნახით ააგეს, მერე კი საკუთარი ხელით ნაშენი ციხის პატიმრებად იქცნენ.

მართალია, რომანში მოქმედება მომავალში მიმდინარეობს, მაგრამ მასში ნათლად იკვეთება მე-20 საუკუნის პოლიტიკური რეალობა და ზოგადსაკაცობრიო ფილოსოფიურ-მორალური დილემები. ურსულა ლე გუინი შეუვალი გულახდილობით გვიხატავს კაპიტალიზმისა და ანარქო-კომუნიზმის დადებით და უარყოფით მხარეებს. ის ამა თუ იმ პოლიტიკურ-ეკონომიკური სისტემით გამოწვეულ სიმახინჯეთა თავიდან აცილებისა და კაცობრიობის ევოლუციის გზად მუდმივ რევოლუციას სახავს.

Advertisements

About laternabooks

წიგნის მაღაზია ლატერნა 2010 წლიდან აქტიურად მუშაობს წიგნის პოპულარიზაციისათვის. მაღაზიაში მრავალფეროვანი არჩევანია და გათვლილია საზოგადოების ყველანაირ მოთხოვნაზე. მხატვრული და საბავშვო ლიტერატურის გარდა მაღაზიაში დიდი ადგილი უჭირავს სასწავლო-დამხმარე სახელმძღვანელოებს. სწრაფად განახლებადი ლიტერატურა, სპეციალური ფასები და დროული მიწოდება განაპირობებს საგანმანათლებო ცენტრებთან მჭიდრო თანამშრომლობას. ლატერნას ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა ელექტრონული გაყიდვები. laterma.ge 2012 წელს შეიქმნა და პირველი სრულყოფილი ქართული წიგნების ელექტრონული მაღაზიაა. საიტზე განთავსებულია 10 000-ზე მეტი წიგნი გამომცემლობების რეკომენდირებულ საცალო ფასად. ვებ-გვერდს გააჩნია მოსახერხებელი და გამართული საძიებო სისტემა: laterna.ge-ს ძებნის სისტემის საშუალებით თქვენ შეგიძლიათ, მოძებნოთ წიგნი სათაურის, ავტორის, ჟანრის, გამომცემლობის, ფასისა თუ სერიის მიხედვით. აქ შეძლებთ, შეიძინოთ როგორც ქართული ასევე უცხოენოვანი (ინგლისური, რუსული, ფრანგული, გერმანული) და დღეისათვის გაყიდვაში არსებული ყველა წიგნი გამომცემლობის მიერ რეკომენდირებულ საცალო ფასად. მუდმივად გექნებათ შესაძლებელობა, მიიღოთ სპეციალური შემოთავაზებები და ფასდაკლება სხვადასხვა აქციების დროს, მაგალითად: Fiction Books Sale, ფასდაკლება მხატვრულ ლიტერატურაზე, საბავშვო შეთავაზება. გთავაზობთ ადგილზე მიტანის სერვისს, როგორც თბილისში, ასევე საქართველოს სხვა რეგიონებშიც.
This entry was posted in ნაწყვეტები წიგნებიდან and tagged , , , . Bookmark the permalink.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s