13 წიგნი, რომელიც მთავრობამ აკრძალა

ჩვენს სამყაროში ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი წიგნია, მაგრამ ყველა მათგანი არ მიიჩნევა „კარგ“ წიგნად. ზოგიერთი კვლავ აკრძალულია, ზოგიერთი კი გარკვეული დროით ჩანდა მკითხველთა თვალსაწიერზე. მაგრამ არ ინერვიულოთ, ჩვენ მოგცემთ საშუალებას გაეცნოთ ზოგიერთ მათგანს.

გთავაზობთ მთავრობის მიერ აკრძალულ 13 წიგნს:

  1. დასავლეთის ფრონტი უცვლელია“ (Im Westen Nichts Neues ) – ერიხ მარია რემარკი – აკრძალული ნაცისტური გერმანიის მიერRemarque_Im_Westen_nichts_Neues_1929

ე. წ. „დაკარგული თაობის“ ერთ-ერთი საუკეთესო წარმომადგენლის, გერმანელი მწერლის, ერიხ მარია რემარკის (ნამდვილი სახელი – ერიხ პაულ რემარკი) რომანი, რომლის წერასაც 1927 წ.-ს შეუდგა. ნაწარმოები ჯერ ბერლინურ გაზეთ Vossische Zeitung-ში იბეჭდებოდა, გამომცემლობას არ ქონდა იმედი, რომ 1928 წელს, პირველი მსოფლიო ომის დასრულებიდან 10 წლის თავზე, თემა მკითხველის ინტერესს გამოიწვევდა. ამიტომ ავტორთან ხელშეკრულებაში ჩაიდო მუხლი, რომლის მიხედვითაც, რომანის წარუმატებლობის შემთხვევაში, რემარკს პუბლიკაციის ხარჯები გაზეთში ჟურნალისტური მუშაობით უნდა აენაზღაურებინა. შედეგმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. გაზეთის ტირაჟი რამდენჯერმე გაიზარდა უმოკლეს დროში. 1929 წელს კი წიგნად გამოვიდა და იქცა გერმანიის ისტორიაში ყველაზე უფრო გაყიდვად წიგნად. რამდენიმე თვეში გაიყიდა ნახევარ მილიონზე მეტი, ხოლო წელიწადნახევარში ორმილიონნახევარი ტირაჟით. იმავე წელსვე ითარგმნა მსოფლიოს 26 ენაზე.

ერთი წლის მერე ამერიკელი რეჟისორის მიერ გადაღებული ამავე სახელწოდების ეკრანიზაცია დაჯილდოვდა ოსკარით (შემდგომში რომანის მიხედვით კიდევ რამდენჯერმე გადაიღეს ფილმი). 1931 წელს წარდგენილი იყო ნობელის პრემიაზე. გერმანელი საზოგადოების ნაწილს მიაჩნდა, რომ რომანი საუკეთესოდ აღწერდა პირველ მსოფლიო ომს, ზოგი კი ამ წიგნის დაწერას გერმანიის ღალატად რაცხდა. მწერალს მტრები გაუჩნდა, პრესაში მისი თითქოსდა ებრაული წარმოშობის შესახებ ჭორები ქვეყნდებოდა.

1932 წელს იძულებული გახდა, სამშობლო დაეტოვებინა და საცხოვრებლად შვეიცარიაში გადავიდა. მომდევნო წელს, როდესაც ხელისუფლების სათავეში ნაციონალ-სოციალისტები მოვიდნენ, რემარკის ნაწარმოებები საჯაროდ დაწვეს და აკრძალეს.

2. „ანარქისტის კულინარიული წიგნი“ (The Anarchist Cookbook) – უილიამ პაუელი – აკრძალულია ავსტრალიის მიერ

41ObDdoCMtL._SX218_BO1,204,203,200_QL40_

სახელმძღვანელო, რომელშიც აღწერილია თუ როგორ დავამზადოთ სახლის პირობებში სხვადასხვა ასაფეთქებელი მოწყობილობები, ცეცხლსასროლი იარაღები, შხამები და ა.შ.

1960-იანებში დაწერილი და 1971 წელს გამოსული წიგნი, რომელშიც ავტორმა უილიამ პაუელმა გამოხატა პროტესტი ამერიკის მიერ ვიეტნამში წამოწყებული ომის გამო. სახელწოდების მიუხედავად წიგნი არ არის კავშირში ანარქისტულად მოძრაობასთან. თავდაპირველად წიგნი შეიცავდა შემდეგ განყოფილებებს: ასაფეთქებლის დამზადება, ელექტრონიკა, ნარკოტიკული საშუალებები, ხელჩართულ ბრძოლაში გამოსაყენებელი ილეთები. წიგნმა თანდათანობით საკულტო სტატუსიც შეიძინა და განსაკუთრებით პოპულარული გახდა რადიკალურად განწყობილ ახალგაზრდებში.

2014 წლის 21 აპრილს „ანარქისტის კულინარიული წიგნი“ მოხვდა „ექსტრემისტული მატერიალების ფედერალურ სიაში“.

3. „ცხოველების ფერმა“ (Animal Farm) – ჯორჯ ორუელი – აკრძალული სამხრეთ კორეის მიერ

51fMV-qGGPL._SX301_BO1,204,203,200_

სატირული ალეგორია საბჭოთა ტოტალიტარიზმზე. გამოიცა 1945 წელს. წიგნის მთავარი მოვლენები დაფუძნებულია სტალინის ეპოქის ამბებზე. ორუელი, რომელიც თავად იყო დემოკრატიული სოციალისტი და დამოუკიდებელი ლეიბორისტული პარტიის წევრი, აკრიტიკებდა სტალინსა და მის რეჟიმს და უნდობლობით იყო განწყობილი სტალინიზმის მიმართ, გამოიარა რა სამოქალაქო ომი ესპანეთში.

ორუელის ნაწარმოებში საუბარია ცხოველებზე, რომლებმაც აჯანყება მოაწყვეს და ფერმიდან განდევნეს ადამიანები. მათ გადაწყვიტეს, საკუთარი მმართველობის სისტემა შექმნან და თავად მართონ ფერმა, მაგრამ, ამავე დროს, არანაირად არ დაემსგავსონ ადამიანებს. საერთო გადაწყვეტილებით, აკრძალული იყო ტანსაცმლის ჩაცმა, ადამიანივით საწოლზე წოლა, ფულის გამოყენება და სხვა ჩვევები, რომლებიც მხოლოდ ადამიანს ახასიათებს. მიუხედავად ამისა, დროთა განმავლობაში, ფერმა, განვითარებასთან ერთად, „ეცემოდა ადამიანის დონემდე“ და საბოლოოდ მისი ერთპიროვნულ მმართველს, ღორს სახელად „ნაპოლეონი“, უკვე ვერავინ არჩევდა ნამდვილი ადამიანებისგან.

ნაწარმოების მთავარი პერსონაჟები ცხოველები არიან. ცხოველები და მოვლენები გაიგივებულია საბჭოთა კავშირში მიმდინარე ამბებთან. მაგალითად, ღორი ნაპოლეონი გაიგივებულია სტალინთან, რაზეც ორუელი პირდაპირ უთითებს 1945 წლის 17 მარტის წერილში გამომცემელთან.

ნაპოლეონი ცხოველების ფერმის ლიდერია აჯანყების შემდეგ. მისი პერსონაჟი დაფუძნებულია იოსებ სტალინის პიროვნებაზე. მას ჰყავს საიდუმლო პოლიცია, ძაღლების სახით, რომლებიც მას იცავენ. ნაპოლეონი დიქტატორად იქცევა და ცხოველების საზოგადოების თავდაპირველ კონცეფციას ცვლის. ცხენები ნაწარმოებში სიმბოლურად სამ სოციალურ კლასს განასახიერებენ. ქათმები, რომლებიც უკმაყოფილონი არიან იმით, რომ მათი ყველა კვერცხი უნდა გაიყიდოს, ალეგორიულად კულაკებსა და გლეხებს წარმოადგენენ, რომლებსაც საბჭოთა კავშირში პირადი საკუთრება ჩამოართვეს. გაუნათლებელი და დაბრიყვებული დაბალი ფენის სახით ნაწარმოებში გამოყვანილნი არიან ცხვრები, ხოლო კატები კი კრიმინალური სამყაროსა და რუსული მაფიის წარმომადგენლები არიან.

ცხოველების გარდა ნაწარმოებში სხვა სიმბოლოებიცაა, რომლებიც ალეგორიულად საბჭოთა კავშირს უკავშირდება. მაგალითად ასეთია ცხოველთა დროშა, რომელზეც გამოსახულია გადაჯვარედინებული რქა და ჩლიქი — საბჭოთა სიმბოლოების, ნამგალისა და უროს მსგავსად.

4. „აპოკალიფსური კულტურა“ („Apocalypse Culture“) – ადამ პარფრეი – აკრძალული რუსეთის მიერ

apocculture

„ორი ათასი წელი გავიდა ქრისტეს სიკვდილის შემდეგ და სამყარო სიბნელეს მოუცავს. ნაჰილისტი წინასწარმეტყველები, კვლავ დაბადებული პორნოგრაფები, ტრანსცენდენტული შიზოფრენიები და უბრალო, ჩვეულებრივი ხალხი არიან გაერთიანებულნი თავიანთი რწმენით გარდაუვალი გლობალური კატასტროფის დროს. რა ძალები იმალება ამ მასობრივი დელირიუმის უკან?“ – „აპოკალიფსური კულტურა“ არის გასაოცარი, შთამნთქმელი და ამომწურავი ტური დღევანდელი ფსიქოზური ტვინის გარშემო. პირველად გამოიცა 1987 წელს და მაშინვე შეეხო ნერვებს. სხვადასხვაგვარი მკაცრი კრიტიკა და წოდებული როგორც „ეპოქალური“, „ათწლეულის ყველაზე მნიშვნელოვანი წიგნი“, „აპოკალიფსურ კულტურას“ ქონდა ჩმოყალიბებული თუ რას გრძნობს შინაგანად უმეტესობა – შიშით შთაგონებული ირაციონალიზმი და რწმენა, შეურიგებელი ძალების წინააღმდეგობა, და არასასურველი რასის დასასრული. ორიგინალი გამოცემისგან განსხვავებით უფრო დიიდ მოცულობისაა მისი ამჟამინდელი განსახიერება „Feral House“.

5. „პეკინის კომა“ („Beijing Coma“) – მაი ჯიანი – აკრძალული ჩინეთის მთავრობის მიერ

41R1Csqqr4L._SX332_BO1,204,203,200_

2008 წლის რომანი, რომელიც ჩინეთის მთავრობამ აკრძალა. მაიმ განაცხადა, რომ მან დაწერა წიგნი, რომელიც „ტოტალიტარულ მთავრობას, რომლის კვალიც წაშალეს“ და რომანის სახელიც უკავშირდება ამას. 2009 წელს წიგნი წარდგენილ იქნა ბუკერის პრემიაზე (Man Booker Prize) და არის ერთ-ერთი ნიუ იორკ თაიმსის „2008 წლის 100 ცნობილი წიგნი“-დან

წიგნი შემდეგნაირად გამოიყურება: დეი ვეის პერსონაჟი, იღვიძებს კომიდან. 10 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც თიანმენის მოედანზე (1984 წლის 4 ივნისს) დახვრიტეს. წიგნში დეი ვეის ცხოვრების კადრები ერთმანეთს ცვლის, როგორც ჩანს კომიდან ეს მოქმედებები პაციენტის სიცოცხლეშიც გადმოდის…

6. „ბიბლია“ (The Bible) – აკრძალულია ჩრდილოეთ კორეისა და საუდის არაბეთის მიერ

41phGeFeJAL._SX332_BO1,204,203,200_

7.  „ცენტრალურ სადგურში ჩამოვჯექი და ვტიროდი“ (By Grand Central Station I Sat Down and Wept“ – ელიზაბეტ სმარტი – აკრძალული კანადის მიერ

51owWGxJV5L._SX319_BO1,204,203,200_

პოეტური პროზაული წიგნი პირველად გამოქვეყნდა 1945 წელს და ყოფილი ჟურნალისტის ელიზაბეტ სმარტის პოეტ ჯორჯ ბარკერთან ურთიერთობას ასახავს. ეს არის თანამედროვე პოეტების ვნებიანი, თუმცა ფანატიკური სიყვარულის ამბავი.

8.  “The country girls“ – ედნა ო ‘ბრაიენი – აკრძალული ირლანდიის მიერ

516GuaMi5kL._SX326_BO1,204,203,200_

ეს გოგონები არიან ქეთლინ „ქეით“ ბრედი და ბრიჯიტ „ბაბა“ ბრენანი, მათი ამბავი იწყება მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ირლანდიის დასავლეთით მდებარე პატარა სოფელში. ქეითი არის რომანტიკული, ეძებს სიყვარულს. ბაბა კი ორიენტირებულია გადარჩენაზე. ცუდი რწმენა, წარუმატებლობა, ცუდი სექსი და კომპრომისები, ქორწინება და ღალატი არასწორი მიზეზების გამო, ბრძოლა სხვადასხვა გზაზე, ებრძვის მათ ცალკეულ გზებს, რომელიც მოიტანა გოგონებს ეპოქის დიდმა ტალღამ.

 

9. „და ვინჩის კოდი“ („The Da Vinci Code“) – დენ ბრაუნი – აკრძალული ლებანონის მიერ

220px-DaVinciCode

“დავინჩის კოდი” მოგვითხრობს წმინდა გრაალის ლეგენდისა და მარიამ მაგდალილის როლზე ქრისტიანობის ისტორიაში. წიგნის მთავარი გმირი, ჰარვარდის უნივერსიტეტის რელიგიური სიმნოლიკის პროფესორი რობერტ ლენგდონი ლუვრის მუზეუმის კურატორის, ჟაკ სონიერის მკვლელობის საიდუმლოს ამოხსნას ცდილობს. მსხვერპლის შიშველი ცხედარი ლუვრში ზუსტად იმ პოზაში აღმოაჩინეს, როგორშიც ლეონარდო და ვინჩის ცნობილ ნახატზე ვიტრუვიუსის ადამიანია ასახული.

ვატიკანის პრელატურა, ცნობილი, როგორც „ოპუს დეი“, კათოლიკური სექტაა, რომლის შიგნით უკიდურესი ღვთისმოშიშებაა დამკვიდრებული. ფაქებმა იდოლოგიური დამუშავების. ე.წ. „ტვინის გამორეცხვის“, იძულებისა და „სხეულის მოკვდინების“ საშიში პრაქტიკის შესახებ, ეს სექტა ბოლო დროს პოლიმიკის თემად აქცია. „ოპუს დეიმ“ ახლახანს დაასრულა 47 მილიონ დოლარად ღირებული ეროვნული შტაბ-ბინის მშენებლობა ნიუ-იორკში, ლექსინგტონ ავენიუს 243 ნომერში.

ხელოვნების ნიმუშთა, არქიტექტურულ ნაგებობათა, დოკუმენტებისა და საიდუმლო რიტუალების ყველა აღწერილობა ამ რომანში სინამდვილეს შეესაბამება.

10. “The Devil’s Discus” – რაინე კრუგერი – აკრძალულია ტაილანდის მიერ

41KWPTObFSL._SX321_BO1,204,203,200_

ეს არის გამოძიება მეფე ანანდა მაჰიდოლის სიკვდილისა, რომლეიც დაიბადა და განათლება მიიღო ევროპაში, იყო მემკვიდრე სიამესის გვირგვინისა. ანანდა ტაილანდში დაბრუნდა 1945 წელს, 20 წლის ასაკში რათა შეესრულებინა საკუთარი მოვალეობები სამეფო ტახტის წინაშე, 6 თვის შემდეგ გარდაცვლილი იპოვეს ცეცხლსასროლი იარაღით სასახლეში.

წიგნის ავტორმა კრუგერმა, რომელსაც ტაილანდის სამეფო ოჯახის წევრებთან წვდომა ჰქონდა, განაცხადა, რომ ამანდა, სავარაუდოდ, გარდაიცვალა თვითმკვლელობით. როგორც ჩანს, ახალგაზრდა მეფის სიკვდილი გამოყენებული იყო პოლიტიკური ვენდეტისათვის და სამი უდანაშაული მსხვერპლი შეეწირა კედლის ერთიანობას. კრუგერის წიგნი ცეცხლის ალივით მოედო ტაილანდურ დაწესებულებებს და სასწრაფოდ აკრძალეს ქვეყანაში, რაც დღემდე ასეა.

11.  „გრეის ორმოცდაათი ელფერი“ – ტრილოგია (Fifty Shades Trilogy) – ე.ლ. ჯეიმზი – აკრძალულია მალაიზიის მიერ

51IwedLtK7L._SX352_BO1,204,203,200_

ბრიტანელი მწერალი ქალის ე. ლ. ჯეიმზის (ნამდვილი სახელი და გვარია ერიკა მიჩელი) ეროტიკული რომანი 2011 წელს გამოვიდა. იგი მოგვითხრობს ახალგაზრდა მილიარდელი კრისტიან გრეისა და უნივერსიტეტის კურსდამთავრებულ ანასტანია სტილის ყოვლის წამლეკავ ვნაბასა და რთულ ურთიერთობებზე, რომელიც დიდ სიყვარულად უნდა იქცეს… რომანი გამოსვლისთანავე ბესტსელერად იქცა აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში. მსოფლიოს 37 ქვეყანაში 30 მილიონი ეგზემპლარი გაიყიდა. მან გაყიდვის სისწრაფით “ჰარი პოტერისა” და “ბინდის” სერიებსაც გაუსწრო და რეკორდსმენი გახდა, ხოლო 2012 წლის ივნისში ეს იყო პირველი ნაწარმოები, რომლის ელექტრონული ვერსია Amazon Kindle-ისთვის მილიონი ეგზემპლარი გაიყიდა. “გრეის ორმოცდაათი ელფერი” ტრილოგიის პირველი წიგნია, ხოლო შემდეგი გამოცემებია “ორმოცდაათი ელფერით უფრო მუქი” და “თავისუფლების” ორმოცდაათი ელფერი”.

12. „The Man Who Wouldn’t Stand Up“ – აკრძალული ქატარის მიერ

41qDMsTrM5L._SX349_BO1,204,203,200_ამერიკელი მწერლის იაკობ აპელის მიერ 2012 წელს გამოცემული სატირული რომანი. „2001 წლის 11 სექტემბრის ტერორისტული თავდასხმის შემდეგ, აშშ-ში“, – განმარტავს ავტორი, „ვიცოდი, რომ მსურდა დამეწერა წიგნი იმ მოვლენების საწინააღმდეგოდ, რომელსაც სამი წელი დასჭირდა… თუმცა არ მიფიქრია, რომ შემდეგი რვა წელი გამომცემელის ძიებასი გაივლიდა. ბევრგან მივედი, მაგრამ ამერიკულმა გამოცემებმა გამოავლინეს შიში პოლიტიკური შინაარსის გამო, ზოგმა საიდუმლოდ ზოგმა კიპირდაპირ მთხოვა რომანის „სანიტარიზაცია“. 2012 წელს მან მოიპოვა „დუნდის საერთაშორისო წიგნის პრემია“, ბრიტანეთის ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანი პრიზი გამოუქვეყნებელი რომანისათვის, შემდეგ კი გამოაქვეყნა „Cargo Publishing“- მა.

13.  ლისისტრატე“ (Lysistrata) – არისტოფანე – აკრძალული საბერძნეთის მიერ

51lliSMMYuL._SX319_BO1,204,203,200_

არისტოფანეს კომედია

 

 

 

 

 

 

 

P.S. შემდგომში შემოგთავაზებთ საქართველოში აკრძალულ და ტაბუდადებულ წიგნებს

ავტორი: თამუნა ჭუმბაძე

Advertisements

About laternabooks

წიგნის მაღაზია ლატერნა 2010 წლიდან აქტიურად მუშაობს წიგნის პოპულარიზაციისათვის. მაღაზიაში მრავალფეროვანი არჩევანია და გათვლილია საზოგადოების ყველანაირ მოთხოვნაზე. მხატვრული და საბავშვო ლიტერატურის გარდა მაღაზიაში დიდი ადგილი უჭირავს სასწავლო-დამხმარე სახელმძღვანელოებს. სწრაფად განახლებადი ლიტერატურა, სპეციალური ფასები და დროული მიწოდება განაპირობებს საგანმანათლებო ცენტრებთან მჭიდრო თანამშრომლობას. ლატერნას ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა ელექტრონული გაყიდვები. laterma.ge 2012 წელს შეიქმნა და პირველი სრულყოფილი ქართული წიგნების ელექტრონული მაღაზიაა. საიტზე განთავსებულია 10 000-ზე მეტი წიგნი გამომცემლობების რეკომენდირებულ საცალო ფასად. ვებ-გვერდს გააჩნია მოსახერხებელი და გამართული საძიებო სისტემა: laterna.ge-ს ძებნის სისტემის საშუალებით თქვენ შეგიძლიათ, მოძებნოთ წიგნი სათაურის, ავტორის, ჟანრის, გამომცემლობის, ფასისა თუ სერიის მიხედვით. აქ შეძლებთ, შეიძინოთ როგორც ქართული ასევე უცხოენოვანი (ინგლისური, რუსული, ფრანგული, გერმანული) და დღეისათვის გაყიდვაში არსებული ყველა წიგნი გამომცემლობის მიერ რეკომენდირებულ საცალო ფასად. მუდმივად გექნებათ შესაძლებელობა, მიიღოთ სპეციალური შემოთავაზებები და ფასდაკლება სხვადასხვა აქციების დროს, მაგალითად: Fiction Books Sale, ფასდაკლება მხატვრულ ლიტერატურაზე, საბავშვო შეთავაზება. გთავაზობთ ადგილზე მიტანის სერვისს, როგორც თბილისში, ასევე საქართველოს სხვა რეგიონებშიც.
This entry was posted in ზოგადი. Bookmark the permalink.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s