საახალწლო ტრადიციები მსოფლიოს გარშემო

ზუსტად ერთ კვირაში მსოფლიო ყველასათვის საყვარელ შობა-ახალი წლის დღესასწაულს იზეიმებს.

საქართველოში ახალი წელი ტრადიციულად ასე გამოიყურება: სადღესასწაულოდ მორთული სახლი, ნაძვის ხე და ერთად შეკრებილი ოჯახი.  ქართული ტრადიციის თანახმად, ახალი წლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი მეკვლეს სტუმრობაა  და ამ ტრადიციას ქართველები უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებენ, რადგან სწორედ პირველ სტუმარზეა დამოკიდებული მთელი წლის ავკარგიანობა.

საინტერესოა, როგორ ხვდებიან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში ახალ წელს და როგორ განსხვავდება ეს წეს-ჩვეულებები ქვეყნების მიხედვით.

christmaas

 

იაპონია

 

Sapporo-Snow-Festival-JNTO_02

 

იაპონიის ქალაქები ახალ წელს ყინულის ულამაზესი სკულპტურებით ივსება. გარდა ამისა, 31 დეკემბერს, შუა ღამისას, მთელ ქვეყანაში 108-ჯერ ისმის ზარის ხმა, რომელიც, იაპონელთა რწმენით, ადამიანის უარყოფით თვისებებს კლავს. იაპონელები მიიჩნევენ, რომ ადამიანს 6 უარყოფითი თვისება აქვს: სიხარბე, ბოროტება, სიბრიყვე, უგუნურობა, შური და დაბალი თვითშეფასების უნარი. თითოეულ ამ თვისებას 18 განშტოება აქვს, რითაც შეგვიძლია ავხსნათ რატომ ისმის ზარის ხმა მაინცდამაინც 108 – ჯერ.

 

ირანი

axali weli

ირანში ახალ წელს 22 მარტს აღნიშნავენ. ყველაზე გავრცელებული ტრადიციის თანახმად, ახალ წელს აუცილებელია ძველი ჭურჭლის დამსხვრევა და მათი ახლებით ჩანაცვლება.

 

ნორვეგია

BROOM

რაოდენ უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს, ნორვეგიაში ახალი წლის დადგომისას ცოცხებს მალავენ. ამ ტრადიციას საფუძვლად უდევს
ძველი სკანდინავიური წარმოდგენები ბოროტ ძალებსა და ალქაჯებზე, რომლის თანახმადაც ახალი წლის წინა ღამეს ალქაჯები ნორვეგიის სხვადასხვა ქალაქებში თავისუფლად დაძრწოდნენ და ცოცხებს იპარავდნენ, რადგან ლეგენდის მიხედვით ეს მათი გადაადგილების საშუალება იყო.

 

ფილიპინები

CHILE

ჩილეში ახალი წელი ,,ფერადი ნათების ფესტივალს” უკავშირდება. წლის უკანასკნელ შაბათს ქალაქ სან ფერნანდოში აღინიშნება სინათლის ფესტივალი, სადაც უზარმაზარი ფერადი და მანათობელი ფიგურების გამოფენა იმართება.

 

კოლუმბია

colombia

პატარა სანთლების დღე (Día de las Velitas) – ასე უწოდებენ საშობაო სეზონის დასაწყისს კოლუმბიაში. წმინდა მარიამის საპატივსაცემოდ,  კოლუმბიის სხვადასხვა ქალაქები პატარ-პატარა ფანრებითა და სანთლებით რთავენ აივნებსა და ეზოებს.  უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში, ეს ტრადიცია უფრო მასშტაბური გახდა, მთელ კოლუმბიაში გავრცელდა და შობის განუყოფელ ნაწილად იქცა.

 

 

შოტლანდია

scotland

შოტლანდიაში ახალი წლის დღესასწაულს ,,ჰოგმანი“ ჰქვია. ახალი წლის ღამეს შოტლანდიელები თივით გავსებულ კასრებს ცეცხლს უკიდებენ, რაც სიმბოლურად ძველი წლის გაცილებას ნიშნავს. აღსანიშნავია, რომ ისევე როგორც საქართველოში, შოტლანდიაშიც არსებობს მეკვლეობის ტრადიცია. ადგილობრივთა რწმენით, თუ მეკვლე მუქთმიანი მამაკაცი იქნება, იგი ოჯახის დიდ ბედნიერებას მოუტანს.

Advertisements

About laternabooks

წიგნის მაღაზია ლატერნა 2010 წლიდან აქტიურად მუშაობს წიგნის პოპულარიზაციისათვის. მაღაზიაში მრავალფეროვანი არჩევანია და გათვლილია საზოგადოების ყველანაირ მოთხოვნაზე. მხატვრული და საბავშვო ლიტერატურის გარდა მაღაზიაში დიდი ადგილი უჭირავს სასწავლო-დამხმარე სახელმძღვანელოებს. სწრაფად განახლებადი ლიტერატურა, სპეციალური ფასები და დროული მიწოდება განაპირობებს საგანმანათლებო ცენტრებთან მჭიდრო თანამშრომლობას. ლატერნას ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა ელექტრონული გაყიდვები. laterma.ge 2012 წელს შეიქმნა და პირველი სრულყოფილი ქართული წიგნების ელექტრონული მაღაზიაა. საიტზე განთავსებულია 10 000-ზე მეტი წიგნი გამომცემლობების რეკომენდირებულ საცალო ფასად. ვებ-გვერდს გააჩნია მოსახერხებელი და გამართული საძიებო სისტემა: laterna.ge-ს ძებნის სისტემის საშუალებით თქვენ შეგიძლიათ, მოძებნოთ წიგნი სათაურის, ავტორის, ჟანრის, გამომცემლობის, ფასისა თუ სერიის მიხედვით. აქ შეძლებთ, შეიძინოთ როგორც ქართული ასევე უცხოენოვანი (ინგლისური, რუსული, ფრანგული, გერმანული) და დღეისათვის გაყიდვაში არსებული ყველა წიგნი გამომცემლობის მიერ რეკომენდირებულ საცალო ფასად. მუდმივად გექნებათ შესაძლებელობა, მიიღოთ სპეციალური შემოთავაზებები და ფასდაკლება სხვადასხვა აქციების დროს, მაგალითად: Fiction Books Sale, ფასდაკლება მხატვრულ ლიტერატურაზე, საბავშვო შეთავაზება. გთავაზობთ ადგილზე მიტანის სერვისს, როგორც თბილისში, ასევე საქართველოს სხვა რეგიონებშიც.
This entry was posted in ზოგადი. Bookmark the permalink.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s