წიგნის 10 საუკეთესო ყდა

 

ადამიანი ამა თუ იმ საგნის აღქმას გარეგნული ნიშან-თვისებებით იწყებს, რაც იმას ნიშნავს, რომ  ცნობილი მოსაზრება, რომლის მიხედვითაც,  კონკრეტული წიგნის არჩევის დროს მკითხველი ყდებს დიდ ყურადღებას არ აქცევს, მცდარია.  სინამდვილეში, წიგნის ყდას ძალიან დიდი დატვირთვა აქვს თუნდაც მარკეტინგული თვალსაზრისით, რადგან ტრადიციულ წიგნის მაღაზიებში, პირველად სწორედ ისინი იქცევენ ჩვენს ყურადღებას.

2015 წელს, ჟურნალ „თაიმსის“ მიერ ჩატარებულ გამოკითხვაში,  დასახელდა ყველა დროის საუკეთესო წიგნის ყდები.  საერთოდ, წიგნის ყდაზე მუშაობისას დიზაინერმა რამდენიმე მთავარი პრინიცპი უნდა გაითვალისწინოს:

  • აუცილებელია წიგნის ყდა არ იყოს ძალიან გადატვირთული.
  • ნამუშევარი შესრულებული უნდა იყოს ჰარმონიულ ფერებში.
  • დიზაინი აზრობრივად აუცილებლად უნდა უკავშირდებოდეს წიგნის ტექსტს.

გთავაზობთ  10 წიგნს, რომელთა ყდის დიზაინიც საუკეთესოდ დასახელდა 2015 წელს.

 

  1. ჯორჯ ორუელი – „1984“

1984

გამომცემლობამ „Penguin Books” 2008 წელს დაბეჭდა ჯორჯ ორუელის წიგნი “1984”, რომლის ყდაც ერთ-ერთ საუკეთესოთა შორისაა მიჩნეული. ყდაზე გამოსახული უზარმაზარი თვალი და ცივი ფერების ერთობლიობა ზუსტად ესადაგება წიგნის შინაარსს.

 

 

2. სილვია პლათი – „ზარხუფი“

bell jar

„ზარხუფის“ 1966 წლის პირველი გამოცემის დიზაინერი შირლი ტაკერი  უდიდესი პროფესიონალი აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ 1966 წლის შემდეგ ეს წიგნი მრავალჯერ დაიბეჭდა სხვადასხვა ქვეყანაში, პირველი გამოცემის ყდა ყოველთვის ლიდერობდა მკითხველებში.

 

 

3. ენტონი ბერჯესი – ,,მექანიკური ფორთოხალი“

clockwork orange

1971 წელს სტენლი კუბრიკმა ,,მექანიკური ფორთოხლის” მიხედვით იმავე სახელწოდების მქონე საკულტო ფილმი გადაიღო. სწორედ ამ წელს გამოვიდა წიგნის ახალი ტირაჟი  დევიდ პელჰამის ყდით, რომელიც გამოსვლისთანავე აღიარეს გრაფიკული დიზაინის კლასიკად.

 

 

4. ფრენსის სკოტ ფიცჯერალდი – ,,დიდი გეტსბი“

gatsby

ეს ყდა 1925 წელს, რომანის დამთავრებამდე შეიქმნა. ცნობილია, რომ ფიცჯერალდმა რომანის დასასრულის წერისას შთაგონების ერთ-ერთ წყაროდ სწორედ ამ ყდას მიიჩნევდა.

 

 

5. მარიო პიუზო – ,,ნათლია“

godfather

ნილ ფუჯიტას შექმნილი წიგნის ყდები დღემდე დიდი პოპულარობით სარგებლობს. 1969 წელს მან მარიო პიუზოს ,,ნათლიას“ ყდა შექმნა, რომელიც იმდენად პოპულარული აღმოჩნდა, რომ 1972 წელს რეჟისორმა ფრენსის ფორდ კოპოლამ ფილმის პოსტერადაც იგივე დიზაინი გამოიყენა.

 

 

6. რეი ბრედბერი – „451° ფარენჰეიტით“

451

451° ფარენჰეიტი –  ტემპერატურა, რომელსაც ქაღალდი ვერ უძლებს.   სახლს, სადაც ერთ წიგნს მაინც ნახავენ, მეხანძრეები მაშინვე ცეცხლს უკიდებენ.

1953 წელს შექმნილი წიგნის ყდა ზუსტად ასახავს იმ ემოციებს, რომელსაც ეს წიგნი მკითხველში იწვევს.

 

 

7. ჰარპერ ლი – „ნუ მოკლავ ჯაფარას“

to kill a mockingbird

შირლი სმიტის დიზაინით შექმნილ წიგნის ყდას ზოგიერთმა მკითხველმა ,,ზედმეტად მინიმალისტური“ უწოდა, თუმცა დროთა განმავლობაში სწორედ ეს ყდა გახდა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ნამუშევარი ლიტერატურის მოყვარულთათვის.

 

 

8. ტოლკინი – „ჰობიტი“

hobbit

საუკეთესო ყდის მქონე წიგნების სიაში ფენტეზის კლასიკა, ტოლკინის „ჰობიტიც“ მოხვდა. ეს ყდა წიგნის პირველ გამოცემას ეკუთვნის და ცნობილია, რომ რამდენიმე წლის წინ იგი აუქციონზე 60 000 ევროდ გაიყიდა.

 

 

9. ვლადიმირ ნაბოკოვი – ,,ლოლიტა“

lolita

„ლოლიტას“ დაახლოებით 150 გამოცემა არსებობს, თუმცა  1962 წელს სტენლი კუბრიკის მიერ გადაღებული ეკრანიზაციისა და წიგნის გამოცემისათვის შექმნილი ეს ყდა ყველაზე დიდი პოპულარობით სარგებლობს.

 

 

10. მარგარეტ ეტვუდი – ,,მხევალის წიგნი“atwood

მას შემდეგ, რაც 1985 წელს მარგარეტ ეტვუდის “მხევლის წიგნი” გამოვიდა, ის მრავალ ენაზე ითარგმნა და მისი დამატებითი ტირაჟებით გამოცემა არ შეწყვეტილა. ჟურნალ “თაიმსის” გამოკითხვის მიხედვით, ეს ყდა ყველაზე პოპულარული აღმოჩნდა.

Advertisements

About laternabooks

წიგნის მაღაზია ლატერნა 2010 წლიდან აქტიურად მუშაობს წიგნის პოპულარიზაციისათვის. მაღაზიაში მრავალფეროვანი არჩევანია და გათვლილია საზოგადოების ყველანაირ მოთხოვნაზე. მხატვრული და საბავშვო ლიტერატურის გარდა მაღაზიაში დიდი ადგილი უჭირავს სასწავლო-დამხმარე სახელმძღვანელოებს. სწრაფად განახლებადი ლიტერატურა, სპეციალური ფასები და დროული მიწოდება განაპირობებს საგანმანათლებო ცენტრებთან მჭიდრო თანამშრომლობას. ლატერნას ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა ელექტრონული გაყიდვები. laterma.ge 2012 წელს შეიქმნა და პირველი სრულყოფილი ქართული წიგნების ელექტრონული მაღაზიაა. საიტზე განთავსებულია 10 000-ზე მეტი წიგნი გამომცემლობების რეკომენდირებულ საცალო ფასად. ვებ-გვერდს გააჩნია მოსახერხებელი და გამართული საძიებო სისტემა: laterna.ge-ს ძებნის სისტემის საშუალებით თქვენ შეგიძლიათ, მოძებნოთ წიგნი სათაურის, ავტორის, ჟანრის, გამომცემლობის, ფასისა თუ სერიის მიხედვით. აქ შეძლებთ, შეიძინოთ როგორც ქართული ასევე უცხოენოვანი (ინგლისური, რუსული, ფრანგული, გერმანული) და დღეისათვის გაყიდვაში არსებული ყველა წიგნი გამომცემლობის მიერ რეკომენდირებულ საცალო ფასად. მუდმივად გექნებათ შესაძლებელობა, მიიღოთ სპეციალური შემოთავაზებები და ფასდაკლება სხვადასხვა აქციების დროს, მაგალითად: Fiction Books Sale, ფასდაკლება მხატვრულ ლიტერატურაზე, საბავშვო შეთავაზება. გთავაზობთ ადგილზე მიტანის სერვისს, როგორც თბილისში, ასევე საქართველოს სხვა რეგიონებშიც.
This entry was posted in ზოგადი. Bookmark the permalink.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s