ცნობილი მწერლების საყვარელი წიგნები

წერის სტილის განვითარების უტყუარი ხერხი, მრავალი ლიტერატორის აზრით, არის წიგნების  კითხვა. სწორედ ამიტომაა, რომ დიდი მწერლების აზრი ლიტერატურაზე უდიდეს გავლენას ახდენს ადამიანებზე. დღეს გაგაცნობთ იმ წიგნების სიას, რომლებსაც ცნობილი მწერლები, ჰარუკი მურაკამი, ერნესტ ჰემინგუეი, ფრენსის სკოტ ფიცჯერალდი, სემუელ ბეკეტი, და ჯოან როულინგი გვირჩევენ და რომლებსაც განსაკუთრებული ადგილი უკავიათ ამ მწერლების ცხოვრებაში.

 

murakami

ჯურნალ Times-ის 2015 წლის მონაცემებით ჰარუკი მურაკამი 100 ყველაზე გავლენიან ადამიანს შორის მოხვდა. იაპონელი მწერალი ამ გავლენას მკითხველთათვის სასიკეთოდ იყენებს და სხვადასხვა ინტერვიუებსა თუ მასზე დაწერილ  სტატიებში ხშირად შეგვხვდება მისი რჩევები ლიტერატურასთან დაკავშირებით. გთავაზობთ რამოდენიმე წიგნს, რომლებსაც ჰარუკი მურაკამი ყველაზე ხშირად სთავაზობს მკითხველებს:

1. ფიოდორ დოსტეოვსკი – ,,ძმები კარამაზოვები”

karamazov

მურაკამიზე განსაკუთრებულ შთაბეჭდილებას ტოვებდა ფიოდორ დოსტოევსკის ნაწარმოებები. იგი წერდა, რომ მწერლის ასაკის მატებასთან ერთად, დოსტოევსკის სიდიეადე უფრო და უფრო იზრდებოდა და ამის დასტური სწორედ ,,ძმები კარამაზოვებია“, რომელიც დოსტოევსკიმ დაახლოებით 50 წლის ასაკში დაწერა.

2. ჯერომ სელინჯერი – ,,კლდის პირზე ჭვავის ყანაში“

salinjer

როგორც თავად ჯერომ სელინჯერი მიიჩნევდა, ამ წიგნის მთავარი ღირსება ,,მთხრობელის ხმაშია“.  მურაკამი ამბობდა, რომ ეს წიგნი მან პირველად 17 წლის ასაკში წაიკითხა და იმდენად ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინა, რომ მაშინვე გადაწყვიტა წიგნი მშობლიურ ენაზე ეთარგმნა.

3. ფრენსის სკოტ ფიცჯერალდი – ,,დიდი გეტსბი“

gatsby

1925 წელს დაწერილი ეს საკულტო ნაწარმოები ჰარუკი მურაკამის საყვარელი წიგნია. ცნობილია, რომ ეს ნაწარმოებიც სწორედ მან თარგმნა იაპონურ ენაზე.

 

 

ერნესტ ჰემინგუეი

hemingway.jpg

ერნესტ ჰემინგუეის აზრით, წიგნზე ერთგული მეგობარი ადამიანისათვის არ არსებობს. 1935 წელს მან გამოქვეყნა იმ წიგნების სია, რომლებსაც იგი ,,უახლოეს მეგობრებად“ მიიჩნევს:

 

 

1. ლევ ტოლსტოი – ,,ანა კარენინა“

annakarenina1

რუსული ლიტერატურის ეს შედევრი,  ერნესტ ჰემინგუეის აზრით, სრულყოფილად აღწერს ადამიანის სულის ყველაზე დაფარულ ნაწილს, რის გამოც ჰემინგუეი ამ რომანს ერთ-ერთ უდიდეს წიგნად მიიჩნევს.

2. ემილი ბრონტე – ,,ქარიშხლიანი უღელტეხილი“

qarisxliani-ureltexili.gif

ეს სულისშემძვრელი ამბავი სიძულვილსა და სიყვარულზე უკვე საუკუნეებია აღიარებულია სიყვარულზე დაწერილ ყველაზე დიდ ნაწარმოებად.

3. ლევ ტოლსტოი – ,,ომი და მშვიდობა“

warandpeace

ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი რომანი სრულყოფილად აღწერს ადამიანის წამიერი სისუსტეებით გამოწვეულ უსაზღვრო გრძნობებს, უეცარ ცვლილებებსა და ტრანსფორმაციებს, რომელიც ადამიანის სულში განუწყვეტლივ მიმდინარეობს. ეს ვრცელი რომანი ერთი ამოსუნთქვით იკითხება და წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებს მკითხველზე.

 

ფრენსის სკოტ ფიცჯერალდი

F Scott Fitzgerald

მეოცე საუკუნის ამერიკელი მწერალი ლიტერატურის მოყვარულთათვის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო პიროვნებაა და მისი საყვარელი წიგნებითაც ბევრი მკითხველი ინტერესდება. გთავაზობთ ფიცჯერალდის საყვარელი წიგნების მოკლე სიას:

 

1. სტენდალი – წითელი და შავი

redand black.jpeg

სტენდალი XIX საუკუნის საფრანგეთში მიმდინარე მოვლენების ფონზე ზუსტად აღწერს ადამიანის შინაგან ბრძოლებს, კეთილისა და ბოროტი ძალების ერთმანეთთან დაპირისპირებას და პერსონაჟების ტრაგიკულ ცხოვრებას.

 

2.ანტონ ჩეხოვის მოთხრობები

mk-kali-zaglit.jpg

მე-19 საუკუნის მწერალი სამართლიანად ითვლება ერთ-ერთ უდიდეს მოთხრობების მწერლად და როგორც ფიცჯერალდი წერდა, მისი გავლენა მოთხრობის წერის ხელოვნებასა და დრამატურგიაზეა უსაზღვროა.

3. მარსელ პრუსტი – სვანის მხარეს (დაკარგული დროის ძიებაში #1 )

swan's way

მარსელ პრუსტი XX საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან მწერლად ითვლება, რომელსაც ,,ერთი ნაწარმოების ავტორს“ უწოდებენ, რადგან მთლი მისი ლიტერატურული შემოქმედება შეადგენს შვიდი წიგნისგან შემდგარ რომანთა ციკლს, რომელიც ფილოსოფიურ-ფსიქოლოგიურ-იმპრესიონისტულ ტექსტს წარმოადგენს.

 

სემუელ ბეკეტი

beketi

ირლანდიელი პოსტმოდერინისტი მწერალის პირად წერილებში ხშირად შეგხვდებათ  სხვადასხვა ლიტერატურული შედევრების განხილვა. გთავაზობთ იმ წიგნების სიას, რომელსაც ყველაზე ხშირად ვხვდებით ბეკეტის ლიტერატურულ წერილებში:

1. ჯიულ ვერნი – „ 80 დღე დედამიწის გარშემო“.80 days

ბეკეტის აზრით ჯიურ ვერნის  ეს ნაწარმოები ერთ-ერთი ყველაზე სიცოცხლით სავსე ლიტერატურული შედევრია.

2.ვიქტორ ჰიუგო – ,,პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი“

375aa136efaf2de13c1f6899f4479191

ბეკეტის წერდა, რომ მეთხუთმეტე საუკუნის პარიზის ცხოვრებაზე დაწერილი ეს წიგნი, სამართლიანად ითვლება სიყვარულსა და სიძულვილზე დაწერილ ერთ-ერთ საუკეთესო რომანად.

 

3. ალბერ კამიუ – ,,უცხო“stranger    ალბერ კამიუს ,,უცხო“ არის წიგნი, რომელმაც შეუძლებელია მკითხველი გულგრილი დატოვოს. საკუთარ თავთან გაუცხოებული, საზოგადოებისგან გარიყული მერსოს ამბავი, რომელიც პირველ პირში შემზარავ მოვლენებს ძალიან ცივად და ლაკონურად მოგვითხრობს, ეგზისტენციალიზმის შედევრად ითვლება და იგი უამრავი ფილოსოფიური თუ ფსიქოლოგიური ნაშრომის მთავარ წყაროს წარმოადგენს.

 

 

 

 

ჯოან როულინგი

rowling

„ჰარი პოტერის“ წიგნების მოყვარულთათვის ეს მწერალი უსაზღვრო შთაგონების წყაროდ იქცა. მის წიგნებს დღემდე უამრავი ადამიანი კითხულობს მსოფლიოს გარშემო. როულინგი წერდა, რომ მასზე ძალიან დიდი გავლენა მოახდინა შემდეგმა წიგნებმა:

 

1.ჯეინ ოსტინი – ,,ემა“

emma

„ემა“ ძლიერი ქალების გრძნობებსა და განცდებზე, სიძულვილსა და სიყვარულზე, ადამიანურ ურთიერთობებზე დაწერილი წიგნია, რომელიც მარადიულ თემებს ეხება, რის გამოც დღემდე არ კარგავს აქტუალურობას.

 

2.უილიამ შექსპირი – ,,მაკბეტი“

makbeti

მეთერთმეტე საუკუნის ინგლისში მიმდინარე მოვლენების ფონზე აღწერილ ისტორიას, რომელიც შექსპირის ლიტერატურულ სიდიადეს ცხადყოფს, ჯოან როულინგი საუკეთესო პიესად მიიჩნევს.

 

3.ვლადიმირ ნაბოკოვი – ,,ლოლიტა“

lolita

ვლადიმირ ნაბოკოვის ეს რომანი ალეგორიებითა და სხვადასხვა სიმბოლოებითაა სავსე, რაც ნაწარმოების უდიდეს ლიტერატურულ ღირებულებაზე მეტყველებს. წართმეული ბავშვობა და მძაფრი მოგონებები მწერლის რეალური ცხოვრების ნაწილია და ჰუმბერტ ჰუმბერტის მიერ პიველ პირში მოთხრობილ ამბები, როულინგის აზრით, ადამიანური გრძნობების აღწერის ერთ-ერთი საუკუთესო ნიმუშია.

Advertisements

About laternabooks

წიგნის მაღაზია ლატერნა 2010 წლიდან აქტიურად მუშაობს წიგნის პოპულარიზაციისათვის. მაღაზიაში მრავალფეროვანი არჩევანია და გათვლილია საზოგადოების ყველანაირ მოთხოვნაზე. მხატვრული და საბავშვო ლიტერატურის გარდა მაღაზიაში დიდი ადგილი უჭირავს სასწავლო-დამხმარე სახელმძღვანელოებს. სწრაფად განახლებადი ლიტერატურა, სპეციალური ფასები და დროული მიწოდება განაპირობებს საგანმანათლებო ცენტრებთან მჭიდრო თანამშრომლობას. ლატერნას ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა ელექტრონული გაყიდვები. laterma.ge 2012 წელს შეიქმნა და პირველი სრულყოფილი ქართული წიგნების ელექტრონული მაღაზიაა. საიტზე განთავსებულია 10 000-ზე მეტი წიგნი გამომცემლობების რეკომენდირებულ საცალო ფასად. ვებ-გვერდს გააჩნია მოსახერხებელი და გამართული საძიებო სისტემა: laterna.ge-ს ძებნის სისტემის საშუალებით თქვენ შეგიძლიათ, მოძებნოთ წიგნი სათაურის, ავტორის, ჟანრის, გამომცემლობის, ფასისა თუ სერიის მიხედვით. აქ შეძლებთ, შეიძინოთ როგორც ქართული ასევე უცხოენოვანი (ინგლისური, რუსული, ფრანგული, გერმანული) და დღეისათვის გაყიდვაში არსებული ყველა წიგნი გამომცემლობის მიერ რეკომენდირებულ საცალო ფასად. მუდმივად გექნებათ შესაძლებელობა, მიიღოთ სპეციალური შემოთავაზებები და ფასდაკლება სხვადასხვა აქციების დროს, მაგალითად: Fiction Books Sale, ფასდაკლება მხატვრულ ლიტერატურაზე, საბავშვო შეთავაზება. გთავაზობთ ადგილზე მიტანის სერვისს, როგორც თბილისში, ასევე საქართველოს სხვა რეგიონებშიც.
This entry was posted in ზოგადი. Bookmark the permalink.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s