ათი წიგნი, რომელთა სათაურებიც თარგმნისას შეცვალეს

თარგმნის ხელოვნება, განსაკუთრებით თუ საქმე წიგნის თარგმნას ეხება,  დიდ დაკვირვებას და ყურადღებას მოითხოვს. სწორედ მთარგმნელების წყალობითაა, რომ ლიტერატურა უნივერსალურია და სრულიად სხვადასხვა კულტურის წარმომადგენლებს წიგნების მეშვეობით შეუძლიათ ერთმანეთის შესახებ უამრავი რამ გაიგონ.

ხშირად,  მთარგმნელები გარკვეულ სირთულეებს აწყდებიან წიგნის თარგმნისას.  ხშირია შემთხვევები, როდესაც  ერთი ენიდან მეორე ენაზე სიტყვა-სიტყვით გადათარგმნილი წინადადება შეიძლება კონტექსტიდან ამოვარდნილი ჩანდეს. ასეთ შემთხვევაში, მთარგმნელს უწევს მთლიანად შეცვალოს ესა თუ ის ლიტერატურული პასაჟი. მაგალითად, ცნობილია, რომ ჰარი პოტერის წიგნების ფრანგულ თარგმანში ვოლდემორის სახელი, ტომ მარვოლო რიდლი, შეცვლილია როგორც ტომ ელვის (Elvis) რიდლი, რადგან ზუსტად თარგმნის შემთხვევაში როულინგის ჩაფიქრებული ანაგრამა (I am lord Voldemort) ირღვევა. თუმცა ხანდახან არა მხოლოდ ცალკეული ფრაზებისა და სიტყვების, არამედ წიგნის სათაურის შეცვლაც ხდება საჭირო. მიზეზი სხვადასხვაა: უკეთესი ჟღერადობა, აზრობირივი კავშირი და ა.შ.

გთავაზობთ იმ წიგნების მოკლე სიას, რომელთა სათაური თარგმნისას სრულიად შეიცვალა:

 

  1.გოგონა დრაკონის ტატუთი


dragontattoo

სტიგ ლარსონის მილენიუმის ტრილოგიის პირველი ნაწილის შვედური ორიგინალი გამოცემის სახელწოდებაა „ქალთმოძულე კაცები“, თუმცა ამ წიგნის თარგმანთა უმრავლესობას მსოფლიო იცნობს სახელწოდებით ,,გოგონა დრაკონის ტატუთი.“

 

  2.ბედის ვარსკვლავის ბრალია

faultinoutstars

ჯონ გრინის ბესტსელერის ,, ბედის ვარსკვლავის ბრალიას“ მაკედონიური გამომცემლობის სახელწოდება ჟღერს შემდეგნაირად: ,,სამყარო სურვილების ამსრულებელი ქარხანა არ არის.“ წიგნის შინაარსიდან გამომდინარე, მაკედონიური გამოცემის სათაური უფრო ახლოა წიგნის იდეასთან, თუმცა, ალბათ დამეთანხმებით, რომ ლიტერატურული თვალსაზრისით, ,,ბედის ვარსკვლავის ბრალია“ უფრო მხატვრულად ჟღერს.

 

  3.მრისხანების მტევნები

grapesofwrath

ჯონ სტაინბეკის ცნობილი წიგნის ,,მრისხანების მტევნების” იაპონური თარგმანის სახელწოდება ოფიციალურად არ შეუცვლიათ, თუმცა ნიუ იორკ თაიმსის 1996 წლის გამოცემის მიხედვით, ერთხელ ეს წიგნი იაპონიაში დაიბეჭდა სათაურით ,,მრისხანე მარცვლები“.

 

  4.ხიდი ტერაბითიაში

bridgeto

ქეთრინ პატერსონის ყველასათვის საყვარელი წიგნი ,,ხიდი ტერაბითიაში“ უნგრეთში გამოიცა სახელწოდებით ,,ხიდი საიქიოში“. მისი სხვადასხვა გამოცემები ასევე ცნობილია სათაურებით ,,ხიდი სხვა სამყარომდე“ და ,,მდინარის სახელმწიფო“.  ჯონ გრინის ზემოთხსენებული წიგნის თარგმანის მსგავსად, ქეთრინ პატერსონის წიგნის უნგრული თარგმანიც შინაარსის არც თუ ისე პატარა დეტალზე ამახვილებს ყურადღებას სხვა თარგმანებისგან განსხვავებით.

 

   5.ცხოველების ფერმა

animalfarm

,,ცხოველების ფერმის“ ფრანგული თარგმანის სახელწოდებაა ,,ცხოველები ყველგან“. კრისიკოსთა აზრით, რუსეთის რევოლუციაზე დაწერილი იგავისათვის მსგავსი სახელწოდება ცოტა არ იყოს ბავშვურადაც კი ჟღერს და უპირატესობა ისევ ორიგინალი გამოცემის სათაურს ენიჭება.

Advertisements

About laternabooks

წიგნის მაღაზია ლატერნა 2010 წლიდან აქტიურად მუშაობს წიგნის პოპულარიზაციისათვის. მაღაზიაში მრავალფეროვანი არჩევანია და გათვლილია საზოგადოების ყველანაირ მოთხოვნაზე. მხატვრული და საბავშვო ლიტერატურის გარდა მაღაზიაში დიდი ადგილი უჭირავს სასწავლო-დამხმარე სახელმძღვანელოებს. სწრაფად განახლებადი ლიტერატურა, სპეციალური ფასები და დროული მიწოდება განაპირობებს საგანმანათლებო ცენტრებთან მჭიდრო თანამშრომლობას. ლატერნას ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა ელექტრონული გაყიდვები. laterma.ge 2012 წელს შეიქმნა და პირველი სრულყოფილი ქართული წიგნების ელექტრონული მაღაზიაა. საიტზე განთავსებულია 10 000-ზე მეტი წიგნი გამომცემლობების რეკომენდირებულ საცალო ფასად. ვებ-გვერდს გააჩნია მოსახერხებელი და გამართული საძიებო სისტემა: laterna.ge-ს ძებნის სისტემის საშუალებით თქვენ შეგიძლიათ, მოძებნოთ წიგნი სათაურის, ავტორის, ჟანრის, გამომცემლობის, ფასისა თუ სერიის მიხედვით. აქ შეძლებთ, შეიძინოთ როგორც ქართული ასევე უცხოენოვანი (ინგლისური, რუსული, ფრანგული, გერმანული) და დღეისათვის გაყიდვაში არსებული ყველა წიგნი გამომცემლობის მიერ რეკომენდირებულ საცალო ფასად. მუდმივად გექნებათ შესაძლებელობა, მიიღოთ სპეციალური შემოთავაზებები და ფასდაკლება სხვადასხვა აქციების დროს, მაგალითად: Fiction Books Sale, ფასდაკლება მხატვრულ ლიტერატურაზე, საბავშვო შეთავაზება. გთავაზობთ ადგილზე მიტანის სერვისს, როგორც თბილისში, ასევე საქართველოს სხვა რეგიონებშიც.
This entry was posted in ზოგადი. Bookmark the permalink.

One Response to ათი წიგნი, რომელთა სათაურებიც თარგმნისას შეცვალეს

  1. wow! larsonis wignis saxeli!

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s