ამელი ნოტომი – “გრაფ ნევილის დანაშაული”

1496319612_006

წინასწარმეტყველს თქვენთვის რომ ეწინასწარმეტყველებინა, საგვარეული კოშკის გაყიდვასთან დაკავშირებულ გამართულ წვეულებაზე, ერთ-ერთ სტუმარს მოკლავთო, ბედს შეურიგდებოდით და ამას თქვენს „სასიკეთოდ“ გამოიყენებდით (მოკლავდით თქვენთვის საძულველ ადამიანს), თუ ყველაფერს გააკეთებდით იმისათვის რომ ასე არ მომხდარიყო, საამისოდ  სულაც წვეულების გაკეთებაზე რომ გეთქვათ უარი? –  გრაფ ნევილს მეორე ვარიანტე, საერთოდ, არც კი უფიქრია და სტუმრების სიას გადახედა, იქნებ ვინმე მართლაც არის სიკვდილის ღირსიო. უძილო ღამეებისა და დიდი ფორიაქის შემდეგ, გრაფმა გადაწყვეტილება მაინც ვერ მიიღო. სამაგიეროდ, თავისი ჭირვეული ქალიშვილი, რომელსაც თურმე, თავის ასაკთან შეუფერებელი სახელი, სერიოზი (სერიოზული) ჰქვია, ცდილობს მამას გადაწყვეტილების მიღებაში დაეხმაროს  და სთხოვს, რომ თავად იყოს მამამისის მსხვერპლი. საინტერესოა, ამ შემთხვევაშიც რას იზამდით. წარმოიდგინეთ: თქვენთან მოდის თინეიჯერი ქალიშვილი, რომელიც ყველაფრისგან დაღლილი და განადგურებული, სრულიად უემოციო ახალგაზრდაა და გთხოვთ რომ მოკლათ, რადგან მას სიცოცხლე აღარ უნდა. ჩვეულებრივ, გაოცდებით, ამ აზრს უარყოფთ, სულელურსაც უწოდებთ, და ჩათვლით რომ შვილი აუცილებლად ფსიქოლოგთანაა მისაყვანი. საბოლოოდ, ამ უკანასკნელს, ალბათ, განახორციელებთ კიდეც. გრაფ ნელივლსაც, ქალიშვილის ასეთ სერიოზულ განაცხადზე, თავდაპირველად, სწორედ  იგივე რეაქციები ჰქონა, რაც ზემოთ აღვნიშნე, თუმცა  მჭერმეტყველმა სერიოზმა მამა მაინც დაიყოლია, მაგრამ ყველაფერი ამით არ მთავრდება…

„გრაფ ნევილის დანაშაული“ თავისმხრივ, ნამდვილად უნიკალური ტექსტია. 143 გვერდის განმავლობაში, პერსონაჟი ნევილი და მისი ქალიშვილი, სერიოზი, ძალიან საინტერესო და იშვიათ (თანამედროვე ლიტერატურაში): ქმედებებს, წინადადებებს და დიალოგებს გვთავაზობენ. ამ ნაწარმოების მსგავს სიუჟეტს (რომ შესაძლებელია წინასწარმეტყველებას ვერსად გაექცე; მამამ მოკლას შვილი) ხშირად შევხვდებით, ასევე, ანტიკურ ლიტერატურაში. თითქოს, ეს ტექსტი განახლებული ვარიანტია ძველი ტექსტებისა და მასში თავმოყრილია ადამიანისთვის ბევრი შეუფერებელი თუ შესაფერისი, მისაღები თუ მიუღებელი საქციელი; ნაცნობი თუ უცნობი დამოკიდებულებები და ა.შ.

ამელი ნოტომი გთავაზობთ ტექსტს, სადაც მოქმედება 2014 წელში ვითარდება, თუმცა სულაც ვერ გრძნობ იმას რომ ეს ყველაფერი ოცდამეერთე საუკუნეში ხდება.

„ახლა ხომ 2014 წელი იყო?! ვინღა გლოვობდა ასე გულდათუთქვით დაკარგულ არისტოკრატულ ადგილ-მამულს?“

 

ავტორი: სოფო ბანძელაძე

Advertisements

About laternabooks

წიგნის მაღაზია ლატერნა 2010 წლიდან აქტიურად მუშაობს წიგნის პოპულარიზაციისათვის. მაღაზიაში მრავალფეროვანი არჩევანია და გათვლილია საზოგადოების ყველანაირ მოთხოვნაზე. მხატვრული და საბავშვო ლიტერატურის გარდა მაღაზიაში დიდი ადგილი უჭირავს სასწავლო-დამხმარე სახელმძღვანელოებს. სწრაფად განახლებადი ლიტერატურა, სპეციალური ფასები და დროული მიწოდება განაპირობებს საგანმანათლებო ცენტრებთან მჭიდრო თანამშრომლობას. ლატერნას ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა ელექტრონული გაყიდვები. laterma.ge 2012 წელს შეიქმნა და პირველი სრულყოფილი ქართული წიგნების ელექტრონული მაღაზიაა. საიტზე განთავსებულია 10 000-ზე მეტი წიგნი გამომცემლობების რეკომენდირებულ საცალო ფასად. ვებ-გვერდს გააჩნია მოსახერხებელი და გამართული საძიებო სისტემა: laterna.ge-ს ძებნის სისტემის საშუალებით თქვენ შეგიძლიათ, მოძებნოთ წიგნი სათაურის, ავტორის, ჟანრის, გამომცემლობის, ფასისა თუ სერიის მიხედვით. აქ შეძლებთ, შეიძინოთ როგორც ქართული ასევე უცხოენოვანი (ინგლისური, რუსული, ფრანგული, გერმანული) და დღეისათვის გაყიდვაში არსებული ყველა წიგნი გამომცემლობის მიერ რეკომენდირებულ საცალო ფასად. მუდმივად გექნებათ შესაძლებელობა, მიიღოთ სპეციალური შემოთავაზებები და ფასდაკლება სხვადასხვა აქციების დროს, მაგალითად: Fiction Books Sale, ფასდაკლება მხატვრულ ლიტერატურაზე, საბავშვო შეთავაზება. გთავაზობთ ადგილზე მიტანის სერვისს, როგორც თბილისში, ასევე საქართველოს სხვა რეგიონებშიც.
This entry was posted in ზოგადი. Bookmark the permalink.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s