“ჰარი პოტერი და დაწყევლილი ბავშვი”

nest-main-tablet

რამოდენიმე  წლის წინ, როდესაც „ჰარი პოტერის“ კითხვა დავიწყე და სხვების მსგავსად ეს ისტორები  ჩემთვისაც გასაოცარი რამ აღმოჩნდა, ნაკლებად თუ წარმოვიდგენდი, რომ ერთ დღესაც ხელში ავიღებდი წიგნს, რომელშიც  ჰარი პოტერის შვილის თავგადასავალი იქნებოდა მოთხრობილი. თუმცა, დღეს ასე მოხდა და  გავიცანი ბიჭი, სახელად ალბუსი (და არა ბიჭი, რომელიც ცოცხალი გადარჩა), რომლის დამოკიდებულებამაც, მამამისის მიმართ, თავდაპირველად, შეიძლება გაგაოცოთ კიდეც. ყველასათვის გასაოცარი და სახელოვანი ჰარი, თავისი შვილისათვის თითქმის არაფერს წარმოადგენს. რაც სრულიად დაშასვებია. „გმირის“ შვილებს საკუთარი თავგადასავლები და ისტორიები სჭირდებათ. ალბუსიც, სწორედ ამას ცდილობს.

იმ შემთხვევაშიც კი როდესაც სხვა პერსონაჟების თავგადასავალს კითხულობ, კონკრეტულად კი ჰარი პოტერისა და დრაკო მალფოის შვილების, მათში მაინც შენთვის საყვარელი და ნაცნობი გმირების პოვნას ცდილობ. რა თქმა უნდა, ეს გმირები პიესაში ძალიან ხშირად გვხვდებიან, თუმცა ახლა უკვე: გაზრდილები, შეცვლილები, სხვა პასუხისმგებლობებითა და განსხვავებული ამბებით. მოკლედ, ეს ის არ არის, რაც ადრე იყო. თუმცა, ცხადია ყველა გმირი ისევ საყვარელი და ახლობელია.

„დაწყევლილი ბავშვი“ შეიძლება ითქვას, მკითხველისთვის  საჩუქარიც კია, რომლის მეშვეობითაც ვიგებთ, თუ როგორები არიან ჩვენთვის ნაცნობი პერსონაჟები წლების შემდეგ. თუმცა განსხვავება ის არის  რომ, თუ ადრე ყველა პერსონაჟი შენს გვერდით გეგულებოდა და  ნათლად ხედავდი მათ, ახლა მხოლოდ შორიდან უცქერ და გიჭირს კარგად წარმოიდგინო, როგორები არიან ისინი.

ალბათ, მათ შორის ვინც “დაწყევლილი ბავშვი” წაიკითხა, რამოდენიმე მაინც ფიქრობს, რომ სჯობდა საერთოდ არ წამეკითხაო და ამის  მიზეზიც აქვთ:

ეს ახალი ისტორია პიესის სახითაა; ყველაფერი ძალიან სწრაფად ხდება; ამბავიც ისეთი გადასარევი არი არის, როგორ ამბებსაც ვართ მიჩვეული; მთავარი გმირებიც ჩვენთვის უცხოები არიან და ა.შ, მაგრამ იმ შემთხვევაში თუ „დაწყევლილ ბავშვს“ წაიკითხავთ, აუცილებლად გაგიჩნდებათ სურვილი კიდევ ერთხელ და უამრავჯერ გადაიკითხოთ „ჰარი პოტერის“ ყველა ნაწილი და ბოლოს, თუ „აზკაბანის ტყვეში“ დროის მდევარმა გაგაოცათ და მისი ხანმოკლე არსებობით დანაკლისი იგრძენით, „დაწყევლილი ბავშვი“ ამ დანაკლისს აუცილებლად აგინაზღაურებთ.

 

ავტორი: სოფო ბანძელაძე

Advertisements

About laternabooks

წიგნის მაღაზია ლატერნა 2010 წლიდან აქტიურად მუშაობს წიგნის პოპულარიზაციისათვის. მაღაზიაში მრავალფეროვანი არჩევანია და გათვლილია საზოგადოების ყველანაირ მოთხოვნაზე. მხატვრული და საბავშვო ლიტერატურის გარდა მაღაზიაში დიდი ადგილი უჭირავს სასწავლო-დამხმარე სახელმძღვანელოებს. სწრაფად განახლებადი ლიტერატურა, სპეციალური ფასები და დროული მიწოდება განაპირობებს საგანმანათლებო ცენტრებთან მჭიდრო თანამშრომლობას. ლატერნას ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა ელექტრონული გაყიდვები. laterma.ge 2012 წელს შეიქმნა და პირველი სრულყოფილი ქართული წიგნების ელექტრონული მაღაზიაა. საიტზე განთავსებულია 10 000-ზე მეტი წიგნი გამომცემლობების რეკომენდირებულ საცალო ფასად. ვებ-გვერდს გააჩნია მოსახერხებელი და გამართული საძიებო სისტემა: laterna.ge-ს ძებნის სისტემის საშუალებით თქვენ შეგიძლიათ, მოძებნოთ წიგნი სათაურის, ავტორის, ჟანრის, გამომცემლობის, ფასისა თუ სერიის მიხედვით. აქ შეძლებთ, შეიძინოთ როგორც ქართული ასევე უცხოენოვანი (ინგლისური, რუსული, ფრანგული, გერმანული) და დღეისათვის გაყიდვაში არსებული ყველა წიგნი გამომცემლობის მიერ რეკომენდირებულ საცალო ფასად. მუდმივად გექნებათ შესაძლებელობა, მიიღოთ სპეციალური შემოთავაზებები და ფასდაკლება სხვადასხვა აქციების დროს, მაგალითად: Fiction Books Sale, ფასდაკლება მხატვრულ ლიტერატურაზე, საბავშვო შეთავაზება. გთავაზობთ ადგილზე მიტანის სერვისს, როგორც თბილისში, ასევე საქართველოს სხვა რეგიონებშიც.
This entry was posted in ზოგადი. Bookmark the permalink.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s