ასტრიდ ლინდგრენი – “ძმები ლომგულები”

7475976

არავინ ვიცით რა ხდება სიკვდილის შემდეგ. ეს არც ლინდგრენმა იცოდა, სწორედ ამიტომ მან  შექმნა პარალელური სამყარო, რომელსაც  „ნანგიალა“ ჰქვია. ამ ჯადოსნურ სამყაროში კი ძმები ლომგულები ცხოვრობენ. ეს არის ადგილი, სადაც ყველაფერი კარგადაა, უფრო სწორად, თითქმის ყველაფერი… “ნანგიალაში” კი  „ალუბლების მხარეა“, რომელიც წესით და რიგით,  ზღაპრული უნდა იყოს და მართლაც ასეა. ავტორი ისე აღწერს „ალუბლების მხარეს“, რომ კითხვისას ზაფხულის გრილი საღამოს  სიოსაც გრძნობ და ყვავილების სასიამოვნო სურნელსაც. მდინარეში, სკორპასთან და ჯონათანთან  ერთადაც ბანაობ; მათთან ერთად მიაჭენებ ცხენს და მათთან ერთად ხარ ბედნიერი, თუმცა ხანდახან „ნანგიალაშიც“ კი არ არის იდეალურად ყველაფერი. ამბიციური თენგილი, იმდენად შეპყრობილი ჰყავს ძალაუფლების მოპოვების დაუცხრომელ სურვილს, რომ მისი წყალობით, ასეთ ლამაზ და ზრაპრულ მხარესაც კი დიდი განსაცდელი ელის…

საბოლოოდ კი, როდესაც „ნანგიალაშიც“ კვდებიან, გარდაცვლილები ახალ, ზღაპრულ და ბევრად უკეთეს ადგილას გადაინცვლებენ, ამ ადგილს კი „ნანგილიმა“ ჰქვია. მართალია, ჩვენ უკვე აღარ ვიცით რა ხდება მაშინ, როდესაც „ნანგილიმაშიც“ მთავრდება სიცოცხლე ( მთავრდება თუ არა საერთოდ), თუმცა ლინდგრენი პესიმისტური განწყობით სულაც არ გვტოვებს, პირიქით, იგი ყოველ ჯერზე უკეთესზე უკეთეს სამყაროს და ცხოვრებას გვთავაზობს, სწორედ ისეთს როგორისკენაც უნდა მიისწრაფვოდეს ადამიანი.

„ოჰ, ნანგილიმა! ჯონათან, ვხედავ, ვხედავ სინათლეს! მე სინათლეს ვხედავ!“

ოსტატურად დაწერილი ეს ტექსტი, რომელიც თითქოს მხოლოდ საბავშვო-სათავგადასავლო ჟანრის ლიტერატურას მიეკუთვნება, ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე ამახვილებს ყურადღებას, როგორიცაა: თავისუფლებისათვის ბრძოლა, თავგანწირვა, სიმამაცე, ერთგულება და ის დიდი სიყვარული, რომელიც ძმებ ლომგულებს აკავშირებთ ერთმანეთთან.

ავტორი: სოფო ბანძელაძე

Advertisements

About laternabooks

წიგნის მაღაზია ლატერნა 2010 წლიდან აქტიურად მუშაობს წიგნის პოპულარიზაციისათვის. მაღაზიაში მრავალფეროვანი არჩევანია და გათვლილია საზოგადოების ყველანაირ მოთხოვნაზე. მხატვრული და საბავშვო ლიტერატურის გარდა მაღაზიაში დიდი ადგილი უჭირავს სასწავლო-დამხმარე სახელმძღვანელოებს. სწრაფად განახლებადი ლიტერატურა, სპეციალური ფასები და დროული მიწოდება განაპირობებს საგანმანათლებო ცენტრებთან მჭიდრო თანამშრომლობას. ლატერნას ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა ელექტრონული გაყიდვები. laterma.ge 2012 წელს შეიქმნა და პირველი სრულყოფილი ქართული წიგნების ელექტრონული მაღაზიაა. საიტზე განთავსებულია 10 000-ზე მეტი წიგნი გამომცემლობების რეკომენდირებულ საცალო ფასად. ვებ-გვერდს გააჩნია მოსახერხებელი და გამართული საძიებო სისტემა: laterna.ge-ს ძებნის სისტემის საშუალებით თქვენ შეგიძლიათ, მოძებნოთ წიგნი სათაურის, ავტორის, ჟანრის, გამომცემლობის, ფასისა თუ სერიის მიხედვით. აქ შეძლებთ, შეიძინოთ როგორც ქართული ასევე უცხოენოვანი (ინგლისური, რუსული, ფრანგული, გერმანული) და დღეისათვის გაყიდვაში არსებული ყველა წიგნი გამომცემლობის მიერ რეკომენდირებულ საცალო ფასად. მუდმივად გექნებათ შესაძლებელობა, მიიღოთ სპეციალური შემოთავაზებები და ფასდაკლება სხვადასხვა აქციების დროს, მაგალითად: Fiction Books Sale, ფასდაკლება მხატვრულ ლიტერატურაზე, საბავშვო შეთავაზება. გთავაზობთ ადგილზე მიტანის სერვისს, როგორც თბილისში, ასევე საქართველოს სხვა რეგიონებშიც.
This entry was posted in ზოგადი. Bookmark the permalink.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s