როალდ დალი – “მატილდა”

puffin-9780141349985-11

თუ ვინმეს ჰგონია, რომ „მატილდა“ მხოლოდ საბავშვო ნაწარმოებია, იმთავითვე სცდება. ეს წიგნი არ არის მხოლოდ ბავშვებისთვის. მეტიც, მასში წამოჭრილი პრობლემების შესახებ, შესაძლებელია, ბავშვებს სულაც არ ჰქონდეთ წარმოდგენა და ავტორისეულ ენას და იმას თუ რას გულისხმობს თავის ნამუშევარში იგი, ზრდასრული ადამიანი უკეთ მიხვდება, ვიდრე ბავშვი, თუ რა თქმა უნდა, ეს ბავშვი თავად მატილდა არ არის.

როალდ დალი, მართალია გაზვიადებით, მაგრამ თითქმის ზუსტად ასახავს იმ პირობებს, რა პირობებშიც, შეიძლება, უხდებოდეთ პატარებს სწავლა-განათლების მიღება. ავტორი  ამ ტექსტით, თითქოს ყველას მოუწოდებს მეტი ყურადღებისა და სიფრთხილისკენ. ამის მაგალითად კი მატილდას იყენებს. საქმე კი იმაშია, რომ მატილდა ძალიან ჭკვიანი და იშვიათი უნარების მქონე გოგონაა, რომლის ინტელექტუალური და ფიზიკური შესაძლებლობები ირგვლივ მყოფთათვის უმნიშვნელო და დაუჯერებელია, გარდა მისი მასწავლებლისა.

ხშირად, როგორც მის ჰანის შემთხვევაში, ბავშვებსა და მოზარდებს თავიანთ შესაძლებლობებსა და სიმამაცეს, უფროსები ადრეულ ასაკშივე უკლავენ და ისინი „არასწორად“ თავიანთი სურვილების შეუსაბამოდ ვითარდებიან. მატილდას კი სწორედ ისეთი მშობლები ჰყავს, რომლებიც „არავითარ ინტერესს არ იჩენენ თავიანთი შვილების მიმართ და თქმაც არ უნდა, გაცილებით უფრო უარესები არიან, ვიდრე შვილებზე დაფეთებული მშობლები (როალდ დალი-„მატილდა“).“

ასევე, როალდ დალის, ეს ტექსტი ერთგვარი მოწოდებაა, რომ ბავშვებმა და  მოზარდებმაც იკითხონ წიგნები. აქ ვხვდებით ისეთ ავტორებს, როგორებიც არიან: დიკენსი, ძმები გრიმები, ანდერსენი და სხვ.  ამასთან, ირონიულად, მიწასთან ასწორებს ტელევიზიას და იმ ხალხს, ვინც ამ „ყუთზეა“ დამოკიდებული.

მაშინაც კი, როდესაც მატილდა სრულდება, გგონია რომ ის ჯერ კიდევ არ დასრულებულა, რადგან თვლი, რომ ასეთი საინტერესო და მრავალფეროვანი პერსონაჟისათვის ის რაც უკვე წაიკითხე  საკმარისი არ არის, თუმცა რაც საჭირო იყო ის უკვე გაიგე, ახლა კი ჯერი შენს ფანტაზიაზეა…

 

ავტორი: სოფო ბანძელაძე

Advertisements

About laternabooks

წიგნის მაღაზია ლატერნა 2010 წლიდან აქტიურად მუშაობს წიგნის პოპულარიზაციისათვის. მაღაზიაში მრავალფეროვანი არჩევანია და გათვლილია საზოგადოების ყველანაირ მოთხოვნაზე. მხატვრული და საბავშვო ლიტერატურის გარდა მაღაზიაში დიდი ადგილი უჭირავს სასწავლო-დამხმარე სახელმძღვანელოებს. სწრაფად განახლებადი ლიტერატურა, სპეციალური ფასები და დროული მიწოდება განაპირობებს საგანმანათლებო ცენტრებთან მჭიდრო თანამშრომლობას. ლატერნას ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა ელექტრონული გაყიდვები. laterma.ge 2012 წელს შეიქმნა და პირველი სრულყოფილი ქართული წიგნების ელექტრონული მაღაზიაა. საიტზე განთავსებულია 10 000-ზე მეტი წიგნი გამომცემლობების რეკომენდირებულ საცალო ფასად. ვებ-გვერდს გააჩნია მოსახერხებელი და გამართული საძიებო სისტემა: laterna.ge-ს ძებნის სისტემის საშუალებით თქვენ შეგიძლიათ, მოძებნოთ წიგნი სათაურის, ავტორის, ჟანრის, გამომცემლობის, ფასისა თუ სერიის მიხედვით. აქ შეძლებთ, შეიძინოთ როგორც ქართული ასევე უცხოენოვანი (ინგლისური, რუსული, ფრანგული, გერმანული) და დღეისათვის გაყიდვაში არსებული ყველა წიგნი გამომცემლობის მიერ რეკომენდირებულ საცალო ფასად. მუდმივად გექნებათ შესაძლებელობა, მიიღოთ სპეციალური შემოთავაზებები და ფასდაკლება სხვადასხვა აქციების დროს, მაგალითად: Fiction Books Sale, ფასდაკლება მხატვრულ ლიტერატურაზე, საბავშვო შეთავაზება. გთავაზობთ ადგილზე მიტანის სერვისს, როგორც თბილისში, ასევე საქართველოს სხვა რეგიონებშიც.
This entry was posted in ზოგადი. Bookmark the permalink.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s