ბოლო ასწლეულის ტრაგიკული წიგნების ხუთული…

heartache

ალბათ, წვიმიან და ცივ ამინდს ისე არაფერი შეეფერება, როგორც სევდიანი წიგნი.
წიგნი, რომლის წაკითხვის შემდეგ მიხვდებით, რომ ყველაფერი ისეთი მარტივი არ არის, როგორც ერთი შეხედვით ჩანს, რომელიც ცხოვრების ბნელ მხარეებს დაგანახებს და შესაძლოა, მადლიერებითაც კი აღგავსოს შენი ბედ-იღბალის მიმართ.
„ლატერნამ“ აარჩია  ბოლო ასწლეულის, ყველაზე ტრაგიკული წიგნები, რომელთა წაკითხვაც ქართულადაც შეგიძლიათ .

1. „თაგვებსა და ადამიანებზე“ – ჯონ სტეინბეკი

რომანი მოგითხრობთ ორი მუშის ჯორჯ მილტონისა და ლენი სმოლის ისტორიას, რომელთაც ერთი საერთო ოცნება აქვთ – ჰქონდეთ საკუთარი სახლი და დიდი ბოსტანი, მოაშენონ კურდღლები, იყოლიონ წიწილები და ზამთრის წვიმებში, ღუმელთან შემომსხდარნი, ყური მიუგდონ, როგორ ეცემა წვიმის წვეთები სახლის სახურავს. მაგრამ ყველა ოცნებას ახდენა არ უწერია.

ეს არის წიგნი მეგობრობაზე, სექსიზმზე, რასიზმზე და ყველა იმ პრობლემაზე, რომელსაც ამერიკა დიდი დეპრესიი პერიოდში აწყდებოდა. რომანის ბოლო, შემზარავი სცენა კი მიგახვედრებთ, რომ რეალობისა და ოცნების ჭიდილში, პირველის გამარჯვება უმეტესად ტრაგიკულ შედეგს იძლევა.

  1. „ყვავილები ელჯერნონისთვის – დენიელ კიზი

რომანი მოგვითხრობს ერთი სპეციალური საჭიროების მქონე მამაკაცის, ჩარლის შესახებ, რომელსაც ოპერაციას უკეთებენ, და შედეგად მისი IQ 180ს უტოლდება. წიგნი დღიურის სახითაა დაწერილი. მკითხველი თვალს ადევნებს ჩარლის ჩანაწერებს, აკვირდება მის ტრანსფორმაციას, მისი გრძნობებისა და დამოკიდებულებების ცვლას. მკითხველი ჩარლისთან ერთად ვითარდება, განიცდის მის სიხარულს, ტკივილს, მოლოდინსა და შიშს და გრძნობს, რომ იცოდე ყველაფერი არ ნიშნავს იყო ბედნიერი.,

  1. „საოცარი ახალი სამყარო“ – ოლდოს ჰაქსლი

XX საუკუნის ერთ-ერთი საუკეთესო ნაწარმოები.
წიგნში მოქმედება  მომავალში ხდება, სადაც მმართვლებმა შექმნეს იდეალური სამყარო. ბავშვობიდანვე ჩანერგილი იდეოლოგიით, თავისუფალი სექსუალური ცხოვრებისა და ნარკოტიკების გამო ადამიანბი ბედნიერნი არიან, მაგრამ არსებობს გამონაკლისი – ბერნარდი რომელიც თავს მარტოსულად გრძნობს და თავისუფლება სურს. ამიტომ, ის მიდის „ველურების“ სანახვად, რომელბიც ისევ ძველი წესების მიხედვით  ცხოვრობენ, რომელბსაც ჯერ კიდევ აქვთ წიგნები და რომელბიც ცოცხლადშობენ.

  1. „ხიდი ტერაბითიაში“ – ქეთრინ პატერსონი

ხიდი ტერაბითიაში- ჯესი და ლესლი ჩვეულებრივი მოზარდები არიან, თავიანთი პრობლემებით ბავშვებთან, მშობლებთან, მასწავლებლებთან … მაგრამ ისინი გამოიგონებენ საკუთარ ქვეყანას, ტერაბითიას, სადაც ყველაფერი შესაძლებელია, სადაც ისინი მეფე და დედოფალი არიან და სადაც ყველა კეთილშობილი და შემწყნარებელია.

  1. „ცხოვრება წინაა“ – რომენ გარი

შესაძლოა დანარჩენი წიგნებისგან განხსვავებით, რომენ გარის ეს შესანიშნავი რომანი ტრაგიკულად არ მთავრდება, მაგრამ  ნარაწრმოების მთავარი გმირი, პატარა ბიჭუნას თავგადასავალი ნამდვილად მოგგვრით ცრემლებს.

“ცხოვრება წინაა” არაბი მოზარდისა და მისი ებრაელი აღმზრდელის გულისშემძვრელი ამბავია. უკიდურეს გაჭირვებაში მცხოვრებ სხვადასხვა ეროვნებისა და სარწმუნოების ადამიანებს ერთი რამ აძლევს ძალას, რომ წინ, მომავლისკენ იმედით მიაპყრონ მზერა- ესაა სიყვარული, მოყვასის სიყვარული, რომელსაც ვერაფერი აკნინებს- ვერც სიღატაკე, ვერც ჭუჭყი, ვერც გაუნათლებლობა, ვერც სამარცხვინო ხელობა.

Advertisements

About laternabooks

წიგნის მაღაზია ლატერნა 2010 წლიდან აქტიურად მუშაობს წიგნის პოპულარიზაციისათვის. მაღაზიაში მრავალფეროვანი არჩევანია და გათვლილია საზოგადოების ყველანაირ მოთხოვნაზე. მხატვრული და საბავშვო ლიტერატურის გარდა მაღაზიაში დიდი ადგილი უჭირავს სასწავლო-დამხმარე სახელმძღვანელოებს. სწრაფად განახლებადი ლიტერატურა, სპეციალური ფასები და დროული მიწოდება განაპირობებს საგანმანათლებო ცენტრებთან მჭიდრო თანამშრომლობას. ლატერნას ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა ელექტრონული გაყიდვები. laterma.ge 2012 წელს შეიქმნა და პირველი სრულყოფილი ქართული წიგნების ელექტრონული მაღაზიაა. საიტზე განთავსებულია 10 000-ზე მეტი წიგნი გამომცემლობების რეკომენდირებულ საცალო ფასად. ვებ-გვერდს გააჩნია მოსახერხებელი და გამართული საძიებო სისტემა: laterna.ge-ს ძებნის სისტემის საშუალებით თქვენ შეგიძლიათ, მოძებნოთ წიგნი სათაურის, ავტორის, ჟანრის, გამომცემლობის, ფასისა თუ სერიის მიხედვით. აქ შეძლებთ, შეიძინოთ როგორც ქართული ასევე უცხოენოვანი (ინგლისური, რუსული, ფრანგული, გერმანული) და დღეისათვის გაყიდვაში არსებული ყველა წიგნი გამომცემლობის მიერ რეკომენდირებულ საცალო ფასად. მუდმივად გექნებათ შესაძლებელობა, მიიღოთ სპეციალური შემოთავაზებები და ფასდაკლება სხვადასხვა აქციების დროს, მაგალითად: Fiction Books Sale, ფასდაკლება მხატვრულ ლიტერატურაზე, საბავშვო შეთავაზება. გთავაზობთ ადგილზე მიტანის სერვისს, როგორც თბილისში, ასევე საქართველოს სხვა რეგიონებშიც.
This entry was posted in ზოგადი. Bookmark the permalink.

One Response to ბოლო ასწლეულის ტრაგიკული წიგნების ხუთული…

  1. LA MAGA DE RAYUELA ამბობს:

    მხოლოდ პირველი და ბოლო მაქვს წაკითხული და ალბათ, მეც შევიყვანდი ყველაზე ტრაგიკული წიგნების ხუთეულში თუ არა, ოცეულში მაინც ))

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s