შობის ბაბუას წერილები – ჯ. რ. რ. ტოლკინი

 

“შობის ბაბუას წერილები” – ტოლკინის ხელნაწერებისგან შემდგარი წიგნია. საშობად, მწერალი შვილებს უგზავნიდა წერილებს შობის ბაბუის სახელით, სადაც მოუთხრობდა სახალისო ისტორიებს ჩრდილოეთ პოლუსიდან. წერილების მთავარი გმირები იყვნენ: შობის ბაბუა, თეთრი დათვი, მისი ძმისშვილები პაკსუ და ვალკოტუკა, გობლინები, წითური გნომები და სხვები. 


” ვიმედოვნებ, მოგწონს ის საჩუქრები,რომლებსაც გიგზავნი. ამჟამად, როგორც ჩანს,დაინტერესებული ხარ მატარებლებით და მეც ვცდილობ ყველაფერი მასთან დაკავშირებული მოგართვა. საჩუქრებთან ერთად,ასევე, გიგზავნი  უდიდეს სიყვარულს. იცოდე, მე და მოხუცი პოლარული დათვი სიამოვნებით ვკითხულობთ შენი და შენი ცხოველების წერილებს და თუ გგონია,რომელიმე შენი წერილი არ წაგვიკითხავს,  რადგან ის, რაც გინდოდა ვერ მიიღე და შესაძლოა, ვერც უწინდებურად ბევრი საჩუქარი მოგიტანე, ძალიან შემცდარხარ. უბრალოდ, გახსოვდეს შობას, მსოფლიოს გარშემო, უამრავი ღარიბი და მშიერი ადამიანი ხვდება. მე და ჩემმა მწვანე მეგობრებმა კი შევაგროვეთ საჭმელი, ტანსაცმელი, სათამაშოები იმ ბავშვებისთვის, რომლებსაც ვერც დედ-მამა და ვერც მეგობრები ვერ აძლევენ საჩუქრებს, საჭმელსაც კი. ვიცი, რომ შენ ამას არ დაივიწყებ. ასე, რომ ჩემო ძვირფასო, ვიმედოვნებ იქნები ბედნიერი ამ შობას, არ იჩხუბებ, გაერთობი შენი მატარებლით და არ დაივიწყებ მოხუც შობის ბაბუას, როდესაც ნაძვისხეს გაანათებ.”

  1. შობის სახლი
    ჩრდილოეთ პოლუსი
    1920 წლის 22 დეკემბერი.ძვირფასო ჯონ.
    როგორც გავიგე მამაშენისთვის გიკითხავს როგორ გამოვიყურები და სად ვცხოვრობ. ამიტომ შენთვის დავხატე ჩემი თავი და სახლი. გაუფრთხილდი ამ სურათს. ახლახან ოქსფორდიდან ჩამოვედი და თან სათამაშოების ხურჯინი ჩამოვიტანე, ზოგიერთი მათგანი შენთვისაა.. იმედია, დროზე ჩამოსავლას მოვახერხებ. ჩრდილოეთ პოლუსზე დიდი თოვლია.სიყვარულით შობის ბაბუა.

    tolkien-father-christmas-letters-003

 

2.

ჩრდილოეთ პოსული

შობის წინა დღე, 1923 წელი

ჩემო ძვირფასო ჯონ.

დღეს ძალიან ცივა და ხელები მიკანკალებს – ათას ცხრაას ოცდაოთხი, არა! ოცდაშვიდი! წლის ვარ ამ შობას – გაცილებით მოხუცი ვიდრე შენი დიდი ბაბუა, ამიტომ ვეღარ ვიჩერებ ამ კალამს. მაგრამ როგორც გავიგე, შენ უფრო და უფრო კარგად კითხულობ და მეც მჯერა,რომ ჩემს წერილს წაიკითხავ.

გიგზავნი დიდ სიყვარულს (მაიკლსაც) და ლოტის აგურებს. ვფიქრობ ეს უფრო ლამაზი და ძლიერია, ვიდრე Picabrix-ი. ვიმედოვნებ, მოგეწონება.

ახლა კი უნდა წავიდე. ლამაზი, მშვენიერი ღამეა და მეც დილამდე, ასობით მილი მაქვს გასავლელი  – ძალიან ბევრი საქმეა გასაკეთებელი.

ცივი კოცნა.

შობის ბაბუა.

stamp

3.

სახლი კლდეზე

სამყაროს მწვერვალი

ჩდილოეთ პოლუსთან ახლოს

შობა – 1925 წელი.

ჩემო ძვირფასო ბიჭებო,

საშინლად დაკავებული ვარ ამ წელს და არც ისე მდიდარი – რაც უფრო მეტს ვუფიქრდები ამ საკითის მით უფრო მაგრად მიკანკალებს ხელები. აქვე, აღსანიშნავია, რომ საშინელი ინციდენტი მოხდა და საჩუქრების ნაწილი გაფუჭდა. არც ჩრდილოელი დათვია ჩემს გვერდით, რომ დამეხმაროს. სახლის გადატანაც  მარტოს მომიხდა, ზუსტად შობის წინა დღეს. წარმოიდგინეთ რა მდგომარეობაშია ყველაფერი და მიხვდებით თუ რატომ გიგზავნით წერილს სხვა მისამართიდან და რატომ გწერთ ორივეს ერთად.

ყველაფერი კი ასე მოხდა: ნოემრბის მიწურულს, ერთ ქარიან დღეს, ჩემი ქუდი გაფრინდა და ჩრდილოეთ პოლუსის კენწეროში გაიჭედა. მიუხედავად იმისა, რომ ვეუბნებოდი არ გაეკეთებინა, ჩრდილოელი პოლარული დათვი მაინც აცოცდა მაღლა მის ჩამოსატანად – და ჩამოიტანა კიდეც. პოლუსი შუაზე გაიპო და ჩემი სახლის სახურავს დაეცა, პოლარული დათვი კი,რომელსაც ჩემი ქუდი ცხვირზე ჰქონდა ჩამოფარებული, ჩემს სასადილო ოთახში ჩამოვარდა, თან სახურავის თოვლიც ჩამოიყოლა. თოვლი დადნა, ჩააქრო ბუხარში ცეცხლი და სარდაფეფშიც წყალი ჩავიდა,იქ სადაც მე ამ წლის საშობაო საჩუქრებს ვინახავდი. ამავედროს, ჩრდილო პოლარულმა დათვმა ფეხი მოიტეხა.

ახლა ის კარგადაა, მაგრამ როგორც განახდა აღარ დამეხმარება. -ვიმედოვნებ, მომავალი შობისთვის მოლბება და  მისი გუნება-განწყობილებაც შეიცვლება.

გიგზავნი ინციდენტის სურათს და ასევე, ჩემი ახალი სახლისა, რომელიც ჩრდილო პოლუსის კლდის წვერზეა. თუ ჯონს, ჩემი ნაწერის წაკითვა გაუჭირდება(მე ხომ ათას ცხრაას ოცდახუთი წლის ვარ) მამამის დაუძახოს.  მაიკლი როდის ისწავლის კითვას და როდის დამიწერს წერილებს? დიდ სიყვარულს გიგზავნით ორივეს და ასევე კრისტოფერსაც, რომლის სახელიც უფრო მიესადაგება ჩემსას.

სულ ესაა, ნახვამდის:

შობის ბაბუა.

Advertisements

About laternabooks

წიგნის მაღაზია ლატერნა 2010 წლიდან აქტიურად მუშაობს წიგნის პოპულარიზაციისათვის. მაღაზიაში მრავალფეროვანი არჩევანია და გათვლილია საზოგადოების ყველანაირ მოთხოვნაზე. მხატვრული და საბავშვო ლიტერატურის გარდა მაღაზიაში დიდი ადგილი უჭირავს სასწავლო-დამხმარე სახელმძღვანელოებს. სწრაფად განახლებადი ლიტერატურა, სპეციალური ფასები და დროული მიწოდება განაპირობებს საგანმანათლებო ცენტრებთან მჭიდრო თანამშრომლობას. ლატერნას ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა ელექტრონული გაყიდვები. laterma.ge 2012 წელს შეიქმნა და პირველი სრულყოფილი ქართული წიგნების ელექტრონული მაღაზიაა. საიტზე განთავსებულია 10 000-ზე მეტი წიგნი გამომცემლობების რეკომენდირებულ საცალო ფასად. ვებ-გვერდს გააჩნია მოსახერხებელი და გამართული საძიებო სისტემა: laterna.ge-ს ძებნის სისტემის საშუალებით თქვენ შეგიძლიათ, მოძებნოთ წიგნი სათაურის, ავტორის, ჟანრის, გამომცემლობის, ფასისა თუ სერიის მიხედვით. აქ შეძლებთ, შეიძინოთ როგორც ქართული ასევე უცხოენოვანი (ინგლისური, რუსული, ფრანგული, გერმანული) და დღეისათვის გაყიდვაში არსებული ყველა წიგნი გამომცემლობის მიერ რეკომენდირებულ საცალო ფასად. მუდმივად გექნებათ შესაძლებელობა, მიიღოთ სპეციალური შემოთავაზებები და ფასდაკლება სხვადასხვა აქციების დროს, მაგალითად: Fiction Books Sale, ფასდაკლება მხატვრულ ლიტერატურაზე, საბავშვო შეთავაზება. გთავაზობთ ადგილზე მიტანის სერვისს, როგორც თბილისში, ასევე საქართველოს სხვა რეგიონებშიც.
This entry was posted in ზოგადი. Bookmark the permalink.

One Response to შობის ბაბუას წერილები – ჯ. რ. რ. ტოლკინი

  1. გამოხმაურება: შობის ბაბუას წერილები – ჯ. რ. რ. ტოლკინი | My Blog

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s