16 რომანი, რომლებიც პირველივე ფრაზიდან გვაცვიფრებენ…

1404805419_596264-1920x1200-1024x640

  1. “ლოლიტა”

„ლოლიტა, ჩემი სიცოცხლის ნათელო, წელთა ჩემთა მხურვალებავ, ცოდვავ ჩემო, სულო ჩემო. ლოლიტა: ენის წვერი სასაზე სამი პაწაწინა ნაბიჯით გადაადგილდება, რათა მესამედ კბილებს შეეტაკოს. ლო.ლი.ტა.“

book-covers-bshk-20

  1. “ცემენტის ბაღი”

მამაჩემი მე არ მომიკლავს, მაგრამ ზოგჯერ მიფიქრია, იქნებ მეც შევუწყვე-მეთქი ხელი.

cement-garden-cover

  1. “ქართულის რვეულები”

ქართველ თავადებზე როცა ფიქრობ კაცი, უამრავი რამ გახსენდება.

ალბათ, გაგახსენდება ხმალი, სიათა თოფი ანდა ხირიმი, ქორი და კაპუეტი და მეფის ტახტი, რომლისთვისაც ხშირად თავი დაუდიათ და ხშირად არც დაუდიათ.

cms-image-000018749

  1. “ნაივური. სუპერი”

ორი მეგობარი მყავს, ერთი კარგი და ერთი ცუდი… და კიდევ, მყავს ძმა, რომელიც, შესაძლოა, ჩემსავით სიმპათიური ვერ არის, მაგრამ მასაც არა უშავს…

naiv

  1. “მდგმური”

მიზანი მაცთურია, ბატონებო. სანამ მიაღწევთ, თქვენი გგონიათ; როცა მიაღწევთ, მაშინღა მიხვდებით, რომ სხვისი ყოფილა.

Mdgmuri_Cover

  1. “ყვავილები ელჯერნონისთვის”

ექიმა სტრაუსმა ესე მითხრა დღეიდან ყველაფერი დაშერე რასაც ფიქროფ და გახსოვს და რაც გემართებაო. აზზე არ ვარ რატო მარა იმან თქვა ეგ ძაან მნიწნელოვანიაო რო გავიგოთ გამოდგები თუ არაო…

elgernon

  1. “ქაღალდის ქალაქები”

ჩემი დაკვირვებით, ერთი სასწაული ყველა ადამიანის ცხოვრებაში ხდება. როგორ აგიხსნათ… აი, მე, მაგალითად, შეიძლება მეხი არასოდეს დამეცეს, ნობელის პრემიის ლაურეატი ვერასოდეს გავხდე, ვერც წყნარი ოკეანის რომელიმე პატარა კუნძულოვანი სახელმწიფოს დიქტატორად ვიქცე, არც ყურის კიბომ მომიღოს ბოლო და არც თვითაალება დამემართოს, მაგრამ დიდი ალბათობაა, რომ მსგავსი რამ თითოეულ ჩვენგანს ოდესმე შეემთხვა…

paper towns

  1. “გაუჩინარებული ქალი”

ყოველ ჯერზე, როცა ჩემს ცოლზე ვფიქრობ, ჯერ მისი თავი მაგონდება, რომელსაც ისეთი ფორმა აქვს, უეჭველია, ამით უნდა დავიწყო. პირველად ის ზურგიდან დავინახე და მოვიხიბლე. რაღაც გულისამაჩუყებელი იყო თავის ამ მოყვანილობაში, რომელიც დამწიფებულ კაკალსა თუ რიყის ქვას მოგაგონებდათ. ვიქტორიანულ ეპოქაში ამაზე იტყოდნენ: იდეალური ფორმის თავი აქვსო. ამიტომ ასეთ თავის ქალას ადვილად წარმოიდგენთ.

gone-girl-book-cover-med

  1. “ტომ სოიერის თავგადასავალი”
  • ტომ!

პარუხი არ არის!

  • ტომ!

პარუხი არ არის!

  • რა დაემართა იმ ბიჭს, ტომ!

the_adventures_of_tom_sawyer

  1. “მარტოობის ასი წელიწადი”

გაივლის წლები და დახვრეტის მოლოდინში კედელთან მდგომი პოლკოვნიკი აურელიანო ბუენდია იმ შორეულ საღამოს გაიხსენებს, მამამისმა ყინულის სანახავად რომ წაიყვანა პირველად.

100

  1. “ჰობიტი”

მიწაში იყო სორო, რომელშიც ჰობიტი ცხოვრობდა. ეს სულაც არ იყო საშინელი, ჭუჭყიანი, ნესტიანი სორო, ყოველი მხრიდან გამოჩრილი ჭიაყელების კუდებით და მყრალი სუნით; არც გამომშრალი, ცარიელი და ქვიშიანი სორო იყო, სადაც ვერც სკამს ნახავ და ვერც საჭმელს – სორო ჰობიტს ეკუთვნოდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ის ყოველ მხრივ კეთილმოწყობილი გახლდათ.

hobbits

  1. “ანა კარენინა”

ყველა ბედნიერი ოჯახი ერთმანეთს ჰგავს, ყოველ უბედურ ოჯახს კი თავისი უბედურება სჭირს.

ყველაფერი აირია ობლონცკების სახლში…

anna-k

  1. “ბესტსელერი”

თითქმის არ მეგულება ადამიანი, წინასიტყვაობის კითხვა რომ უყვარდეს. წერა – მით უმეტეს. ალბათ, იმიტომ, რომ წინასიტყვაობათა უმეტესობა ისეთივე გრძელია ხოლმე, როგორიც 21 დეკემბრის ღამე, ისეთი სავალდებულო, როგორც ბანკეტებზე ერთმანეთისათვის კომპლიმენტის თქმა და ისეთივე მოსაწყენი, როგორიც ტელევიზიების შუაღამის ეთერი…

10660204_200280126809237_567616884328171006_n

  1. “ოცნებობენ ანდროიდები ელექტრონულ ცხვრებზე?”

საწოლის გვერდით მოთავსებულმა „განწყობის მოდულატორმა“ მსუბუქი ელექტრობული ხმა გამოსცა, რომელმაც ავტომატური ელექტრომაღვიძარა გაააქტიურა და რიკ დეკარდი სუსტი, სასიამოვნო ელექტროიმპულსით გააღვიძა…
do-androids-dream-of-electric-sheep

  1. “მხედვარი”

გოგონა გამთენიისას მივიდა მასთან.

ფრთხილად, ლანდივით უხმაუროდ შევიდა საკანში. ისე მიცურავდა, ჩქამიც არ ისმოდა, გარდა ხმისა, რომელსაც შიშველ სხეულთან შეხებისას გამოსცემდა მისი მანტია…

wiedzmin-tom-1-ostatnie-zyczenie-b-iext27106551

  1. “უცხო”

დღეს დედა მომიკვდა. ან იქნებ გუშინ, არ ვიცი. თავშესაფრიდან ფეპეშა მივიღე: „დედათქვენი გარდაიცვალა. დაკვრძალვა ხვალ. გულითადად გისამძიმრებთ.“ ეს არაფერს ნიშნავს. შეიძლება გუშინ იყო.

51Gyltc8l4L._SY344_BO1,204,203,200_

Advertisements

About laternabooks

წიგნის მაღაზია ლატერნა 2010 წლიდან აქტიურად მუშაობს წიგნის პოპულარიზაციისათვის. მაღაზიაში მრავალფეროვანი არჩევანია და გათვლილია საზოგადოების ყველანაირ მოთხოვნაზე. მხატვრული და საბავშვო ლიტერატურის გარდა მაღაზიაში დიდი ადგილი უჭირავს სასწავლო-დამხმარე სახელმძღვანელოებს. სწრაფად განახლებადი ლიტერატურა, სპეციალური ფასები და დროული მიწოდება განაპირობებს საგანმანათლებო ცენტრებთან მჭიდრო თანამშრომლობას. ლატერნას ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა ელექტრონული გაყიდვები. laterma.ge 2012 წელს შეიქმნა და პირველი სრულყოფილი ქართული წიგნების ელექტრონული მაღაზიაა. საიტზე განთავსებულია 10 000-ზე მეტი წიგნი გამომცემლობების რეკომენდირებულ საცალო ფასად. ვებ-გვერდს გააჩნია მოსახერხებელი და გამართული საძიებო სისტემა: laterna.ge-ს ძებნის სისტემის საშუალებით თქვენ შეგიძლიათ, მოძებნოთ წიგნი სათაურის, ავტორის, ჟანრის, გამომცემლობის, ფასისა თუ სერიის მიხედვით. აქ შეძლებთ, შეიძინოთ როგორც ქართული ასევე უცხოენოვანი (ინგლისური, რუსული, ფრანგული, გერმანული) და დღეისათვის გაყიდვაში არსებული ყველა წიგნი გამომცემლობის მიერ რეკომენდირებულ საცალო ფასად. მუდმივად გექნებათ შესაძლებელობა, მიიღოთ სპეციალური შემოთავაზებები და ფასდაკლება სხვადასხვა აქციების დროს, მაგალითად: Fiction Books Sale, ფასდაკლება მხატვრულ ლიტერატურაზე, საბავშვო შეთავაზება. გთავაზობთ ადგილზე მიტანის სერვისს, როგორც თბილისში, ასევე საქართველოს სხვა რეგიონებშიც.
This entry was posted in ზოგადი. Bookmark the permalink.

One Response to 16 რომანი, რომლებიც პირველივე ფრაზიდან გვაცვიფრებენ…

  1. პატ ჰოლმანი ამბობს:

    “ცემენტის ბაღის” და “ნაივური.სუპერის” ფრაზებით ვერ აღვფრთოვანდი და საერთოდ , მაგ ორი წიგნის დიდი გულშემატკივარი ვერ ვარ : ) კამიუს “უცხოს” აქვს მშვენიერი დასაწყისი ^^ და კიდევ , ეხლა აღმოვაჩინე თქვენი ბლოგი და ფრიად მოვიხიბლე ^^

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s