ყველაზე ძვირადღირებული წიგნები

books-and-hammer

ჯ. ჯოისის – „ულისე“;   სელინჯერის – „კლდის პირზე, ჭვავის ყანაში“;  ჯ.კ. როულინგის „ჰარი პოტერი“ და სხვ. წიგნები, რომლებიც აუქციონებზე რეკორდულ ფასად გაიყიდა.

ცნობილ მწერალთა პირველი გამოცემები, ნებისმიერი წიგნის კოლექციონერის თაროს დაამშვენებდა და ამავე დროს, კარგი ინვესტიციაც გახდებოდა. ის ფაქტორები, რომლებიც განსაზღვარევენ წიგნის ფასს, არის: 1. ტირაჟი – როგორც წესი, შეზღუდული ტირაჟი; 2. ავტორის ხელმოწერა – სატიტულო გვერდზე; 3. „წიგნის ასაკი“ ;  4. ავტორის მიღწევები.

თქვენს წინაშეა, ცნობილ მწერალთა 10 ყველაზე ძვირადღირებული პირველი გამოცემა.  ეს წიგნები მე-20 საუკუნეში დაიბეჭდა და სხვადასხვა აუქციონებზე გაიყიდა მაქსიმალურ ფასად.

  1. „ულისე“- ჯეიმს ჯოისი __ $460 500

ლეგენდარული რომანის „ულისეს“ პირველი ეგზემპლარი მე-20 საუკუნეში,  ბუკინისტებისა და კოლექციონერებისთვის ლეგენდად იქცა. ეს ფაქტი კი მარტივად აიხსნება: 1922 წელს, პარიზულმა გამოცემამ „Shakespeare and Company“, ძვირადღირებულ ჰოლადიურ ქაღალდზე, რომანის 100-150 ეგზემპლარი დაბეჭდა. ამასთანავე, ცნობილია, რომ ჯოისის ხელმოწერა, პირველი გამოცემის მხოლოდ ორ წიგნზეა და 2002 წელს  „Christie’s“ აუქციონზე, ზუსტად ერთ-ერთი მათგანი გაიყიდა. ხელმოწერა ეძღვნებოდა ჰენრი კაიზერს, და თარიღდება 1922 წლის ოქტომბრით.  შესაბამისად,  არაფერია საკვირველი იმაში, რომ  წიგნის ფასმა 460 000$ მიაღწია.

d3984062x

  1. „აღმოხდების მზე“ – ერნესტ ჰემინგუეი __ $366 400

რომანი – „აღმოხდების მზე“ ერნესტ ჰემინგუეის შემოქმედებაში უმნიშვნელოვანესი ნაწარმოებია. სამწუხაროდ, ის გამომცელობისთვის, მორიგი დამწყები ავტორის ერთ – ერთი წიგნი იყო.  რომანი, 1926 წელს, შეზღუდული ტირაჟით დაბეჭდა გამომცემლობამ „Scribner“. წიგნის ეს ეგზემპლარი, 2004 წელს, ნიუ-იორკში, აუქციონზე – Sotheby, რეკორდულ თანხად  – $366 400 გაიყიდა.  ეს ყველაფერი კი მარტივად აიხსნება:  წიგნის იდეალური მდგომარეობა და სატიტულო გვერდზე ავტორის ხელმოწერა (ეძღვენობდა ექიმ დონ კარლოს გაფის), რომელსაც სიდიდის გამო, თამამად შეიძლება ეწოდოს – წერილი და არა ხელმოწერა.

7aaaa4661c14

  1. ჯეკ კერუაკი -„გზაზე“ __$185 500

ერთ – ერთი მნიშვნელოვანი „ბიტნიკის“- ჯეკ კერუაკის რომანი – „გზაზე“, „გატეხილ თაობათა“  წარმომადგენლებისათვის საკულტო ნაწარმოებად იქცა. ბოლო 30 წლის განმავლობაში, აუქციონებზე, პირველი – 1957 წლის გამოცემის (Viking Press), 4 ხელმოწერილი ეგზემპალარი „ამოტივტივდა“. ნიუ-იორკში, ოქტომბრის ცნობილ „Christie“ -ის აუქციონზე, ამ წიგნებიდან ერთ-ერთის ღირებულებამ რეკორდული თანხა – 185 500$  შეადგინა. ყდის შიდა გვერდზე წარწერა  ეძღვნება კერუაკის მეგობარს – ჯოის ჯონს.

Безымянный3

  1. სკოტ ფიცჯერალდი – „დიდი გეტსბი“ __ $167 487

„დიდი გეტსბი“ ჯაზის ეპოქის ერთ-ერთ საუკეთესო ლიტერატურული ნაწარმოებად ითვლება, და ის არა მხოლოდ ფიცჯერალდის შემოქმედების, არამედ მე-20 საუკუნის ამერიკული ლიტერატურის მწვერვალიცაა. მისი პირველი გამოცემა, რომელიც ნიუ-იორკის გამომცემლობამ – “Charles Scribner’s Sons“ – დაბეჭდა, მალევე გავრცელდა წიგნის მაღაზიებში. ჩვენს დრომდე მოღწეული პირველი გამოცემის არც თუ ისე ბევრი ეგზემპლარია იდეალურ მდგომარეობაში. თუმცა, პერიოდულად ისინი (იდეალურ მდგომარეობაში მყოფი ეგზემპლარები) სხვადასხვა აუქციონზე გამოჩნდებოდა-ხოლმე და რეკორდულ თანხადაც იყიდებოდა. მაგ: 2007 წლის ივნისში ლონდონის „Sotheby“-ს აუქციონზე ერთ-ერთი ასეთი წიგნი გაიყიდა 84 000 ფუნტ სტერლინგად. პირველი გამოცემა ცნობილია ასეთი დიზაინით:    ქალის სახე ლურჯ-მომწვანე ფონზე.

5927305-R3L8T8D-500-4

  1. „მარმარილოს ფავნი“ (“The Marble Faun”) – უილიამ ფოლკნერი – $95 600

პირველ რიგში, უილიამ ფოლკნერი ცნობილია როგორც მე-20 საუკუნის  რომანისტი და პროზაიკოსი, თუმცა ცოტამ თუ იცის, რომ მისი პირველი წიგნი ლექსების კრებული იყო. 1924 წელს ბოსტონის პატარა გამომცემლობამ „Four Seas Company“, ავტორის ხარჯებით, დაბეჭდა „მარმარილოს ფავნი“ (“The Marble Faun”)ის 500 ეგზემპლარი. განსაკუთრებული შთაბეჭდილება ამ წიგნმა ვერც მკითხველებსა და ვერც კრიტიკოსებზე  ვერ მოახდინა, „მარმარილოს ფავნი“-ზე ხალხი მხოლოდ მაშინ ალაპარაკდა, როცა ფოლკნერი ცნობილი მწერალი გახდა.  2002 წელს ნიუ-იორკში „Christie“-ის  აუქციონზე წიგნის პირველი გამოცემის ის ეგზემპლარი გაიყიდა 95 600$-ად, რომელშიც ავტორის მინაწერი  იყო მშობლებისადმი.

d3983961x

  1. 1984 – ჯორჯ ორუელი$75 428

ლეგენდარული ანტიუტოპიური წიგნი პირველად, 1949 წლის ივნისში, Harcourt, Brace and Company-ის გამომცემლობამ დაბეჭდა, ავტორი კი 1950 წლის იანვარში გარდაიცვალა. გასაკვირი არ არის, რომ „1984“-ის, ავტორის ხელმოწერილი პირველი გამოცემის წიგნები, თითზე ჩამოსათვლელი რაოდენობითღა  შემორჩა.  2012 წლის დეკემბერში ერთი-ერთი მათგანი ლონდონის  „Sotheby’“ -ის აუქციონზე გაიყიდა -46 850 £.  ორუელის ხელმოწერა ბრიტანელ მწერალს – ოსბერტ სიტველს ეძღვნებოდა.

5927505-R3L8T8D-500-6

  1. „მრისხანების მტევნები“ – ჯონ სტაინბეკი$41 825

რომანი „მრისხანების მტევნები“ დიდი დეპრესიის პერიოდის ერთ-ერთ საუკეთესო ნაწარმოებად ითვლება. ამ წიგნისთვის ჯონ სტაინბეკმა 1940 წელს პულიცერის პრემია მიიღო, და ამ რომანის მიხედვით 1941 წელს ჯონ ფორდმა გადაიღო ფილმი, რომელმაც 2 ოსკარი მოიპოვა. გამომცემლობა Viking Press-მა 1939 წელს პირველად დაბეჭდა „მრისხანები მტევნები“ და იმავე წელს, 430 000-ზე მეტი წიგნი გაიყიდა. Christie-ის აუქციონზე, ნიუ-იორკში,  წიგნის ის ეგზემპლარი გაიყიდა, რომელზეც სტაინბეკის წარწერა იყო.

07d3984168x

  1. „ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა“ – ჯ.კ როულინგი – $40 326

1997 წლის ივლისში, ბრიტანულმა გამომცემლობამ Bloomsbury, გარისკა და დაბეჭდა უცნობი მწერლის წიგნი, რომელიც ეხებოდა პატარა ჯადოქრის თავგადასავალს. პირველი გამოცემის ტირაჟი, მხოლოდ, 500 ეგზემპლარი იყო და მათი დიდი ნაწილი სკოლის ბიბლიოთეკებში გაიგზავნა. მხოლოდ, მცირედი ნაწილი მოხვდა კერძო პირთა ხელში, და სწორედ ეს რამდენიმე წიგნი, იქცა ბევრი კოლექციონერის ოცნებად. ცნობილი წიგნის პირველი გამოშვებიდან 10 წლის შემდეგ, ლონდონში  Christie-ის აუქციონზე, სწორედ ეს იშვიათი ეგზემპარი გაიყიდა – £19 700.

UNDATED:  This handout from Christie's shows the cover of J K Rowling's first novel Harry Potter And The Philosopher's Stone. Fine printed books and manuscripts, including a rare first edition of J K Rowling's first novel Harry Potter And The Philosopher's Stone, is estimated to auction off at12,000 pounds at Christie's May 3, 2003 in London. Rowling's latest addition to the series, Harry Potter & The Order of The Phoenix, is expected to be released in bookstores June 21.  (Photo by Christie's/Getty Images)

  1. „კლდის პირზე, ჭვავის ყანაში“ – ჯერომ სელინჯერი – $32 900

სელინჯერს არ მოეწონა  კომპანია Little, Brown and Company- ის მიერ შექმნილი, „კლდის პირზე, ჭვავის ყანაში“,  პირველი გამოცემის,  დიზაინი. მან მოითხოვა, ბოლო გვერდიდან თავისი პორტრეტის მოშორება, თუმცა უშედეგოდ: ავტორის თავდაპირველი მოთხოვნა, მხოლოდ, წიგნის რეპრინტის დროს იქნა გათვალისწინებული. პირველი გამოცემის წიგნები, მალევე დაიტაცეს წიგნის მაღაზიებიდან და სელინჯერის სიცოცხლეშივე, ისინი ბუკინისტებთანაც კი იშვიათად იყიდებოდა. „კლდის პირზე, ჭვავის ყანაში“-ის, ყველაზე ძვირადღირებული ეგზემპლარი გახდა ის, რომელიც 2001 წელს, Christie-ის აუქციონზე გაიყიდა – $32 900. წარმოგიდგენიათ, რა ეღირებოდა ავტორის ხელმოწერილი წიგნი?…

09d5216974l

  1. „451 გრადუსი ფარენჰეიტით“ – რეი ბრედბერი __ $6110

რეი ბრედბერი, სიცოცხლეშვე, სამეცნიერო ფანტასტიკის კლასიკოსად იქცა. მის მიერ არჩეული „არასერიოზული“ ჟანრის გამო, მას არასოდეს აყენებდნენ ჯოისისა და ჰემინგუეის გვერდით, მაგრამ იმ ფაქტის უარყოფა, რომ მისმა შემოქმედებამ მკითხველთა რამდენიმე თაობის აზროვნებაზე დიდი გავლენა მოახდინა, სისულელე იქნებოდა. მათ შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია რომანი – „451 გრადუსი ფარენჰეიტით“.  წიგნი პირველად 1953 წელს დაბეჭდა გამომცემლობამ  – Ballantine Books, და მაშინვე ბესტსელერი გახდა.  რომანის პირველი გამოცემა განსაკუთრებულ იშვიათობას არ წარმოადგენს და მისი ღირებულება რამდენიმე ასეულ დოლარს შეადგენს.  თუმცაღა, ხელმოწერილი ეგზემპლარები, რომელთა რაოდენობა დაახლოებით ორასი ცალია, რამდენიმე ათას დოლარადაა შეფასებული  და ერთ-ერთი მათგანი, 2010 წლის ივლისში, ლონდონის Sotheby-ის აუქციონზე გაიყიდა – £4000.

5927905-R3L8T8D-500-10

Advertisements

About laternabooks

წიგნის მაღაზია ლატერნა 2010 წლიდან აქტიურად მუშაობს წიგნის პოპულარიზაციისათვის. მაღაზიაში მრავალფეროვანი არჩევანია და გათვლილია საზოგადოების ყველანაირ მოთხოვნაზე. მხატვრული და საბავშვო ლიტერატურის გარდა მაღაზიაში დიდი ადგილი უჭირავს სასწავლო-დამხმარე სახელმძღვანელოებს. სწრაფად განახლებადი ლიტერატურა, სპეციალური ფასები და დროული მიწოდება განაპირობებს საგანმანათლებო ცენტრებთან მჭიდრო თანამშრომლობას. ლატერნას ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა ელექტრონული გაყიდვები. laterma.ge 2012 წელს შეიქმნა და პირველი სრულყოფილი ქართული წიგნების ელექტრონული მაღაზიაა. საიტზე განთავსებულია 10 000-ზე მეტი წიგნი გამომცემლობების რეკომენდირებულ საცალო ფასად. ვებ-გვერდს გააჩნია მოსახერხებელი და გამართული საძიებო სისტემა: laterna.ge-ს ძებნის სისტემის საშუალებით თქვენ შეგიძლიათ, მოძებნოთ წიგნი სათაურის, ავტორის, ჟანრის, გამომცემლობის, ფასისა თუ სერიის მიხედვით. აქ შეძლებთ, შეიძინოთ როგორც ქართული ასევე უცხოენოვანი (ინგლისური, რუსული, ფრანგული, გერმანული) და დღეისათვის გაყიდვაში არსებული ყველა წიგნი გამომცემლობის მიერ რეკომენდირებულ საცალო ფასად. მუდმივად გექნებათ შესაძლებელობა, მიიღოთ სპეციალური შემოთავაზებები და ფასდაკლება სხვადასხვა აქციების დროს, მაგალითად: Fiction Books Sale, ფასდაკლება მხატვრულ ლიტერატურაზე, საბავშვო შეთავაზება. გთავაზობთ ადგილზე მიტანის სერვისს, როგორც თბილისში, ასევე საქართველოს სხვა რეგიონებშიც.
This entry was posted in ზოგადი. Bookmark the permalink.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s