10 ფილმი, რომლებმაც წიგნებს აჯობა

books-movies

პოპულარული წიგნის კარგი ეკრანიზაცია დიდ იშვიათობას წარმოადგენს. ეს გასაგებიცაა, რადგან წიგნი – განსაკუთრებული სამყაროა, რომელშიც თითოეული რაღაც თავისას პოულობს. კარგ მწერალს შეუძლია შექმნას ისეთი სამყარო, რომლის გადმოცემა ყველა რეჟისორს არ სძალუძს.

ლატერნამ შეკრიბა 10 ცნობილი ფილმი, რომლებმაც  ორიგინალ წიგნებზე უფრო დიდი აღტაცება გამოიწვეს.

1.  „ფორესტ გამპი“

ბევრი აღნიშნავს, რომ უინსტონ გრუმის წიგნის ეკრანიზაცია ბევრად უკეთესი აღმოჩნდა თავად ორიგინალზე. ფილმი მალევე იქცა მსოფლიო ფენომენად (ფილმმა უმაღლესი კინოაკადემიის 6 ჯილდო მიიღო) და მისი გამოსვლიდან 20 წლის შემდეგაც კი, მაყურებელი არ აკლია.  წიგნში ხომ თქვენ ვერ დაინახავთ იმ გულუბრყვილო და კეთილ ბიჭს, რომელიც თქვენში დიდად  სიმპათიასაც კი არ იწვევს.

2. „გაქცევა შოუშენკიდან“

სტივენ კინგის წიგნი „გაქცევა შოუშენკიდან“ მკითხველებში დიდი აღტაცებას იწვევს. ცნობილი წიგნების მიხედვით გადაღებული ფილმების სია ფრენკ დარაბონთის 1994 წელს გადაღებული ამავე სახელწოდების ფილმის (რომელიც ოსკარის 7 ნომინაციაზე იყო წარდგენილი) გარეშე არასრული იქნებოდა. აღსანიშნავია, ტიმ რობინსისა და მორგან ფრიმანის შესანიშნავი ტანდემი, რომელმაც მაყურებელზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.

3.  „დიდი გეტსბი“

ფიცჯერალდის მიერ მოთხრობილი ისტორია, რა თქმა უნდა, შთამბეჭდავია. მაგრამ ამავე სახელწოდების ფილმი (რომელმაც ოსკარის 2 ნომინაციაში გაიმარჯვა) თვალს გვჭრის თავისი ნათელი ფერებით და შესაძლოა, უკეთესადაც კი გადმოსცემს გმირების ხასიათსა და ემოციურ მდგომარეობას. რაც გვეხმარება უკეთ ჩავწვდეთ და გავიგოთ  მათი შინაგანი მდგომარეობა და ზრახვები.

4. “საუზმე ტიფანისთან”

ტრუმენ კეპოტის, ამავე სახელწოდების ნაწარმოების მიხედვით, 1961 წელს ლეიკ ედუარდსმა გადაიღო ცნობილი ფილმი, რომელშიც მთავარი გმირის – ჰოლის როლს, ოდრი ჰეპბერნი ასრულებს.

კეპოტეს ისტორია, ფილმისგან განსხვავებით, უფრო მეტად  ბნელი, ცინიკური და ნაკლებ რომანტიკულია, მასში ხაზი ესმება იმას, თუ რას გააკეთებს ადამიანი ფულის გამო, ხოლო ფილმი უფრო ნათელი და სახალისოა. მთელი მისი მომხიბვლელობა ოდრი ჰეპბერნი და მისი შარმია.

5. “ფირმა”

“ფირმა” ჯონ გრიშერის რომანია, რომელიც მან 1991 წელს დაწერა და გამოცემისთანავე ბესტსელერად იქცა. ფილმი სიდნი პოლაკმა გადაიღო და მასში მთავარი გმირის -მიტჩი მაკდირის როლს ტომ კრუზი ასრულებს.

რეჟისორის გადაწყვეტილება, რომ მიტჩი მაკდირისი წარმოაჩინოს: სუფთა და კონსერვატიულ ადამიანად ზრდის ფილმის მიმზიდველობას.

6. “მიზერი”

1988 წელს სტივენ კინგმა  დაწერა რომანი “მიზერი“, რომლის ეკრანიზაციაც 1990 წელს შედგა. ფილმის რეჟისორი რეინერი გადაღებების დროს თანამშრომლობდა მწერალთან. ფილმის სიუჟეტი, წიგნისგან განსხვავებით უფრო ფსიქოლოგიური თრილერის ჟანრისაა და მხოლოდ მძაფრი და სასტიკი სცენებით არ შემოიფარგლება.

ფილმის წარმატება, ასევე, განაპირობა შესანიშნავმა მსახიომბა კეტი ბეიტსმა, რომლის შესრულებამაც ამერიკის უმაღლესი კინოაკადემიის ჯილდო დაიმსახურა.

7.  “ფსიქო”

1960 წელს ამერიკელმა რეჟისორმა – ალფრედ ჰიჩკოკმა,  ცნობილი ამერიკელი მწერლის, ფენტაზისა და საშინელებათა ჟანრის დიდოსტატის, რობერტ ბლოხის ნაწარმოებ „ფსიქო”-ს მიხედვით გადაიღო ამავე სახელწოდების ფილმი, რომელიც დღეს მსოფლიო კინოკლასიკადაა ქცეული.

ჰიჩკოკის გადაწყვეტილებამ, რომ ნაწარმოების ერთ-ერთი გმირიისთვის, მერი კრეინისთვის უფრო მეტი დრო დაეთმო, მაყურებლების მხრიდან დიდი მოწონება დაიმსახურა და უფრო მეტად გაზარდა მისი მკვლელობის სიმძაფრე.

8.  “ეშმაკს აცვია პრადა”

ორი სიტყვა: მერილ სტრიპი, მთავარი მიზეზი, ლაურენ ვეიბერგის ნაწარმოების მიხედვით გადაღებული ფილმის წარმატებისა. ამასთანავე, მირანდა პრესტლიმ ფილმი უფრო მაღალ საფეხურზე აიყვანა და მთავარი გმირი დაგვანახა, არა როგორც უგულო და საკუთარ თავზე ორიენტირებული, არამედ როგორც ჰუმანური პიროვნება.

9. “დღიური”

ნიკოლას სპარკსი  ეჭვგარეშეა, რომ მეფეა სენტიმენტალური, რომანტიკული ნოველებისა. თითქმის ყველა მისი რომანის ეკრანიზაცია შედგა , მაგრამ ფაქტია, რომ მათ შორის ყველაზე დიდი პოპულარობა „დღიურმა“ მოიპოვა.

რეიჩელ მაქადამსისა და რაიან გოსლნგის შესანიშნავმა შესრულებამ მაყურებელს საშუალება მისცა ყურადღება გაემახვილებინა რომანტიკულ ისტორიაზე და არ ჩაძირულიყვნენ ნოველის უსიამოვნო დასასრულის სცენაში.

10. “ნათლია”

ფრენსის ფორ კოპოლას სურდა, რომ ფილმის გადაღებაში ჩართულიყო ნაწარმოების ავტორი მარიო პიუზოც. რეჟისორისა და მწერლის თანამშრომლობამ კი საბოლოოდ შექმნა, ფაქტობრივად, იდეალური სცენარი და აღმოფხვრა ის სუსტი მომენტები, რომლებიც ნოველაში იყო შესამჩნევი.

ნათლია, დღემდე კინომატოგრაფიის ერთ-ერთი შედევრად ითვლება,  რაზეც რეჟისორისა და სცენარისტების პროფესიონალიზმთან ერთად, მსახიობების არაჩვეულებრივმა თამაშმა მოახდინა გავლენა.

Advertisements

About laternabooks

წიგნის მაღაზია ლატერნა 2010 წლიდან აქტიურად მუშაობს წიგნის პოპულარიზაციისათვის. მაღაზიაში მრავალფეროვანი არჩევანია და გათვლილია საზოგადოების ყველანაირ მოთხოვნაზე. მხატვრული და საბავშვო ლიტერატურის გარდა მაღაზიაში დიდი ადგილი უჭირავს სასწავლო-დამხმარე სახელმძღვანელოებს. სწრაფად განახლებადი ლიტერატურა, სპეციალური ფასები და დროული მიწოდება განაპირობებს საგანმანათლებო ცენტრებთან მჭიდრო თანამშრომლობას. ლატერნას ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა ელექტრონული გაყიდვები. laterma.ge 2012 წელს შეიქმნა და პირველი სრულყოფილი ქართული წიგნების ელექტრონული მაღაზიაა. საიტზე განთავსებულია 10 000-ზე მეტი წიგნი გამომცემლობების რეკომენდირებულ საცალო ფასად. ვებ-გვერდს გააჩნია მოსახერხებელი და გამართული საძიებო სისტემა: laterna.ge-ს ძებნის სისტემის საშუალებით თქვენ შეგიძლიათ, მოძებნოთ წიგნი სათაურის, ავტორის, ჟანრის, გამომცემლობის, ფასისა თუ სერიის მიხედვით. აქ შეძლებთ, შეიძინოთ როგორც ქართული ასევე უცხოენოვანი (ინგლისური, რუსული, ფრანგული, გერმანული) და დღეისათვის გაყიდვაში არსებული ყველა წიგნი გამომცემლობის მიერ რეკომენდირებულ საცალო ფასად. მუდმივად გექნებათ შესაძლებელობა, მიიღოთ სპეციალური შემოთავაზებები და ფასდაკლება სხვადასხვა აქციების დროს, მაგალითად: Fiction Books Sale, ფასდაკლება მხატვრულ ლიტერატურაზე, საბავშვო შეთავაზება. გთავაზობთ ადგილზე მიტანის სერვისს, როგორც თბილისში, ასევე საქართველოს სხვა რეგიონებშიც.
This entry was posted in ზოგადი. Bookmark the permalink.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s