12 ცნობილი წიგნი, რომელთა ეკრანიზაცია 2015 წელს შედგება

2015 წელი ჯერ მხოლოდ ახლა დაიწყო, წინ კი უამრავი საინტერესო ფილმი ელის მაყუ10957483_10203556550214252_1017752959_nრებელს, მათ შორის უხვად იქნება ისეთებიც, რომელთა პირველწყარო ცნობილი წიგნებია. მეტწილად კინო ეკრანიზაციის მომლოდინე მკითხველები უკმაყოფილო მაყურებლებად რჩებიან ხოლმე, მაგრამ ეს კინო-ინდუსტრიისთვის მხოლოდ წვრილმანია.
როგორც მიხვდით, ამ სტატიაში განვიხილავთ წიგნებს, რომელთა ეკრანიზაციების პრემიერა 2015 წელს შედგება. თქვენ კი მანამდე შეგიძლიათ წიგნებს გაეცნოთ, ფილმის გამოსვლას მომზადებული შეხვდეთ და რეჟისორებისა და მსახიობების ოსტატობა თამამად შეაფასოთ

 

 

1410517770

1. „გრეის 50 ელფერი“ – ე.ლ. ჯეიმზი
„გრეის 50 ელფერი“ ბრიტანელი მწერლის ე.ლ. ჯეიმზის ცნობილი ეროტიკული რომანია. წიგნი გამოსვლისთანავე ბესტსელერად იქცა აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში, გაყიდვების სისწრაფით „ჰარი პოტერისა“ და „ბინდის“ სერიებსაც კი გადაუსწრო (საერთო ჯამში 100 მლნ-ზე მეტი ეგზემპლარი გაიყიდა). წიგნი ქართულ ენაზე ანა აბულაშვილმა თარგმნა და წიგნის მაღაზიებში ოქტომბრიდან იყიდება.
მწერალი მოგვითხრობს ახალგაზრდა მილიარდელი კრისტიან გრეისა და უნივერსიტეტის კურსდამთავრებულ ანასტანია სტილის ყოვლის წამლეკავ ვნებასა და რთულ ურთიერთობებზე, რომელიც დიდ სიყვარულად უნდა იქცეს…
რეჟისორი: სემ ტეილორ-ჯონსონი
როლებში: ჯეიმი ფორჰანი, დაკოტა ჯონსონი, ლუკ გრაიმსი, რიტა ორა და სხვ.
ფილმის პრემიერა 2015 წლის 14 თებერვალს იგეგმება.
წიგნი ლატერნას საიტზე: http://laterna.ge/index.php?cat=38&show=14452#.VMo0CsKSyQw
ფილმის თრეილერი: http://bit.ly/1nXigCp

 

 

10957894_10152953879391597_6088934072923926740_n

2. „ვიქტორ ფრანკენშტაინი“ – მერი შელი.
ფილმი, რომელიც 2015 წლის 2 ოქტომბერს გამოვა ეკრანებზე, მერი შელის ამავე სახელწოდების გოტიკურ რომანს ეფუძნება. წიგნის ეს ეკრანიზაცია გამორჩეულია იმით, რომ სიუჟეტი იგორის გარშემო ვითარდება და მოგვითხრობს პრობლემებში გახვეული ახალგაზრდა ასისტენტის ბნელ მხარეებსა და მის მეგობრობაზე, ექიმ ვიქტორ ფრანკენშტაინთან.
რეჟისორი: პოლ მაკგუიგანი
როლებში: დანიელ რედკლიფი, ჯეიმს მაკევოი, ენდრიუ სკოტი.
წიგნის ლინკი: http://bit.ly/15T1vHM
ფილმის თრეილერი:http://bit.ly/1zXzfQW

 

 

Gigi1519

3. „მეამბოხე“ (Insurgent) – ვერონიკა როთი
ფილმი ვერონიკა როთის Divergent-ის ტრილოგიის მეორე წიგნის „მეამბოხე“-ს (Insurgent) მიხედვითაა გადაღებული და 2015 წლის მარტში გამოვა ეკრანებზე.
ბეატრისის მთავარი მიზანია, მოკავშირეებთან ერთად განაგრძოს ბრძოლა ძლევამოსილი ალიანსის წინააღმდეგ.
რეჟისორი: პიტერ შუენთკი
როლებში: შეილინ ვუდლი, თეო ჯეიმსი, ქეით უინსლეტი და სხვ.
ფილმის თრეილერი: http://bit.ly/1wKLm2H
წიგნის პირველი ნაწილი ქართულად გაზაფხულზე გამოვა

 

 

Maze-Runner-Scorch-Trials-James-Dashner

4. ‘’ლაბირინთში მორბენალი’’ II ნაწილი „ცეცხლით გამოცდა“ – ჯეიმს დაშნერი.
ფილმის პრემიერა 2015 წლის 18 სექტემბერსაა დაგეგმილი, მანამდე კი შეგიძლიათ წიგნი წაიკითხოთ, რომელსაც ქართულ ენაზე ‘’პალიტრა L’’ მარტში გამოსცემს.
‘’ლაბირინთში მორბენალის“ მეორე ფილმის სიუჟეტი კი ასეთია: ტომასი და მასთან ერთად გადარჩენილი ბავშვები მალევე აღმოაჩენენ, რომ მათ ახალი დავალების შესრულება ელით, თანაც ამჯერად, ცეცხლოვან უდაბნოში.
როლებში: დილან ო’ბრაიენი, ტომას სენგსტერი, კი ჰონგ ლი და სხვ.
ფილმის თრეილერი: https://www.youtube.com/watch?v=w6FLOowiFx8

 

 

1379063039

5.შიმშილის თამაშები : „კაჭკაჭჯაფარა“ – სიუზენ კოლინზი
„კაჭკაჭჯაფარას“ მეორე ნაწილის კინო-პრემიერა 2015 წლის 20 ნოემბერს არის დაგეგმილი.
როლებში: ჯენიფერ ლოურენსი, ლიამ ჰემსვორსი, ჯოშ ჰატჩერსონი და სხვ.
ფილმის სიუჟეტი: კაპიტოლიუმს მთელი პანემი აუჯანყდა. აჯანყების მოთავე მე-13 რაიონი და მისი პრეზიდენტი კოინია, აჯანყების სიმბოლო კი – ქეთნისი, კაჭკაჭჯაფარა, რომელიც თანახმაა, აჯანყებულებს დაეხმაროს და ამით შური იძიოს ქვეყანაში გამეფებულ უსამართლობაზე. თუმცა, ეს ყველაფერი ერთი შეხედვით ჩანს ასე მარტივად. სინამდვილეში კაჭკაჭჯაფარა მხოლოდ ფარსია, ერთმანეთს გადამტერებული ორი პრეზიდენტის სატყუარა. ქეთნისი ხვდება ამას და პრეზიდენტებზე შურისძიებას გადაწყვეტს..
კოლინზის ტრილოგია ქართულ ენაზე ნიკა სამუშიამ თარგმნა.
წიგნი ჩვენს საიტზე: http://laterna.ge/?cat=32&show=12383
ფილმის თრეილერი: https://www.youtube.com/watch?v=3PkkHsuMrho

 

 

Martian-Andy-Weir

6. ‘’მარსიანელი’’ – ანდი უეირი
წიგნი მოგვითხრობს ასტრონავტ მარკ უეტნის წარუმატებელ მოგზაურობასა და მის ბრძოლაზე უცხო პლანეტაზე გადარჩენისთვის.
რეჟისორი: რიდლი სკოტი
მთავარ როლში: მეთ დეიმონი
ფილმი დიდ ეკრანზე 2015 წლის 25 ნოემბერს გამოვა
ფილმის თრეილერი: https://www.youtube.com/watch?v=0k2LJrEhcPg

 

 

 

Where-Rainbows-End-Cecelia-Ahern

7.‘’სადაც ცისარტყელა მთავრდება’’ – სესილია აჰერნი (ავტორი ბესტრელსერისა „P.S. I love you)
ირლანდიიდან ამერიკაში საცხოვრებლად გადასვლის გამო ბავშვობის საუკეთესო მეგობრები ალექსი და როუზი თინეიჯერობის ასაკში შორდებიან ერთმანეთს. როუზი სასოწარკვეთილია და აპირებს ბოსტონში ჩააკითხოს ალექსს, მაგრამ მოულოდნელი ფეხმძიმობა მას ირლანდიას აჯაჭვავს. იწყება ბრძოლა ნამდვილი სიყვარულის გადასარჩენად…
როლებში: ლილი კოლისი, სემ კლაფლინი და სხვ.
ფილმის სახელწოდება: სიყვარული; როუზი
ფილმის თრეილერი: https://www.youtube.com/watch?v=AnMNYz7bxpY

 

 

Paper-Towns-John-Green

8.„ქაღალდის ქალაქები“ – ჯონ გრინი (ავტორი ბესტსელერისა „ბედის ვარსკვლავის ბრალია“)
უფროსკლასელი ბიჭი, სახელად „ქ“ ბავშვობიდან შეყვარებულია თავის მეზობელ მარგოზე. ერთ დღესაც გოგონა უკვალოდ ქრება, თუმცა მალევე აღმოჩნდება, რომ გოგონას საპოვნელად მის მიერ დატოვებული რამდენიმე ჩანაწერის გაშიფვრაა საჭირო. „ქ“ და მისი 4 მეგობარი იწყებენ გაუჩინარებული გოგონასს საძებრად მოგზაურობას.
ფილმის პრემიერა 2015 წლის 19 ივნისისთვისაა დაგეგმილი.
როლებში: ნათ ვოფქი; კარა დელევინი
ფილმის თრეილერი: https://www.youtube.com/watch?v=DT6HIWR4Bos

 

 

jungle_book_modernist_cover_by_flawliet-d4n4ytz

9.‘’ჯუნგლების წიგნი’’ – რადიარდ კიპლინგი
სიუჟეტი ყველასათვის ცნობილია: მიტოვებული ბიჭუნა და ცხოველები, რომლებიც მის აღზრდაში მონაწილეობენ.

წიგნი ლატერნას საიტზე: http://bit.ly/1LkZ6pu
რეჟისორი: ჯონ ფავრიუ
როლებში: სკარლეტ იოჰანსონი; ბილ მიურეი, ედრის ელბა

 

 

 

 

Far-From-Madding-Crowd-Thomas-Hardy

10.თომას ჰარდი – შორს შეშლილი ბრბოსგან (Far From The Madding Crowd)<a
ფილმი გადაღებულია თომას ჰარდის ამავე სახელწოდების კლასიკური რომანის მიხედვით.
სიუჟეტი: ახალგაზრდა ლამაზი გოგონა ბათსჰიბა ევერდინი (Bathsheba Everdene) სამ თაყვანისმცემელს შორის არჩევანს ვერ აკეთებს. იგი სამივე მათგანს ჩუმად ხვდება, ეს კი როგორც წესი, კარგად არ მთავრდება ხოლმე.
პრემიერა 2015 წლის 1 მაისს არის დაგეგმილი.
როლებში: Carey Mulligan, Tom Sturridge, and Matthias Schoenaerts
თრეილერი: https://www.youtube.com/watch?v=VEXGL-Y5D2A

 

 

Longest-Ride-Nicholas-Sparks

11. გასეირნება ყველაზე დიდ დისტანციაზე – ნიკოლას სპარკსი (ავტორი ბესთსელერი რომანისა ‘’დღიური’’)
წიგნი მოგვითხრობს ახალგაზრდა და ხანში შესული წყვილის სასიყვარულო ისტორიაზე, რომელიც ერთმანეთს უცაბედად გადაეჯაჭვება ჩრდილოეთ კაროლინაში.
რეჟისორი: ჯორჯ ტილმან ჯუნიორი
როლებში:მელისა ბელოისტი; სქოტ ისტვუდი;
გამოქვეყნების თარიღი: 10 აპრილი
თრეილერი: https://www.youtube.com/watch?v=FUS_Q7FsfqU

 

 

10417854

12. „საიდუმლო მათ თვალებში“ (The Secret in Their Eyes)- ედუარდო საჩერი
სიუჟეტი: გადამდგარი (ყოფილი) იურიდიული მრჩეველი რომანის წერას იწყებს იმ იმედით, რომ სიმშვიდეს მოიპოვებს თავისი ერთ-ერთი გაუხსნელი მვლელობისა და თავისი უპასუხო სიყვარულის გამო. ორივე მათგანი მას ათეული წლებია მოსვენებას არ აძლევს…
რეჟისორი: ბილი რეი
როლებში: ნიკოლ კიდმანი; ჯულია რობერტსი

Advertisements

About laternabooks

წიგნის მაღაზია ლატერნა 2010 წლიდან აქტიურად მუშაობს წიგნის პოპულარიზაციისათვის. მაღაზიაში მრავალფეროვანი არჩევანია და გათვლილია საზოგადოების ყველანაირ მოთხოვნაზე. მხატვრული და საბავშვო ლიტერატურის გარდა მაღაზიაში დიდი ადგილი უჭირავს სასწავლო-დამხმარე სახელმძღვანელოებს. სწრაფად განახლებადი ლიტერატურა, სპეციალური ფასები და დროული მიწოდება განაპირობებს საგანმანათლებო ცენტრებთან მჭიდრო თანამშრომლობას. ლატერნას ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა ელექტრონული გაყიდვები. laterma.ge 2012 წელს შეიქმნა და პირველი სრულყოფილი ქართული წიგნების ელექტრონული მაღაზიაა. საიტზე განთავსებულია 10 000-ზე მეტი წიგნი გამომცემლობების რეკომენდირებულ საცალო ფასად. ვებ-გვერდს გააჩნია მოსახერხებელი და გამართული საძიებო სისტემა: laterna.ge-ს ძებნის სისტემის საშუალებით თქვენ შეგიძლიათ, მოძებნოთ წიგნი სათაურის, ავტორის, ჟანრის, გამომცემლობის, ფასისა თუ სერიის მიხედვით. აქ შეძლებთ, შეიძინოთ როგორც ქართული ასევე უცხოენოვანი (ინგლისური, რუსული, ფრანგული, გერმანული) და დღეისათვის გაყიდვაში არსებული ყველა წიგნი გამომცემლობის მიერ რეკომენდირებულ საცალო ფასად. მუდმივად გექნებათ შესაძლებელობა, მიიღოთ სპეციალური შემოთავაზებები და ფასდაკლება სხვადასხვა აქციების დროს, მაგალითად: Fiction Books Sale, ფასდაკლება მხატვრულ ლიტერატურაზე, საბავშვო შეთავაზება. გთავაზობთ ადგილზე მიტანის სერვისს, როგორც თბილისში, ასევე საქართველოს სხვა რეგიონებშიც.
This entry was posted in ზოგადი. Bookmark the permalink.

4 Responses to 12 ცნობილი წიგნი, რომელთა ეკრანიზაცია 2015 წელს შედგება

  1. Gijpoeta ამბობს:

    ცეცხლით გამოცდას ჯერ წიგნს ველოდები და ფილმსაც მერე ჩავუჯდები როცა გამოვა ❤ მიუხედავად იმისა რომ ლაბირინთში მორბენლის წაკითხვის მერე ფილმი საერთოდ არ მომეწონა მის მეორე ნაწილს მაინც ვუყურებ ^^

    • Anu Ki ამბობს:

      magaria cecxlit gamocda aii dzzaan

      • Ercke Mydass ამბობს:

        გეთანხმები. წავიკითხე უკვე და ახლა ისღა დამრჩენია ფილმის გამოსვლას ვუცადო კიდევ ერთხელ, რომ გავიხსენო წაკითხული და ვისიამოვნო ❤
        დაძაბული სიუჟეტი მხიბლავს ყველაზე მეტად… და მოულოდნელობები რა თქმა უნდა ^_^

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s