ცნობილი წიგნების საიდუმლოებანი

9880310-R3L8T8D-650-f8bf03155639446efb6c62abcdb6a9bd

თითქმის ყველა კარგ წიგნში ან გამოცანაა ჩამალული, ან „ორმაგი ფსკერი“, ანაც საიდუმლოებით მოცული რამე ისტორია, რომლის გახსნასაც მკითხველი მოუთმენლად ელის. ამ პოსტში გთავაზობთ რამდენიმე საინტერესო წიგნს და მათთან დაკავშირებულ ამბებს.
1. საყოველთაოდ გავრცელებული აზრია, რომ დეტექტივის კითხვა დროის უსარგებლო კარგვაა. მაგრამ აგატა კრისტის „ვილა „თეთრი ცხენი““ ამ მოსაზრების მცდარობის დასამტკიცებლად მშვენიერი არგუმენტია. ნაწარმოებში აღწერილმა თალიუმის სახიფათო საწამლავმა და მისმა ზემოქმედებამ რამდენჯერმე გადაარჩინა ხალხი სიკვდილს. 1977 წელს ლონდონის ერთ–ერთ საავადმყოფოში მიიყვანეს გოგონა, რომელიც უცნობი დაავადებით იტანჯებოდა. ერთი მედდა, რომელიც კრისტის წიგნს კითხულობდა, მიხვდა, რომ ეს საიდუმლო დაავადება თალიუმით მოწამვლის ტიპიური შემთხვევა იყო. გოგონა გადარჩა.

9102c64b2edce0c8c42f284b597132a9
2. რომანის „451 გრადუსი ფარენჰეიტით“ დასახელება თითქოს იმის გამო შეირჩა, რომ ამ ტემპერატურაზე ქაღალდის თვითაალება ხდებოდა. თუმცა სინამდვილეში ქაღალდიის აალებისთვის 450 გრადუს ცელსიუსზე ოდნავ მეტია საჭირო. ნაწარმოების ავტორის, რეი ბრედბერის განმარტებით, შეცდომა იმან გამოიწვია, რომ სათაურის შერჩევისას იგი კონსულტაციას სახანძრო სამსახურის სპეციალისტთან გადიოდა, რომელსაც აერია ცელსიუსისა და ფარენჰეიტის შკალები.

download
3. ცნობილი ფორმულა „ორჯერ ორი უდრის ხუთს“, რომელსაც ჯორჯ ორუელი არაერთხელ იყენებს თავის ანტიუტოპიურ რომანში „1984“, ავტორს მაშინ მოუვიდა აზრად, როდესაც მოისმინა ცნობილი საბჭოთა მოწოდება „შევასრულოთ ხუთწლედი ოთხ წელიწადში!“.

DSC_0132
4. ჯონ ტოლკინის „ჰობიტი“ 1965 წელს პირველად გამოიცა ამერიკის შეერთებულ შტატებში რბილი ყდით. ყდის ილუსტრატორს, ბარბარა რემინგტონს საერთოდ არ წაეკითხა ტექსტი. ამიტომ ამ წლის გამოცემის ყდაზე გაურკვეველი მიზეზებით მოხვდა ლომი, ორი სირაქლემა ემუ და მომრგვალებული ვარდისფერი ნაყოფის მქონე უცნაური ხე.

images
5. ლევ ტოლსტოი საკუთარ რომანს, „ომი და მშვიდობა“, სკეპტიკოსის თვალით უყურებდა. 1871 წლის იანვარში მან ცნობილ რუს პოეტს, აფანასი ფეტს გაუგზავნა წერილი, სადაც აღნიშნავდა: „რა ბედნიერი ვარ… რომ ისეთი უხვსიტყვიანი უაზრობის წერა, როგორიც ეს „ომია“, აღარასოდეს მომიწევს.“
6. სტივენ კინგის მიერ გამოგონილ კუნძულის Duma Key–ის სახელი, ავტორის თქმით, „დუმა კი“–დ წარმოითქმის. თუმცა ჩვენი მეზობელი ერთ–ერთი ქვეყნის ენაზე წიგნის თარგმნისას გამომცემლობა სახელწიფო დუმის ასოციაციას შეუშინდა და ოდნავ სახეცვლილი ტოპონიმი, „დიუმა კი“ გამოიყენა. 😀
7. თავისი პირველი წიგნი „ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა“ ჯოან როულინგმა 1995 წელს დაასრულა. მისმა ლიტერატურულმა აგენტმა ხელნაწერი 12 გამომცემლობას გაუგზავნა, მაგრამ არცერთმა მოიწონა. მცირე ლონდონური გამომცემლობა  Bloomsbury ერთი წლის ლოდინის შემდეგღა დათანხმდა წიგნის დაბეჭვდას, თუმცა მისი მთავარი რედაქტორი წიგნის მიღების შემდეგაც დარწმუნებული იყო, რომ საბავშვო წიგნებით როულინგი ბევრს ვერაფერს იშოვიდა და ურჩია მას, რამე მუდმივი სამუშაო მოეძებნა.
8. 1862 წელს შვებულებაში ყოფნისას ვიქტორ ჰიუგომ გადაწყვიტა ახალგამოცემულ რომანთან, „განკცხულნი“–სთან დაკავშირებით მკითხველთა რეაქციის შესახებ გაეგო, ამიტომ თავის გამომცემელს ერთადერთი სიმბოლოთი შედგენილი ტელეგრამა გაუგზავნა. ვიქტორ ჰიუგოს ტელეგრამის, „?“–ის პასუხად გამომცემელმაც ერთსიმბოლოიანი შეტყობინება აფრინა – „!“. ეს კითხვა–პასუხი კაცობრიობის ისტორიაში უმოკლეს მიმოწერადაა მიჩნეული.

images (1)
9. რობერტ ლუის სტივენსონი რომანში „განძის კუნძული“ არის ასეთი სიმღერა: მკვდრის სკივრს თხუთმეტი კაციღა შერჩა. ო–ჰო–ჰო, და ბოთლი რომი!“. შეიძლება იფიქროთ, რომ „ო–ჰო–ჰო“ მეკობრეთა ხარხარს აღნიშნავს, მაგრამ ეს ასე არაა. ინგლისელ მეზღვაურებში მსგავსი შეძახილი მაშინ გამოიყენებოდა, როცა რამე მძიმე სამუშაოსთვის ყველას ძალის გაერთიანება იყო საჭირო. ქართულად ამ შეძახილს „ელესა“ შეესაბამება.
10. იამაიკაზე ყოფნისას იან ფლემინგი ფრინველების თვალიერებით ირთობდა თავს. აქ გაეცნო ის ორნიტოლოგის, ვინმე ჯეიმს ბონდის მიერ დაწერილ წიგნს. ეს სახელი და გვარი თავისი მომავალი რომანის, „კაზინო როიალის“ მთავარი გმირისთვის შესაფერისად მიიჩნია – ჯეიმს ბონდი მოკლედ, არარომანტიკულად და უკიდურესად ჩვეულებრივად ჟღერდა. თავად ეს ფაქტი ასახულია ფილმში „მოკვდი, ოღონდ სხვა დროს“, სადაც ჯეიმს ბონდი კუბაზე შესაღწევად თავს ორნიტოლოგად ასაღებს და თან ნამდვილი ჯეიმს ბონდის წიგნიც მიაქვს.

740_Aladdin_Chinese
11. „ათას ერთი ღამის ზღაპრის“ საწყის ვერსიაში ალადინი ჩინელია.
12. ედგარ ალან პოს 1838 წლის მოთხრობაში „თავგადასავალი არტურ გორდონ პიმისა“ აღწერილია შტორმში მოხვედრილი ხომალდის დაღუპვისა და ოთხი მეზღვაურის გადარჩენის ეპიზოდი. საკვების უქონლობის გამო ისინი გადაწყვეტენ კენჭი ყარონ და ერთ–ერთი შეჭამონ. ამ კენჭისყრის მსხვერპლი რიჩარდ პარკერი გახდება. უჩვეულო ისაა, რომ 1884 წელს ჩაძირული იახტიდან გადარჩენილმა ოთხმა ადამიანმაც კენჭი ყარა, რომელსაც იუნგა, სახელად რიჩარდ პარკერი შეეწირა.
13. ჯეინ ოსტინმა თავის რომანზე „სიამაყე და ცრურწმენა“–ზე მუშაობა 21 წლისამ დაიწყო. გამომცემლებმა დაიწუნეს ხელნაწერი და ისიც თხუთმეტ წელზე მეტი ხნის მანძილზე მივიწყებული იყო. მხოლოდ 1811 წელს გამოქვეყნებული რომანის „გონება და გრძნობა“–ს წარმატების შემდეგ მოაბა თავი ჯეინ ოსტინმა თავისი პირმშოს დასრულება–გამოქვეყნებას.

წყარო: adme.ru

Advertisements

About laternabooks

წიგნის მაღაზია ლატერნა 2010 წლიდან აქტიურად მუშაობს წიგნის პოპულარიზაციისათვის. მაღაზიაში მრავალფეროვანი არჩევანია და გათვლილია საზოგადოების ყველანაირ მოთხოვნაზე. მხატვრული და საბავშვო ლიტერატურის გარდა მაღაზიაში დიდი ადგილი უჭირავს სასწავლო-დამხმარე სახელმძღვანელოებს. სწრაფად განახლებადი ლიტერატურა, სპეციალური ფასები და დროული მიწოდება განაპირობებს საგანმანათლებო ცენტრებთან მჭიდრო თანამშრომლობას. ლატერნას ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა ელექტრონული გაყიდვები. laterma.ge 2012 წელს შეიქმნა და პირველი სრულყოფილი ქართული წიგნების ელექტრონული მაღაზიაა. საიტზე განთავსებულია 10 000-ზე მეტი წიგნი გამომცემლობების რეკომენდირებულ საცალო ფასად. ვებ-გვერდს გააჩნია მოსახერხებელი და გამართული საძიებო სისტემა: laterna.ge-ს ძებნის სისტემის საშუალებით თქვენ შეგიძლიათ, მოძებნოთ წიგნი სათაურის, ავტორის, ჟანრის, გამომცემლობის, ფასისა თუ სერიის მიხედვით. აქ შეძლებთ, შეიძინოთ როგორც ქართული ასევე უცხოენოვანი (ინგლისური, რუსული, ფრანგული, გერმანული) და დღეისათვის გაყიდვაში არსებული ყველა წიგნი გამომცემლობის მიერ რეკომენდირებულ საცალო ფასად. მუდმივად გექნებათ შესაძლებელობა, მიიღოთ სპეციალური შემოთავაზებები და ფასდაკლება სხვადასხვა აქციების დროს, მაგალითად: Fiction Books Sale, ფასდაკლება მხატვრულ ლიტერატურაზე, საბავშვო შეთავაზება. გთავაზობთ ადგილზე მიტანის სერვისს, როგორც თბილისში, ასევე საქართველოს სხვა რეგიონებშიც.
This entry was posted in ზოგადი and tagged , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , . Bookmark the permalink.

One Response to ცნობილი წიგნების საიდუმლოებანი

  1. Emily Smith ამბობს:

    ra sainteresoa

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s