წიგნები, რომლებიც ყავასა და შოკოლადთან ერთად გემრიელად იკითხება :)

tumblr_me4hjmRJlO1r2vwvdo1_500

დასვენების დღე გაქვთ და გადაწყვიტეთ დრო დაუთმოთ ყველაზე დიდებულ წარმოსახვით აქტივობას, როგორიცაა წიგნის კითხვა კაფეში, სახლში ან პარკში და თან გემრიელი შოკოლადითა და ყავით ტკბობა? წარმოიდგინეთ, რომ თქვენ რჩეულ მყუდრო კუთხეში მოკალათდებით წიგნითა და ფინჯანი ყავით და დაიწყებთ კითხვას, არ მითხრათ რომ ასეთი ადგილები დედამიწის სამოთხე არაა… “ლატერნა” გთავაზობთ 10 წიგნის ჩამონათვალს, რომლებიც ყავასა და შოკოლადთან ერთად გემრიელად იკითხება.

eat_pray_love-horz

#1 „ჭამე ილოცე შეიყვარე“ – ავტობიოგრაფიული რომანია. ელიზაბეტი მტკიცედ გადაწყვეტს, იპოვოს ის, რაც აქამდე ესოდენ აკლდა. ამდენად, ის იწყებს ძიებას… რომში ის თავს ნებაზე მიუშვებს, ინდოეთში კი სულის განწმენდას ჰპოვებს… საბოლოოდ კუნძულ ბალიზე მცხოვრები ექიმბაში ახალ გზას დაანახვებს სიმშვიდისკენ და კვლავ გაუღვივებს სიყვარულის სურვილს.

წიგნი ჩვენს საიტზე – http://laterna.ge/?cat=38&show=8333

The_Devil_Wears_Prada_cover

#2 „ეშმაკს აცვია პრადა“ – პროვინციულ ამერიკულ ქალაქში დაბადებული, ბრაუნის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული გოგონა, მაღალი მოდის სამყაროს შუაგულში აღმოჩნდა! მუშაობას უმსხვილეს ჰოლდიგ „ელიას კლარკში“ იწყებს, საცხოვრებლად ნიუ-იორკში გადადის, მსოფლიოში ცნობილი მოდის ჟურნალის „პოდიუმის“ მთავარი რედაქტორის თანაშემწე ხდება, რომელიც ყველასთვის საზარელი და ძალიან მკაცრი ხელმძღვანელია, ეს გოგონა კი ცდილობს თავი გაართვას ყველა მის ახირებასა და გამოწვევას, იგი მის გაკვირვებსაც ახერხებს და თავსაც ძალიან მოაწონებს მის ბოსს.

წიგნი ჩვენს საიტზე – http://laterna.ge/?cat=38&show=12674

thumb_book_521b0fd4535d1

#3 „გზა საკურთხევლისკენ“ – რომანში ხანში შესული ლენდონ კარტერის მოთხრობილი ისტორიაა. იგი იხსენებს ორმოცი წლის წინანდელ ამბავს, რომელმაც პატარა სამხრეთულ ქალაქში მცხოვრები ჩვიდმეტი წლის ბიჭის ცხოვრება სამუდამოდ შეცვალა.

წიგნი ჩვენს საიტზე – http://laterna.ge/?cat=38&show=12109

758a395edd784c07b9ace97b575e5cea

#4 „მე ის ვარ“ – ცამეტი წლის გოგონასა და მის მეზობლად მცხოვრები მასზე გაცილებით უფროსი ვაჟის სიყვარულის ამბავია. რომანის პირველივე ფრაზებიდან შესანიშნავად ჩანს, როგორ უპირისპირდება ყველა და ყველაფერი პატარა გოგონას ნამდვილ გრძნობას, მის იმ დროისათვის ეგებ ყველაზე ნამდვილ სუბსტანციას. ამ დაპირიპირების საყოველთაო ველში ჩართულია: დედა, ოჯახი, მასწავლებელი და რაც მთავარია, სასკოლო პროგრამა ,,ვეფხისტყაოსნის“ ციტატების სახით, რომლებიც გოგონას სინამდვილესთან თავისი ,,არქაული“ შეუსაბამობის ფონზე უცხოდ, საშიშად და ერთგვარად გროტესკულად გამოიყურება. რეალურად, ისე ჩანს, რომ მხოლოდ ამ გოგონაში დუღს ისეთი სიყვარული, რაც ,,ვეფხისტყაოსანშია“ აღწერილი, მაგრამ რადგან მოზარდისთვის ამ პოემის ენა უკვე ძველია, გარემომცველი სინამდვილისათვის კი ეს ენა პრაქტიკულად გაუგებარი, ამიტომ ბავშვი ამ ციტატებს უფროსების მიერ მის დასათრგუნად გამოყენებულ იარაღად აღიქვამს. წიგნი ჩვენს საიტზე – http://laterna.ge/?cat=42&show=14363

774eecf15f6ebab6085faa9febf263a3

#5 „დაიკო კერი“ – ნაწარმოები ახალგაზრდა სოფლელ გოგონას ეხება, რომელიც დიდ ქალაქში ბედის საძებნელად ჩადის.პირველად კერი უფროს დასთან დაბინავდება, სადაც მისი „ამერიკული ომების“ გაცნობიერებას ახდენს, შემდგომ გოგონა ბინას იცვლის და დიდებისკენ მიმავალ გზაზე პირველ ნაბიჯებსაც დგამს. კერი რომანის ბოლოს ცნობილი მსახიობი ხდება, თუმცა,მისი შინაგანი სამყარო ვერ ეგუება არსებულ რეალობას და ფუფუნებაში მყოფი ახალგაზრდა ქალი მარტოობას ირჩევს ცხოვრების თანაშემწედ.

წიგნი ჩვენს საიტზე – http://laterna.ge/?cat=38&show=9165

wpid-mobli_img_2014-01-30_08-37-25

#6 „ბებია, რეი და ამერიკა“ – რომანის მთავარი პერსონაჟი ამერიკაში ცხოვრებაზე მეოცნებე ახალგაზრდა ქალია, რომელიც ხან მზად არის, ამ ოცნებისთვის გაწყვიტოს ყველა ძაფი, რაც კი რეალობასთან აკავშირებს, ხანაც – პირიქით. ოცნებისა და რეალობის ჭიდილი დეპრესიაში აგდებს მას, თუმცა დეპრესიიდან გამოსავალს თავადვე პოულობს… რომანი, რომელიც ერთი ამოსუნთქვით იკითხება, ავტობიოგრაფიულ ელემენტებს შეიცავს.

წიგნი ჩვენს საიტზე – http://laterna.ge/?cat=42&show=10382

download

#7 “ბედის ვარსკვლავს ბრალია” – „არა, ეს კიბოთი დაავადებულის შესახებ დაწერილი მორიგი წიგნი არ არის… ასეთ წიგნებში კიბოთი დაავადებული საქველმოქმედო აქციებს მართავს სხვების დასახმარებლად, ამ საქმიანობაში ცხვირჩარგული კი სიკეთის განსახიერება ხდება. ის უყვართ და აფასებენ, რადგან კიბოსთან საბრძოლველად მემკვიდრეობას ტოვებს…“ ამ წიგნის გმირები სხვანაირები არიან. ისინი თავს არ იტყუებენ. იბრძვიან სიცოცხლისათვის, უყვართ და ცდილობენ, ადამიანების ყურადღება და თანაგრძნობა აირიდონ.  ჰეზელ გრეისი და ავგუსტუს უოტერსი „თანაგრძნობის წრეზე“ გაიცნობენ ერთმანეთს. შეყვარებულებს საერთო ოცნება გააერთიანებთ – საყვარელი წიგნის ავტორთან შეხვედრა და კითხვებზე პასუხის მიღება. გაემგზავრებიან კიდეც ამსტერდამში, მაგრამ სამყარო ხომ „სურვილების ამხდენი ქარხანა“ არაა…

წიგნი ჩვენს საიტზე – http://laterna.ge/?cat=38&show=14000

1410517770

#8 “გრეის ორმოცდაათი ელფერი” – ეროტიკული რომანი 2011 წელს გამოვიდა. იგი მოგვითხრობს ახალგაზრდა მილიარდელი კრისტიან გრეისა და უნივერსიტეტის კურსდამთავრებულ ანასტანია სტილის ყოვლის წამლეკავ ვნაბასა და რთულ ურთიერთობებზე, რომელიც დიდ სიყვარულად უნდა იქცეს…

წიგნი ჩვენს საიტზე – http://laterna.ge/?cat=38&show=14452

The-Help-Cover

#9 “მოსამსახურე” – ქეთრინ სთოქეთის რომანში “მოსამსახურე” მოქმედება 1960-იან წლების ა.შ.შ-ს შტატ მისისიპში, ქალაქ ჯექსონში ვითარდება. წიგნის ერთ-ერთი მთავარი გმირია ახალგაზრდა ჟურნალისტი, რომელიც საიდუმლოდ წერს წიგნს ჯექსონში მომუშავე შავკანიან ქალ მოსამსახურეებზე, უსამართლობებზე და სრულიად სხვა ტიპის ადამიანურ ურთიერთობებზე, რომელიც შავკანიან აღმზდელებსა და მათ თეთრკანიან აღსაზრდელებს შორის ყალიბდება. იხილავს თუ არა დღის სინათლეს სქითერის წიგნი და როგორ შთაბეჭდილებას დატოვებს ის საზოგადოებაზე, ამას წიგნის წაკითხვის შემდეგ გაიგებთ.

წიგნი ჩვენს საიტზე – http://laterna.ge/?cat=38&show=11864

1410864230

#10 “ბესტსელერი” – … ადგილი, სადაც მწერლები ისევე იტანჯებიან, როგორც მათ წიგნები ტანჯავდნენ მკითხველებს; სადაც დიდი ძმის ტელევიზიას (“BBC – BIg Brother’s Channel”) ორუელი განაგებს და შექსპირის სასტუმროს (“ჰოტელო”) – იორიკის თავის ქალა; სადაც ეგზიუპერი ანონიმ თვითმკვლელთა კლუბის გამორჩეული წევრია; სადაც მთელი გარემო ლიტერატურული ატმოსფეროთია გაჟღენთილი და სადაც …

… თუმცა, ყველაფერს ანოტაციაში ვერ მოვყვები. სხვა დანარჩენისთვის არსებობს “ბესტსელერი” – სატირულ-პაროდიულ-დეტექტიურ-თავსატეხ-ფენტეზ-ფანტაზ-დაკიდევრაცგამოგვრჩა ჟანრის რომანი ლიტერატურაზე, ლიტერატურულ კლიშეებზე, ცნობილ მწერლებზე, არანაკლებ ცნობილ პერსონაჟებზე, და ყველაფერ იმაზე, რაც წიგნებში სასიამოვნო ემოციებს გიშლით, ან უბრალოდ – ნერვებს. სხვა სიტყვებით, ეს არის წიგნი ადგილზე, რომელიც მწერლებისათვის ჯოჯოხეთია, მაგრამ მკითხველებისათვის ნამდვილი სამოთხე უნდა აღმოჩნდეს. და კიდევ უფრო სხვა სიტყვებით, ეს არის წიგნი, რომელიც თავს თუ არა, დროს ნამდვილად არ დაგაკარგვინებთ.

წიგნი ჩვენს საიტზე – http://laterna.ge/?cat=44&show=14408

Advertisements

About laternabooks

წიგნის მაღაზია ლატერნა 2010 წლიდან აქტიურად მუშაობს წიგნის პოპულარიზაციისათვის. მაღაზიაში მრავალფეროვანი არჩევანია და გათვლილია საზოგადოების ყველანაირ მოთხოვნაზე. მხატვრული და საბავშვო ლიტერატურის გარდა მაღაზიაში დიდი ადგილი უჭირავს სასწავლო-დამხმარე სახელმძღვანელოებს. სწრაფად განახლებადი ლიტერატურა, სპეციალური ფასები და დროული მიწოდება განაპირობებს საგანმანათლებო ცენტრებთან მჭიდრო თანამშრომლობას. ლატერნას ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა ელექტრონული გაყიდვები. laterma.ge 2012 წელს შეიქმნა და პირველი სრულყოფილი ქართული წიგნების ელექტრონული მაღაზიაა. საიტზე განთავსებულია 10 000-ზე მეტი წიგნი გამომცემლობების რეკომენდირებულ საცალო ფასად. ვებ-გვერდს გააჩნია მოსახერხებელი და გამართული საძიებო სისტემა: laterna.ge-ს ძებნის სისტემის საშუალებით თქვენ შეგიძლიათ, მოძებნოთ წიგნი სათაურის, ავტორის, ჟანრის, გამომცემლობის, ფასისა თუ სერიის მიხედვით. აქ შეძლებთ, შეიძინოთ როგორც ქართული ასევე უცხოენოვანი (ინგლისური, რუსული, ფრანგული, გერმანული) და დღეისათვის გაყიდვაში არსებული ყველა წიგნი გამომცემლობის მიერ რეკომენდირებულ საცალო ფასად. მუდმივად გექნებათ შესაძლებელობა, მიიღოთ სპეციალური შემოთავაზებები და ფასდაკლება სხვადასხვა აქციების დროს, მაგალითად: Fiction Books Sale, ფასდაკლება მხატვრულ ლიტერატურაზე, საბავშვო შეთავაზება. გთავაზობთ ადგილზე მიტანის სერვისს, როგორც თბილისში, ასევე საქართველოს სხვა რეგიონებშიც.
This entry was posted in ზოგადი and tagged , , , , , , , , , , , , , , , , , , . Bookmark the permalink.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s