ცნობილი მწერლების ფობიები

ჩვენ ყველას გვეშინია რაღაცის და არც მწერლები არიან გამონაკლისი, მათაც აქვთ თავიანთი შიშები და თანაც, საკმაოდ უჩვეულო.

Caricatura-de-Stephen-King-3
„საშინელებათა მეფეს“, სტივენ კინგს, პანიკურად ეშინია ფრენის, შავი კატებისა და რიცხვის „13“. ის არასოდეს არ ჩერდება მე-13 სართულზე, ასევე სასტუმროს იმ ოთახში, რომელიც #13 არის დანომრილი. კინგმა ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა, რომ მას ასევე ეშინია სიბნელის (არასოდეს იძინებს ბნელ ოთახში), გველების, ვირთხების, ობობების და ჩაკეტილი სივრცის.

1109429_640px
ცნობილ რეჟისორსა და მწერალს, ვუდი ალენს ეშინია… ახალი ფობიით „შეპყრობის“. მისი გაგება არც ისე ძნელია, ვუდის ფობიების ჩამონათვალი ხომ საკმაოდ ვრცელია. ალენს ეშინია: სიმაღლის, ხალხის მასის, მიკრობების, მზის სხივის, ირმებისა და ა.შ.

ონორე დე ბალზაკს ყველაფერზე მეტად დაქორწინების ეშინოდა. დიდი ხნის განმავლობაში ის იყო შეყვარებული ერთ გათხოვილ ქალზე – გრაფინია ეველინ ჰანსკზე. მოხდა ისე, რომ მათი შეხვედრიდან 10 წლის შემდეგ ეველინა დაქვრივდა. გრაფინია დაქორწინებას დაჟინებით ითხოვდა, თუმცა მწერალი მას 8 წელი ეწინააღმდეგებოდა. შიშისაგან მწერალი ავად გახდა, თუმცა ქორწილი მაინც შედგა. ბალზაკი დაქორწინებიდან 5 თვეში გარდაიცვალა.

download
ნიკოლაი გოგოლსა და ედგარ პოს ცოცხლად დამარხვის ეშინოდათ. გოგოლი თავისი სიცოცხლის ბოლო წლებში ამას იმდენად განიცდიდა, რომ დაწოლილი არ იძინებდა (მას ეძინა დამჯდარ მდგომარეობაში). 1931 წელს გოგოლის კუბო გახსნეს და აღმოჩნდა რომ ცხედარი ამოტრიალებული იყო, რაც გვაძლევს საბაბს ვივარაუდოთ რომ ის ცოცხლად დამარხეს. რაც შეეხება ედგარ პოს, იგი 2 წლის იყო, როცა დედა გარდაეცლვა, 20 წლის ასაკში (როცა ჯარში იმყოფებოდა) კი – საყვარელი დედინაცვალი. მან ვერ მიუსწრო დედინაცვლის დაკრძალვას და მთელი ღამე მის საფლავზე ტიროდა და ამტკიცებდა, რომ ის ცოცხლად დამარხეს. ამ ფობიამ, გარკვეულწილად ასახვა ჰპოვა პოს მოთხრობებზეც (“ამონტილიადოს კასრის” ერთ-ერთ გმირს ცოცხლად მარხავენ). აღსანიშნავია, რომ იგი იტანჯებოდა კლაუსტროფობიით, ნევროზითა და გაღატაკების შიშითაც.

ლევ ტოლსტოის კი ეშინოდა სიკვდილის და იტანჯებოდა პანიკური შეტევებით. შეტევის დროს მას შეეძლო სახლიდან გიჟივით გაქცეულიყო.

carlinigroup-08
„ფსიქოანალიზის მამას“, ზიგმუნდ ფროიდს, ეშინოდა ადამიანებისთვის თვალებში შეხედვის. სწორედ აქედან გამომდინარეობდა ფსიქოთერაპიის მისეული „საფირმო“ მეთოდიც: პაციენტი თავის ისტორიას ტახტზე წამოწოლილი ყვებოდა და თავად პაციენტისგან ზურგშექცევით იჯდა. ფროიდს ასევე ეშინოდა იარაღის, რიცხვის „62“ და მატარებლით მგზავრობის.

Advertisements

About laternabooks

წიგნის მაღაზია ლატერნა 2010 წლიდან აქტიურად მუშაობს წიგნის პოპულარიზაციისათვის. მაღაზიაში მრავალფეროვანი არჩევანია და გათვლილია საზოგადოების ყველანაირ მოთხოვნაზე. მხატვრული და საბავშვო ლიტერატურის გარდა მაღაზიაში დიდი ადგილი უჭირავს სასწავლო-დამხმარე სახელმძღვანელოებს. სწრაფად განახლებადი ლიტერატურა, სპეციალური ფასები და დროული მიწოდება განაპირობებს საგანმანათლებო ცენტრებთან მჭიდრო თანამშრომლობას. ლატერნას ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა ელექტრონული გაყიდვები. laterma.ge 2012 წელს შეიქმნა და პირველი სრულყოფილი ქართული წიგნების ელექტრონული მაღაზიაა. საიტზე განთავსებულია 10 000-ზე მეტი წიგნი გამომცემლობების რეკომენდირებულ საცალო ფასად. ვებ-გვერდს გააჩნია მოსახერხებელი და გამართული საძიებო სისტემა: laterna.ge-ს ძებნის სისტემის საშუალებით თქვენ შეგიძლიათ, მოძებნოთ წიგნი სათაურის, ავტორის, ჟანრის, გამომცემლობის, ფასისა თუ სერიის მიხედვით. აქ შეძლებთ, შეიძინოთ როგორც ქართული ასევე უცხოენოვანი (ინგლისური, რუსული, ფრანგული, გერმანული) და დღეისათვის გაყიდვაში არსებული ყველა წიგნი გამომცემლობის მიერ რეკომენდირებულ საცალო ფასად. მუდმივად გექნებათ შესაძლებელობა, მიიღოთ სპეციალური შემოთავაზებები და ფასდაკლება სხვადასხვა აქციების დროს, მაგალითად: Fiction Books Sale, ფასდაკლება მხატვრულ ლიტერატურაზე, საბავშვო შეთავაზება. გთავაზობთ ადგილზე მიტანის სერვისს, როგორც თბილისში, ასევე საქართველოს სხვა რეგიონებშიც.
This entry was posted in ზოგადი and tagged , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , . Bookmark the permalink.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s