წიგნები, რომლის წაკითხვაც შიშს მოგგვრით

preview-650x390-650-1411119464

საშიში წიგნების კითხვა ადამიანს ყველა პრობლემას ავიწყებს და დეპრესიასთან ბრძოლის საუკეთესო ხერხია. ის საშუალებას გვაძლევს მთელი დღით გავექცეთ რეალობას და მთელი არსებით ჩავეფლოთ წიგნის სამყაროში.
ამ ჟანრის წიგნების კითხვისას სულ პატარა სიხარულიც დიდ ბედნიერებას განიჭებთ და როდესაც კითხვას ამთავრებ ხდები ძალიან ბედნიერი, რადგან უბრუნდებით რეალურ ცხოვრებას.
მოიმარაგეთ პლედები, ჩაი, ორცხობილები და ცოტა ხნით “გაქრით” მთელი სამყაროსთვის.

მაშ ასე…

f8ca08a2ed460a5d82b2e31a461bb638
ბრემ სტოკერი “დრაკულა”
წიგნის პირველივე გვერდები ვამპირის კბენასავით მოქმედებს, იმდენად ითრევს მკითხველს, რომანის გვერდზე გადადება ძალზე გაუჭირდება.
ამბავი პერსონაჟების დღიურებისა და წერილების სახითაა წარმოდგენილი, რაც საკითხავს კიდევ უფრო საინტერესოს ხდის, მკითხველის წინაშე იშლება იდუმალ მოვლენათა განსხვავებული შეფასებები, გმირების პირადი შეხედულებები, გრძნობები და განცდები, ანუ იცვლება ხედვის კუთხე, ეს კი წიგნს მოცულობას სძენს, პოლიფონიურობას ჰმატებს. მკითხველი პერსონაჟებთან ერთად მოგზაურობს ძველ ლონდონსა და მისტიკურ ტრანსილვანიაში…
რომანის პერსონაჟები კეთილშობილი ქალიშვილები და გაბედული ჯენტლმენები არიან, რომლებიც ებრძვიან ამ “ჯოჯოხეთის მაშხალას” გრაფ დრაკულას…
სიუჟეტს, ცხადია, არ შევეხებით, რადგან მსგავსი ლიტერატურის ხიბლი სწორედ პერიპეტიების მოულოდნელობაში, დაძაბულობასა და იმ ემოციებშია, კითხვისას რომ განიცდის კაცი.
წიგნი ლატერნა.გე-ზე: http://laterna.ge/?cat=38&show=11359

Psycho
რობერტ ბლოხი “ფსიქოპათი”
ნაწარმოების მთავარი გმირი დედისერთა ბერბიჭა ნორმან ბეითსია, რომლის ყოველ ქცევას, სურვილსა და ფიქრსაც კი დესპოტი დედა აკონტროლებს. ნორმანი ვერაფრით ახერხებს, თავი დააღწიოს დედის მარწუხებს. ამგვარმა აღზრდამ მის ფსიქიკას მძიმე დაღი დაასვა და დროთა განმავლობაში ფსიქოპათად ჩამოაყალიბა. რომანში შთამბეჭდავადაა გადმოცემული ფსიქიკურად დაავადებული მამაკაცის განცდები.
წიგნი ლატერნა.გე-ზე: http://laterna.ge/?cat=38&show=13821

tumblr_lg8n3oV40s1qg2js2o1_500
მერი შელი “ფრანკენშტაინი”
სიცოცხლისა და სიკვდილის კანონზომიერებაში ცვლილების შეტანის სურვილით შეპყრობილი ახალგაზრდა მეცნიერი ფრანკეშტაინი მზადაა ყველაფრისთვის გამოუცნობის გამოსაცნობად. თავის ლაბორატორიაში ის გარდაცვლილი ადამიანების  მორგიდან მოპარულ სხვადასხვა ნაწილებს ერთმანეთს შეაერთებს და შეკერავს. თავის ნამუშევარს სიცოცხლეს შთაბერავს ძლიერი ელექტრო მუხტით. მაგრამ მოულოდნელი რამ ხდება: საკუთარ შემქმნელზე მეტად შეშინებული ურჩხული სიბნელეში ქრება …
წიგნი ლატერნა.გე-ზე: http://laterna.ge/?cat=38&show=4378

insomnia 5
სტივენ კინგი “უძილობა”
რომანის მოქმედება გამოგონილ ქალაქ დერიში ვითარდება. მთავარი გმირი, რალფ რობერტსი უძილობით იტანჯება. იგი სხვადასხვა საშუალებას მიმართავს, რათა დაძინება შეძლოს, თუმცა ვერაფრით ახერხებს. საბოლოოდ, რალფს უცნაური ხილვები ეწყება. იგი ხედავს იმას, რასაც ჩვეულებრივი ადამიანები ვერ ამჩნევენ.
წიგნი ლატერნა.გე-ზე: http://laterna.ge/?cat=38&show=11848

Stephen_King_Misery_cover
სტივენ კინგი “მიზერი”
ავტოავარიაში მოხვედრილ ცნობილ მწერალ პოლ შელდონს ყოფილი მედდა, ენი უილკსი გადაარჩენს. ენი შელდონის თაყვანისმცემელია. მას გონებადაკარგული პოლი თავისთან, გარესამყაროსაგან მოწყვეტილ სახლში მიჰყავს. შელდონი მალევე ხვდება, რომ ტყვეობაშია. ქალი მწერლისგან რომანის დაწერას მოითხოვს. პოლ შელდონი თავს გრძნობს „ათას ერთი ღამის“ პერსონაჟად, რომელმაც სიცოცხლის შესანარჩუნებლად ისტორიები უნდა შეთხზას.
წიგნი ლატერნა.გე-ზე:http://laterna.ge/?cat=38&show=11664

9780679643425_p0_v2_s260x420
ედგარ ალან პო “მკვლელობა მორგის ქუჩაზე”
წიგნში მოთხრობილია საიდუმლოებით მოცული სასტიკი მკვლელობის შესახებ. პარიზის ღამის სიჩუმეს ყვირილის ხმები არღვევს, რომელიც მორგის ქუჩაზე მდგარი ოთხსართულიანი სახლიდან გამოდის. მოგვიანებით სახლში ქალბატონისა და მისი ახალგაზრდა ქალიშვილის ცხედარს აღმოაჩენენ. მკვლელობას არც ცხადი მოტივი აქვს და არც სამხილები. მხოლოდ ერთი რამ არის სახეზე – მკვლელი არაადამიანური ძალის პატრონია. მოხუცის მკვლელობის გამოძიებამ პარიზის პოლიცია ჩიხამდე მიიყვანა, ხოლო მორგის ქუჩაზე მაცხოვრებლებს თავზარი დასცა. საფრანგეთის ერთ-ერთი საუკეთესო დეტექტივი ოგიუსტ დიუპენი გამოძიებას იწყებს.
წიგნი ლატერნა.გე-ზე: http://laterna.ge/?cat=36&show=2040

le_horla_couverture_final
გი დე მოპასანი “ორლა”
ნოველის გმირი თავის ამბებს სიგიჟის ზღვარზე გვიყვება. მთელი მოთხრობის მიმდინარეობისას, ის უხილავი არსების გვერდით ყოფნას გრძნობს, რომელიც მას ნელ-ნელა აგიჟებს. მკითხველიც გმირთან ერთად განიცდის გაორებას და ლოგიკურ კითხვას სვამს: მართალია ის, რასაც ავტორი ყვება, თუ მწერალი ნამდვილად გაგიჟდა? ამ განცდას მოთხრობის ერთ-ერთი გამორჩეული აქცენტი აძლიერებს: „ადამიანის ბატონობა დასრულდა, რადგან სულიერ არსებათა შორის ის აღარ არის უმაღლესი გონიერი არსება“.
წიგნი ლატერნა.გე-ზე: http://laterna.ge/?cat=38&show=11661

ამბროზ ბირსი “სასიკვდილო დიაგნოზი”

მოთხრობა „სასიკვდილო დიაგნოზი“ ეხება ადამიანს, სახელად ჰოუვერს, რომელიც ახალ საცხოვრებელ სახლში გადასვლისას გაიგებს ისტორიას ერთ ექსცენტიკულ ექიმ მანერიგზე. მანერიგს სჯეროდა, რომ წინასწარ შეეძლო სასიკვდილო დიგნოზის დასმა.
სახლის ყოფილი მფლობელის გავლენა სახლში ჯერ კიდევ იგრძნობა და მალევე ჰოუვერს ისეთი შეგრძნება უჩნდება, თითქოს მას ექიმის აჩრდილი აედევნა და საშიშროება ემუქრება…
შესაძლოა, თხრობის სტილმა თავიდან ცოტა დაგაბნიოთ, მაგრამ ორი პარაგრაფის შემდეგ ყველაფერი ნათელი ხდება და მოთხრობაც სრულიად გითრევთ.
წიგნი ლატერნა.გე-ზე: http://laterna.ge/?cat=38&show=5971

Advertisements

About laternabooks

წიგნის მაღაზია ლატერნა 2010 წლიდან აქტიურად მუშაობს წიგნის პოპულარიზაციისათვის. მაღაზიაში მრავალფეროვანი არჩევანია და გათვლილია საზოგადოების ყველანაირ მოთხოვნაზე. მხატვრული და საბავშვო ლიტერატურის გარდა მაღაზიაში დიდი ადგილი უჭირავს სასწავლო-დამხმარე სახელმძღვანელოებს. სწრაფად განახლებადი ლიტერატურა, სპეციალური ფასები და დროული მიწოდება განაპირობებს საგანმანათლებო ცენტრებთან მჭიდრო თანამშრომლობას. ლატერნას ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა ელექტრონული გაყიდვები. laterma.ge 2012 წელს შეიქმნა და პირველი სრულყოფილი ქართული წიგნების ელექტრონული მაღაზიაა. საიტზე განთავსებულია 10 000-ზე მეტი წიგნი გამომცემლობების რეკომენდირებულ საცალო ფასად. ვებ-გვერდს გააჩნია მოსახერხებელი და გამართული საძიებო სისტემა: laterna.ge-ს ძებნის სისტემის საშუალებით თქვენ შეგიძლიათ, მოძებნოთ წიგნი სათაურის, ავტორის, ჟანრის, გამომცემლობის, ფასისა თუ სერიის მიხედვით. აქ შეძლებთ, შეიძინოთ როგორც ქართული ასევე უცხოენოვანი (ინგლისური, რუსული, ფრანგული, გერმანული) და დღეისათვის გაყიდვაში არსებული ყველა წიგნი გამომცემლობის მიერ რეკომენდირებულ საცალო ფასად. მუდმივად გექნებათ შესაძლებელობა, მიიღოთ სპეციალური შემოთავაზებები და ფასდაკლება სხვადასხვა აქციების დროს, მაგალითად: Fiction Books Sale, ფასდაკლება მხატვრულ ლიტერატურაზე, საბავშვო შეთავაზება. გთავაზობთ ადგილზე მიტანის სერვისს, როგორც თბილისში, ასევე საქართველოს სხვა რეგიონებშიც.
This entry was posted in ზოგადი and tagged , , , , , , , , , , , , , , . Bookmark the permalink.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s