კლასიკოს მწერალთა 13 მოკლე მოთხრობა მადის გასახსნელად

ხანდახან შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ წიგნების – განსაკუთრებით კი კლასიკოს მწერალთა ზორბა ტანის ნაწარმოებთა წასაკითხად დრო საერთოდ აღარ გრჩებათ. სამსახურის თანმდევი დაძაბულობის შემდეგ ან ამ დაძაბულობისგან გასათავისუფლებლად ძლივს საკმარისი უქმეების დროს, სერიოზული რომანების კითხვისთვის შეიძლება არც დრო დაგრჩეთ და არც ენერგია.
თუმცა, მოუცლელთათვის საბედნიეროდ, სახელგანთქმულ მწერლებს კოხტა პატარა მოთხრობების წერაც მშვენივრად გამოსდიოდათ.
ამ პოსტში გთავაზობთ ენამოსწრებულ და სასიამოვნოდ წასაკითხ მოთხრობების ჩამონათვალს, რომელთა გაცნობაც „ნიუსფიდის“ თვალიერებისთვის განკუთვნილ დროზე მეტს არ წაგართმევთ.

ვირჯინია ვულფი – სახლი მოჩვენებებით (A Haunted House)

virginia

დაახლოებით შვიდას სიტყვიან ამ მოკლე მოთხრობაში ვულფის მოდერნისტული ხელწერა იგრძნობა. სიმოკლის გარდა სხვა ნაწარმოებთაგან ჟანრითაც გამოირჩევა – ესაა მოთხრობა-ფანტასტიკა, რომელშიც მოჩვენებების წყვილი ცოცხალი ადამიანებით დასახლებულ სახლში ჩაფლულ განძეულს ეძებს. ეს საიდუმლოებით მოცული და ბნელი ამბავი სიყვარულის ძალაზე მოგვითხრობს.
წასაკითხი ლინკი:
წიგნი ჩვენს საიტზე: http://laterna.ge/?cat=38&show=12917

ჯორჯ ორუელი – მოკალი სპილო (Shooting an Elephant)

orwell

ბირმაში მომუშავე ინგლისელი პოლიციელის ამბავი, მოთხრობილია თავად პოლიციის ოფიცრის მიერ. მას გამოიძახებენ გაავებული სპილოს მოსაკლავად. უყურებს რა სასიკვდილოდ განწირულ ამ საოცარ და დიად ქმნილებას, ოფიცერი ნათლად გრძნობს ინგლისური იმპერიალიზმის დაღს. ეს მოთხრობა კარგ თანამგზავრობას გაგიწევთ ორუელის ვრცელი ნაწარმოების, „ბირმული დღეების“ კითხვისას.
წასაკითხი ლინკი:

რეი ბრედბერი – და მეხმაც იქუხა… (A Sound of Thunder)

brudbary

ბრედბერიმ სულ რაღაც თერთმეტი რომანი შექმნა, სამაგიეროდ, მოთხრობების დიდი მემკვიდრეობა დატოვა – 400 მოკლე ამბავი. მასზე ამბობდნენ, ყოველ კვირა ახალი ისტორიის დაწერა შეუძლიაო. მისი ეს უნარი სავარჯიშოდაც კი იქცა დამწყებ მწერალთათვის. „და მეხმაც იქუხა…“ ყველა დროის ყველაზე ხშირად გამოქვეყნებულ ნაწარმოებთა სიაშია და სწორედ ამ მოთხრობაშია პირველად გაჟღერებული სამეცნიერო ფანტასტიკის ერთ-ერთი საინტერესო საკითხავი-„პეპლის ეფექტი“
წასაკითხი ლინკი:
წიგნი ჩვენს საიტზე: http://laterna.ge/?cat=38&show=5896

ოსკარ უაილდი – ბულბული და ვარდი (The Nightingale and The Rose)

oscar wild

„ბულბული და ვარდი“ ზღაპრის მსგავსად დაწერილი მოთხრობაა, თუმცა მასში ისეთი სერიოზული თემებია განხილული, როგორიც სიყვარული და ამ სიყვარულისადმი მსხვერპლშეწირვაა განსაცვიფრებელი წყვილის, ბულბულისა და ვარდის, სიყვარულის ამბავი, რომელშიც ზღაპრული ფრინველი მზადაა შეეწიროს ყვავილისადმი გრძნობას.
წასაკითხი ლინკი:
წიგნი ჩვენს საიტზე: http://laterna.ge/?cat=38&show=8068

მარგარეტ ეტვუდი – ქვის ქვეშაგები (Stone Mattress)

atwood

კლასიკური რომანების წერის გარდა ამ ქალბატონს მოკლე მოთხრობების წერაც ეხერხება. ესაა ამბავი საბედისწერო, მაცდურ ქალზე, რომელიც ორმოცდაათი წლის შემდეგ თავისი სკოლის მახლობლად შვებულების გასატარებლად წასვლას გადაწყვეტს. და აქედან იწყება ყველაზე საინტერესო…
წასაკითხი ლინკი: 

ჯერომ დ. სელინჯერი – ბანანათევზას ამინდი (A Perfect Day for Bananafish)

salinger

სელინჯერი მეოცე საუკუნის საუკეთესო ამერიკელი მწერლადაა მიჩნეული, თუმცა მას მხოლოდ ერთი რომანი აქვს გამოქვეყნებული – „კლდის პირზე, ჭვავის ყანაში“. მკითხველთა სიყვარული მან პატარა მოთხრობებითა და ნოველებით მოიპოვა. ეს მოთხრობაც სწორედ ისეთია, წიგნის მოყვარულთა ყურადღებას დასაწყისიდანვე რომ მიიპყროს – კომიკური დიალოგი, პოსტტრავმული სტრესული აშლილობით გატანჯული კაცის ცოლსა და დედამის შორის.
წასაკითხი ლინკი:
წიგნი ჩვენს საიტზე:http://laterna.ge/?cat=38&show=2153

ერნესტ ჰემინგუეი – კილიმანჯაროს თოვლიანი მთა (The Snows of Kilimanjaro)

heming

“კილიმანჯაროს თოვლიან მთაში” მოთხრობილია მწერალ ჰარისა და მისი თანმხლები ქალბატონის ამბავი. ჰემინგუეისეული “დაკარგული თაობის” წარმომადგენელი ჰარი ხვდება, რომ უსიყვარულოდ, მხოლოდ სიმდიდრის გამო ქორწინებამ მას უმთავრესი რამ დააკარგვინა – წერის ნიჭი და საკუთარი ცხოვრება.
წასაკითხი ლინკი:
წიგნი ჩვენს საიტზე: http://laterna.ge/?cat=38&show=2077

გაბრიელ გარსია მარკესი – მოხუცი უზარმაზარი ფრთებით (A Very Old Man with Enormous Wings)

marquez

მაგიური რეალიზმის დიდოსტატის მოთხრობა, რომელიც გვიამბობს ისტორიას იმის შესახებ, თუ როგორ იპოვნის ცოლ-ქმარისაკუთარ ეზოში ანგელოზს და როგორ გამოიწვევს ეს ამბავი მთელ ქალაქში აზრთა სხვადასხვაობას, თუ რა უნდა უყონ ანგელოზს და რატომ არ შეუძლია მას ფრენა.
წასაკითხი ლინკი:

ლევ ტოლსტოი – სამი შეკითხვა (Three Questions)

tolsto

ტოლსტოიმ თითქმის გადაწყვიტა დაესვენა მისთვის ჩვეული სქელტანიანი ნაშრომებისგან და დაწერა ეს მოკლე იგავი მეფეზე, რომელსაც სურდა სცოდნოდა, როგორ უნდა ეკეთებინა საჭირო საქმეები საჭირო დროს. თავის შეკითხვებზე პასუხი კი უჩვეულო ფორმით მოევლინა.
წასაკითხი ლინკი: 

მარკ ტვენი – კალავერასის საგრაფოს სახელგანთქმული მოხტუნავე ბაყაყი (The Celebrated Jumping Frog of Calaveras County)

twain

ეს მოკლე მოთხრობა გახდა პირველი, რომელმაც მწერალ მარკ ტვენს საქვეყნო აღიარება მოუტანა. მასში ცინიკოსი მთხრობელი გვიამბობს ერთი პატარა ქალაქის ბარმენის მიერ მოყოლილ ამბავს, ყალთაბანდ მოთამაშესა და მის მხტუნავ ბაყაყზე. თავად მოთხრობა მარკ ტვენიმ მეგობართან შეჯიბრებისას დაწერა და ცდილობდა, რაც შეიძლება, აბსურდული ამბავი შეეთხზა.
წასაკითხი ლინკი: 

ჯეიმს ჯოისი – ეველინ (Eveline)

joyce

ინგლისურ ენაზე დაწერილ რომანთაგან ერთ-ერთი უგრძელესი “ულისეს” ავტორი თავის თანამემულე ირლანდიელების, ცხოვრების, ამსახველი უამრავი მცირე მოთხრობის შემქმნელიცაა. ამ ნაწარმოებში ნაამბობია ახალგაზრდა გოგონაზე, რომელიც არჩევანის გაკეთება უწევს: დარჩეს და საკუთარი ოჯახისადმი აღებული ვალდებულება შეასრულოს თუ უკეთესი ბედის საპოვნელად საზღვარგარეთს მიაშუროს შეყვარებულთან ერთად.
წასაკითხი ლინკი: 
წიგნი ჩვენს საიტზე: http://laterna.ge/?cat=38&show=14133

ვლადიმირ ნაბოკოვი – ნიშნები და სიმბოლოები (Signs and Symbols)

nabokof

ნაბოკოვმა ეს ნაწარმოები “ლოლიტას” გამოქვეყნებამდე შვიდი წლით ადრე, 1948 წელს დაწერა “ნიუ იორკერისთვის”. მასში მოთხრობილია ხანშიშესული წყვილის ამბავი, რომლებიც ფსიქიურად დაავადებული შვილისთვის დაბადების დღის გადასახდელად მიდიან. მას შემდეგ, რაც ყველაფერი აირდაირევა, მოთხრობაში ვაწყდებით მოსიყვარულე მშობლების საოცარი ძალისხმევის ამბებს.
წასაკითხი ლინკი: 

ფრენცის სკოტ ფიცჯერალდი – რიცასავით დიდი ბრილიანტი (The Diamond as Big as The Ritz)

scott

თავისი უცნობილესი რომანის, “დიდი გეტსბის” მსგავსად, ფიცჯერალდის ამ ამბის მთავარი მოქმედი გმირებიც მდიდრები არიან. მწერალი აქაც გესლიანად აკრიტიკებს გლამურული ფენის ბნელ მხარეებს. ამჯერად მთავარი საკითხი ისაა, თუ რამდენად შორს შეუძლია მდიდარ ოჯახს შეტოპოს, რათა დაფაროს სიმდიდრის მიღმა არსებული საიდუმლოებები.
წასაკითხი ლინკი: 

Advertisements

About laternabooks

წიგნის მაღაზია ლატერნა 2010 წლიდან აქტიურად მუშაობს წიგნის პოპულარიზაციისათვის. მაღაზიაში მრავალფეროვანი არჩევანია და გათვლილია საზოგადოების ყველანაირ მოთხოვნაზე. მხატვრული და საბავშვო ლიტერატურის გარდა მაღაზიაში დიდი ადგილი უჭირავს სასწავლო-დამხმარე სახელმძღვანელოებს. სწრაფად განახლებადი ლიტერატურა, სპეციალური ფასები და დროული მიწოდება განაპირობებს საგანმანათლებო ცენტრებთან მჭიდრო თანამშრომლობას. ლატერნას ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა ელექტრონული გაყიდვები. laterma.ge 2012 წელს შეიქმნა და პირველი სრულყოფილი ქართული წიგნების ელექტრონული მაღაზიაა. საიტზე განთავსებულია 10 000-ზე მეტი წიგნი გამომცემლობების რეკომენდირებულ საცალო ფასად. ვებ-გვერდს გააჩნია მოსახერხებელი და გამართული საძიებო სისტემა: laterna.ge-ს ძებნის სისტემის საშუალებით თქვენ შეგიძლიათ, მოძებნოთ წიგნი სათაურის, ავტორის, ჟანრის, გამომცემლობის, ფასისა თუ სერიის მიხედვით. აქ შეძლებთ, შეიძინოთ როგორც ქართული ასევე უცხოენოვანი (ინგლისური, რუსული, ფრანგული, გერმანული) და დღეისათვის გაყიდვაში არსებული ყველა წიგნი გამომცემლობის მიერ რეკომენდირებულ საცალო ფასად. მუდმივად გექნებათ შესაძლებელობა, მიიღოთ სპეციალური შემოთავაზებები და ფასდაკლება სხვადასხვა აქციების დროს, მაგალითად: Fiction Books Sale, ფასდაკლება მხატვრულ ლიტერატურაზე, საბავშვო შეთავაზება. გთავაზობთ ადგილზე მიტანის სერვისს, როგორც თბილისში, ასევე საქართველოს სხვა რეგიონებშიც.
This entry was posted in ზოგადი and tagged , , , , , , , , , , , , . Bookmark the permalink.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s