ცხელ ასფალტზე მობინადრე წიგნის ჭიის დაუჯერებელი ამბავი

ემფაიარ როუდსა და იოჰანესბურგის სხვა ქუჩებზე გადამხდარი შთამაგონებელი და საოცარი ამბავი უცნობი წიგნის მოყვარულისა.
10441189_620184084746976_8629175598841997178_n
გასული წლის მიწურულს სამხრეთ აფრიკელმა რეჟისორმა, კინემატოგრაფისტმა და მთხრობელმა ტებოგო მალოპემ უცნაურ წიგნის მოყვარულთან, ოცდაოთხი წლის უსახლკარო კაცთან, ფილანისთან ჩაწერილი ვიდეო-ინტერვიუ გამოაქვეყნა. „ტროტუარის წიგნის ჭიის“ ამბავი მთელ მსოფლიოში უსწრაფესად გავრცელდა.

წიგნის ჭია ფილანი ის კაცია, მათხოვრობას წიგნების მიმოხილვა და მათი გაყიდვა რომ არჩია. მას განუყრელი წიგნების შეკვრით იოჰანესბურგის ხან ერთ ქუჩაზე შეხვდებით, ხან სხვაზე, და თქვენი მოთხოვნის შემთხვევაში წიგნებზე, ავტორებსა და გამომცემლებზე დაუზარებლად გიამბობთ.

„თავისი კოლექციის ყველა წიგნი წაკითხული აქვს“ – ამბობს ტებოგო, – „და ყოველდღე ახალ-ახალ ნაწარმოებებს ეძებს. თავისთვის და თავისნაირი მიუსაფარი მეგობრებისათვის წიგნების გაყიდვით ცოტაოდენ ფულს შოულობს. მსურს, ყველას ვთხოვო, ხელი გაუმართონ მას თავის საქმეში. ის კიდევ ერთხელ გვარწმუნებს წიგნის ძალაში და ჩვენი ახალგაზრდობისათვის ბრწყინვალე მეგზურობის გაწევა შეუძლია“.

ინტერვიუში ფილანი საუბრობს კითხვის ღირსებებზე და ამბობს, რომ კითხვას შეუძლია ადამიანის ცხოვრება გააუკეთესოს – არ აქვს მნიშვნელობა, ვინაა მკითხველი, პატარა ბავშვი თუ ღრმა მოხუცებულობაში გადამდგარი.

ტებოგოს ვიდეოს წყალობით ფილანის მსმენელები და მნახველები მოუმრავლდა. ის მძღოლები, ადრე რომ ყურადღებასაც არ აქცევენ, დღეს სპეციალურად „ტროტუარის წიგნის ჭიასთან“ სასაუბროდ ჩერდებიან. მცირე ხნის წინ ფილანის სამხრეთ აფრიკაში ცნობილი მწერალი, სტივენ ბოიკი სიდლი ეწვია და საკუთარი წიგნი უსახსოვრა.

ფილანის განცხადებით, მისთვის ყველაზე ახლო ჯონ გრიშემის წიგნებია, რადგან „თავის ნაწარმოებებში ის სოციალური სამართლიანობის თემას ეხება. ჩემი აზრით, ამ უკანასკნელის ნაკლებობა მთელ მსოფლიოში ნამდვილად იგრძნობა.“
წიგნებთან ასეთი ახლო ურთიერთობის მიზეზი ნარკოდამოკიდებულება გახდა, რომლიდან თავდასაღწევადაც ფილანი ხშირად კითხულობდა თვითდამხმარე სახელმძღვანელოებს და მიღებული შედეგით საბოლოოდ დარწმუნდა წიგნის მაგიურ ძალაში – მან თავი დააღწია ნარკოტიკების ტყვეობას.

ხოლო რაც შეეხება თავად ფილანის „აღმომჩენ“ ტებოგო მალოპეს – მას ბავშვობიდან სურდა, რომ საინტერესო ამბების მთხრობელი ყოფილიყო და პატარაობიდანვე სჯეროდა, აუცილებლად მიაღწევდა მიზანს. კარიერის განმავლობაში მუსიკალური ვიდეოების რეჟისორიც ყოფილა, ფოტოებიც გამოქვეყნებითაც გაუთქვამს სახელი და ცნობილი ადგილობრივი სატელევიზიო შოუს სცენარისტიც გამხდარა, მაგრამ „ტროტუარის წიგნის ჭიის“ ამბავი ნამდვილად ყველაზე საინტერესო მონათხრობია მის ცხოვრებაში.

წყარო: http://www.sapeople.com/

Advertisements

About laternabooks

წიგნის მაღაზია ლატერნა 2010 წლიდან აქტიურად მუშაობს წიგნის პოპულარიზაციისათვის. მაღაზიაში მრავალფეროვანი არჩევანია და გათვლილია საზოგადოების ყველანაირ მოთხოვნაზე. მხატვრული და საბავშვო ლიტერატურის გარდა მაღაზიაში დიდი ადგილი უჭირავს სასწავლო-დამხმარე სახელმძღვანელოებს. სწრაფად განახლებადი ლიტერატურა, სპეციალური ფასები და დროული მიწოდება განაპირობებს საგანმანათლებო ცენტრებთან მჭიდრო თანამშრომლობას. ლატერნას ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა ელექტრონული გაყიდვები. laterma.ge 2012 წელს შეიქმნა და პირველი სრულყოფილი ქართული წიგნების ელექტრონული მაღაზიაა. საიტზე განთავსებულია 10 000-ზე მეტი წიგნი გამომცემლობების რეკომენდირებულ საცალო ფასად. ვებ-გვერდს გააჩნია მოსახერხებელი და გამართული საძიებო სისტემა: laterna.ge-ს ძებნის სისტემის საშუალებით თქვენ შეგიძლიათ, მოძებნოთ წიგნი სათაურის, ავტორის, ჟანრის, გამომცემლობის, ფასისა თუ სერიის მიხედვით. აქ შეძლებთ, შეიძინოთ როგორც ქართული ასევე უცხოენოვანი (ინგლისური, რუსული, ფრანგული, გერმანული) და დღეისათვის გაყიდვაში არსებული ყველა წიგნი გამომცემლობის მიერ რეკომენდირებულ საცალო ფასად. მუდმივად გექნებათ შესაძლებელობა, მიიღოთ სპეციალური შემოთავაზებები და ფასდაკლება სხვადასხვა აქციების დროს, მაგალითად: Fiction Books Sale, ფასდაკლება მხატვრულ ლიტერატურაზე, საბავშვო შეთავაზება. გთავაზობთ ადგილზე მიტანის სერვისს, როგორც თბილისში, ასევე საქართველოს სხვა რეგიონებშიც.
This entry was posted in ზოგადი and tagged , , , , , . Bookmark the permalink.

One Response to ცხელ ასფალტზე მობინადრე წიგნის ჭიის დაუჯერებელი ამბავი

  1. Gijpoeta ამბობს:

    წიგნის მაგიურ ძალაში ეჭვი არავის არ უნდა შეეპაროს ❤ ყოველთვის ვგრძნობ მის ძალას ჩემზე იმას თუ როგორ მომიქცევს ხოლმე მისი გავლენის ქვეშ და ჩამითრევს იქიდან გამოსვლა კი არადა არ მინდა. :*

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s