ახსნა იმისა, თუ რატომ მიიჩნევიან მკითხველები შეყვარებისათვის საუკეთესო „კანდიდატებად“.

ერთხელ მაინც ხომ წაგიკითხავთ წიგნი? წაკითხვაში გულდასმით წაკითხვას ვგულისხმობ. ფურცელ-ფურცელ. წიგნის დასრულების შემდგომ რომ ნელა იშლებით მხრებში და აცნობიერებთ რეალურ სამყაროში დაბრუნებას.

ერთს ღრმად ჩაისუნთქავთ, ჟანგბადმა რომ ფილტვების ყველა კუნჭული გაავსოს, ისე. ზიხართ, წიგნი ორივე ხელით გიჭრავთ და ყდას დასცქერით, ან სულაც, თქვენ წინ აღმართულ კედელს უყურებთ.

სასიამოვნო შეგრძნებებით, ფიქრებითა და მდუმარებით ხართ სავსე. ასე გგონიათ, თითქოს თქვენმა სულმა ნაწილი დაკარგა და შეიძინა. სულ ახლახანს ხომ რაღაც ღრმა, უკიდურესად ინტიმური (შეიძლება, ეროტიკულიც კი) განიცადეთ? სულ ახლახანს ხომ მძლავრი, თითქოსდა წარმავალი გარდასახვის მოწმე გახდით?

იმავეს განიცდით, რასაც განიცდიდით უცნობი, სრულიად უცხო ადამიანის რომ შეგყვარებოდათ, რომელსაც მეტჯერ ვეღარასდროს ნახავთ. მწარე ნაღველსა და დასრულებული ამბის შემდეგ დატოვებულ სინანულს გრძნობთ. მაგრამ იმავდროულად, კმაყოფილიც ხართ. განსხვავებულ სულთან შეთვისების შემდეგ ახალი გამოცდილების, ახალი კავშირების, ახალი სიმდიდრის შეძენისგან ივსებით. თითქოსდა, მცირე ხნით მაინც, დანაყრდით.

„ტაიმის“ ჟურნალისტის, ენი მერფი პოლის მიხედვით, კითხვის ამგვარ სახეობას „ღრმა კითხვა“ ეწოდება. იმის გამო, რომ ადამიანები ნაკლებს კითხულობენ და მხოლოდ ზერელე გადახედვით იფარგლებიან, ეს სახეობა გადაშენების პირასაა.

მკითხველები, ხმოვანი ფოსტის მომხმარებლების მსგავსად, მომაკვდავი „რასაა“ და მათი რაოდენობა თითქოს დღითიდღე მცირდება.

ამ გადაშენებაში ყველაზე უარესი ისაა, რომ, როგორც ამტკიცებენ, კითხვის მოყვარული პიროვნება საშუალო სტატისტიკურ ადამიანზე უფრო გონებაგახსნილია. შესაძლოა, სწორედ მკითხველები იყვნენ ის ერთადერთნი, რომელთა შეყვარებაც ღირს ამ გადახრუკულ დედამიწურ ჯოჯოხეთში.

რეიმონდ მარის, კანადაში მდებარე იორკის უნივერსიტეტის ფსიქოლოგისა და კეით ოუტლის, ტორონტოს უნივერსიტეტის შემეცნებითი ფსიქოლოგიის პროფესორის 2006 და 2009 წლის კვლევები ცხადყოფს, რომ მხატვრული ლიტერატურის მკითხველები ემპათიის განსაკუთრებული უნარითა და ფსიქიკური შესაძლებლობით გამოირჩევიან, რაც, თავის თავის მხრივ, იმას ნიშნავს, რომ ასეთ ადამიანებს საკუთარი პოზიციის მტკიცედ დაცვასთან ერთად განსხვავებული მოსაზრების, რწმენისა და ინტერესების შესანიშნავად გათავისებაც შეუძლიათ.

მათ გააჩნიათ უნარი კი არ უარყონ, არამედ აითვისონ მანამდე უცნობი იდეები, თან საკუთარიც შეინარჩუნონ და არ დაკარგონ. მართალია, ეს თვისება მთელ კაცობრიობას დაბადებიდანვე თან დაჰყვება, მაგრამ მისი განვითარებისა და ხორცშესხმისთვის სოციალური გამოცდილების არაერთი საფეხურის გავლაა საჭირო. იქნებ სწორედ ამ თვისებათა ნაკლებობის გამო იყო თქვენი ყოფილი შეყვარებული თავკერძა და ნარცისი?

აბა, გაიხსენეთ, ოდესმე წიგნით ხელში გინახავთ? ან წიგნებზე თუ გისაუბრიათ? თუ მსგავსი არაფერი გაგონდებათ, სწორად მოქცეულხართ, როდესაც მასთან ურთიერთობა გაწყვიტეთ.

სიახლე როდია, რომ წიგნიერი ადამიანი უკეთესი ადამიანია. სხვისი ცხოვრების გათავისება მკითხველს უვითარებს უნარს, მცირე ხნით მიატოვოს საკუთარი სხეული და სამყაროს სხვა კუთხიდან, სხვა ათვლის წერტილიდან შეხედოს.

ასეთი ადამიანები ასობით განსხვავებულ ხასიათს გადაჰყრიან, უამრავ სულიერთან უსაუბრიათ და თითქოს ყველასგან სიბრძნის მცირე ნაწილი შეუთვისებიათ. მათ უნახავთ ისეთი რამეები, რისი წარმოდგენაც კი რთულია, და განუცდიათ იმ გმირების დაღუპვა, რომელთა ვინაობა ერთხელაც არ გსმენიათ.

მათ შეიმეცნეს, რას ნიშნავს იყო ქალი, რას ნიშნავს იყო კაცი, რას ნიშნავს ხედავდე სხვის ტანჯვას. ამ შემეცნებამ ასაკთან შეუფერებელი სიბრძნეც მიანიჭა.

მარის მიერ 2010 წელს განხორციელებულმა კიდევ ერთმა განსხვავებულმა კვლევამ უფრო განამტკიცა ზემოთ მოყვანილი მტკიცება, შეისწავლა რა მკითხველი ბავშვების განვითარების დონე. აღმოჩნდა, რომ რაც მეტ ზღაპარსა თუ მოთხრობას კითხულობს პატარა, მით უფრო გამჭრიახია. ასე რომ, თუმცაღა ყველას თავისი შვილი მიაჩნია სხვებზე მეტად განვითარებულად, წიგნის მოყვარულებს ნამდვილად დიდი უპირატესობა გააჩნიათ – უფრო ჭკვიანები, დამჯერები და უჩვეულო გარემოსთან შემგუებლები არიან.

ამ უპირატესობის ჩამოყალიბებაში კი უმთავრესი წვლილი მიუძღვის კითხვას. სწორედ კითხვა აყალიბებს და აწრთობს ხასიათს. წიგნის გმირის ყოველი გამარჯვება, მის მიერ ნაამბობი გაკვეთილი თუ ამბის საკვანძო მონაკვეთი თითქოს მკითხველის საკუთრება ხდება და უშუალოდ ბავშვის მიერვეა საკუთარ გამარჯვებად აღქმული.

პატარა მკითხველს უწევს თავად გაუმკლავდეს იმ ტანჯვას, წვალებასა და მტკივნეულ სიმართლეს, რასთან შეჯახებაც წიგნის გმირებს უწევთ. თითქოს წიგნის ავტორთან ერთად დამოგზაურობთ და გრძნობთ იმ სევდასა და გამოუთქმელ ნაღველს, რომელსაც მწერალი განიცდიდა წერისას. ათასობით ცხოვრებით ცხოვრებას ახერხებთ და ყოველი წიგნის დასრულებისას თითოეულიდან ფასეული ცოდნა და გამოცდილება გადმოგაქვთ.

თუკი ეძებთ ვინმე ისეთს, ვინც „შეგავსებთ“, გააერთიანებს თქვენს არაერთხელ გაბზარულ გულს, ეძებეთ ამ გადაშენების პირას მყოფ სახეობაში. მათ შეიძლება გადააწყდეთ ყავახანებში, პარკებსა თუ ტრანსპორტში.

შეხვედრისას არ აქვს მნიშვნელობა, ზურგჩანთით არიან, მხარზე მოსაგდები ჩანთით თუ ჩემოდნით, იოლად შენიშნავთ მათ ცნობისმოყვარე მზერას და ემოციურობას. და თუ საუბარს გაუბამთ, პირველივე წუთზე მიხვდებით, რომ სწორედ ისაა, ვისაც ეძებდით.

 

ისინი უბრალოდ კი არ გელაპარაკებიან, არამედ გესაუბრებიან

შეუძლიათ წერილები და შეტყობინებები ლექსად გამოგიგზავნონ. მჭევრმეტყველები არიან, მაგრამ არა გამაღიზიანებლად სიტყვაგრძელნი. მათთვის უცხოა უმიზნოდ საუბარი და სიტყვების ფრქვევა, მხოლოდ შეკითხვებზე პასუხის გაცემასა და უბრალო განცხადებების კეთებას არ ჯერდებიან და მზად არიან, ფართოდ დამკვიდრებულ და ფესვგადგმულ აზრებს დაუპირისპირდნენ. მათ შეუძლიათ, იდეების წვდომითა და მრავალმხრივი ცოდნით მოინადირონ თქვენი გული.

კალიფორნიის უნივერსიტეტის (ბერკლის) მკვლევარის, ენ ქენინგჰემის კვლევის „რა სარგებლობა მოაქვს კითხვას“ თანახმად, კითხვა ავითარებს ლექსიკას და აფართოებს სიტყვების მარაგს, რაც მხოლოდ სკოლაში სიარულით ვერ მიიღწევა.

ქენინგჰემის აღნიშნავს, რომ „ლექსიკის გამრავალფეროვნების საკითხში პირდაპირი სწავლების მეთოდზე გაცილებით მეტი წილი უჭირავს ენობრივ ხერხს“.

დასდეთ პატივი თქვენს თავს და მას დაუთქვით პაემანი, ვინც ზედმიწევნით კარგად იცის, თუ როგორ უნდა გამოიყენოს ენა.

 

ისინი უბრალოდ კი არ ხვდებიან, რასაც ეუბნებით, არამედ ბოლომდე ესმით თქვენი

თქვენს სიყვარულს ის იმსახურებს, ვინც თქვენი შინაგანი სამყაროსა და სულის მშვენების შემჩნევა შეძლო, მოახერხა თქვენი გულის ყველა კუნჭულში შემოღწევა და ღრმად მიმალულ იმ ადგილებსაც კი მისწვდა, რომელთა არსებობა მანამდე არავის შეუმჩნევია. ადამიანი, რომელიც უბრალოდ კი არ გიცნობთ, არამედ სრულიად ესმის თქვენი ნებისმიერი საქციელი და მხარს გიჭერთ.

სოციალური კვლევის ახალი სკოლის წარმომადგენლის, ფსიქოლოგ დეივიდ კომერ ქიდის მიხედვით, „დიდი მწერლების სიდიადის განმსაზღვრელი ისაა, რომ ისინი თავად მკითხველს აქცევენ მწერლად. მხატვრულ ლიტერატურაში აღწერილ გმირთა ხასიათის სრულად საწვდომად თქვენი ტვინი მათ სიხშირეზე, მათ ყაიდაზე უნდა გადააწყოთ“. რაც უფრო მეტს კითხულობს ადამიანი, მით მეტად მტკიცდება ეს აზრიც. იმ გმირთან კავშირის დამყარებით, რომელსაც რეალურ ცხოვრებაში არასოდეს შეხვედრიხართ, ყალიბდება გარშემო მყოფი ნებისმიერი ადამიანის გაგების უნარი.

მკითხველებს თანაგრძნობის დიდი ნიჭი აქვთ. შესაძლოა, საერთოდაც არ ეთანხმებოდნენ თქვენს პოზიციას, მაგრამ იმას კი ნამდვილად ეცდებიან, რომ საკითხს თქვენი თვალსაწიერიდან შეხედონ.

 

ისინი უბრალოდ მიხვედრილები კი არა, ბრძენები არიან

ზედმეტი გონებამახვილობა ზოგჯერ გამაღიზიანებელია, სიბრძნე კი პირიქით, არასოდესაა ზედმეტი. მაშინ, როცა გეჩვენებათ, რომ თქვენსა და იმ ადამიანს შორის, ვისგანაც რამის შესწავლა გაქვთ გადაწყვეტილი, ზღუდე აღიმართა, მსუბუქი, გულახდილი საუბარი სიტუაციის შეცვლის საუკეთესოო გზაა. უფრო აუცილებელი, ვიდრე წარმოგინდენიათ. მკითხველთან ურთიერთობა კი ამ საუბარს მხოლოდ ხანგრძლივობას კი არა, სიღრმესაც ანიჭებს.

ქენინგჰემის მიხედვით, წიგნის მოყვარულები მათთვის დამახასიათებელი ლექსიკის, გონებრივი შესაძლებლობებისა და წვრილმანების შემჩნევის უნარის გამო უფრო საზრიანები არიან. საშუალო არამკითხველთან შედარებით, მათ უფრო მეტი შემეცნებითი პოტენციალი გააჩნიათ და უფრო საფუძვლიანი და ეფექტური კავშირების დამყარებაც შეუძლიათ.

ასეთი მკითხველის პოვნა კი ერთდოულად ათას საინტერესო ვინმესთან პაემანს ჰგავს. მათგან შეგიძლიათ მიიღოთ ის საჭირო გამოცდილება, რომელიც მათ, თავის მხრივ, კითხვის წყალობით შეიძინეს და მიიღოთ ასევე ამ გამოცდილების თანმხლები სიბრძნე. შეიძლება ისიც მოგეჩვენოთ, რომ ერთდოულად პროფესორთან, რომანტიკოსთან და პლანეტის უშორესი კუთხეების მკვლევართან გაქვთ საქმე.

Nr8WPZMjmV0

თუ ბედმა გაგიღიმათ და კითხვის მოყვარულს გადააწყდით, მაშ, გილოცავთ, თქვენ წინ ათასობის განსხვავებული ცხოვრების განცდის ბედნიერება გელით. 

წყარო: http://elitedaily.com/

Advertisements

About laternabooks

წიგნის მაღაზია ლატერნა 2010 წლიდან აქტიურად მუშაობს წიგნის პოპულარიზაციისათვის. მაღაზიაში მრავალფეროვანი არჩევანია და გათვლილია საზოგადოების ყველანაირ მოთხოვნაზე. მხატვრული და საბავშვო ლიტერატურის გარდა მაღაზიაში დიდი ადგილი უჭირავს სასწავლო-დამხმარე სახელმძღვანელოებს. სწრაფად განახლებადი ლიტერატურა, სპეციალური ფასები და დროული მიწოდება განაპირობებს საგანმანათლებო ცენტრებთან მჭიდრო თანამშრომლობას. ლატერნას ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა ელექტრონული გაყიდვები. laterma.ge 2012 წელს შეიქმნა და პირველი სრულყოფილი ქართული წიგნების ელექტრონული მაღაზიაა. საიტზე განთავსებულია 10 000-ზე მეტი წიგნი გამომცემლობების რეკომენდირებულ საცალო ფასად. ვებ-გვერდს გააჩნია მოსახერხებელი და გამართული საძიებო სისტემა: laterna.ge-ს ძებნის სისტემის საშუალებით თქვენ შეგიძლიათ, მოძებნოთ წიგნი სათაურის, ავტორის, ჟანრის, გამომცემლობის, ფასისა თუ სერიის მიხედვით. აქ შეძლებთ, შეიძინოთ როგორც ქართული ასევე უცხოენოვანი (ინგლისური, რუსული, ფრანგული, გერმანული) და დღეისათვის გაყიდვაში არსებული ყველა წიგნი გამომცემლობის მიერ რეკომენდირებულ საცალო ფასად. მუდმივად გექნებათ შესაძლებელობა, მიიღოთ სპეციალური შემოთავაზებები და ფასდაკლება სხვადასხვა აქციების დროს, მაგალითად: Fiction Books Sale, ფასდაკლება მხატვრულ ლიტერატურაზე, საბავშვო შეთავაზება. გთავაზობთ ადგილზე მიტანის სერვისს, როგორც თბილისში, ასევე საქართველოს სხვა რეგიონებშიც.
This entry was posted in ზოგადი and tagged , , , , , , . Bookmark the permalink.

3 Responses to ახსნა იმისა, თუ რატომ მიიჩნევიან მკითხველები შეყვარებისათვის საუკეთესო „კანდიდატებად“.

  1. Amelia Volkova ამბობს:

    !!! ვეძებოთ ერთად ღრმა მკითხველები !!! ^_^

  2. Gijpoeta ამბობს:

    ვახ, ჩემი თავი ვიცანი :დ მიყვარს ძალიან კითხვა და მართლაც ძალიან ღრმად ვიხედები. ხანდახან მავიწყდება, რომ ვკითხულობ და თავი იმ სამყაროში მგონია რასაც ვკითხულობ. რამდენჯერ ყოფილა შემთხვევა მეძახდნენ, მაგრამ მე არ მესმოდა, უბრალოდ ისე ვიყავი ჩართული სხვა რამეს ყურადღებას არც კი ვაქცევდი. არ მაინტერესებდა.
    იქამდე რომ მივედი უყვარს ლექსებით ლაპარაკიო მაგაზე გამეცინა :დ მართლა ასეა. ისეთი შემთხვევებისთვის ვწერ ლექსებს, ან ვაგზავნი პირადად ადრესატს რომ ეხებოდეს. ან მილოცვის ტექსტი, ან უბრალოდ კომპლიმენტისთვის :დ ლექსების წერაც ძალიან მიყვარს და მოთხრობებისაც. ❤
    მე ვამაყობ, რომ ვარ ღრმა მკითხველი !!!! ❤

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s