წიგნის კითხვის წამახალისებელი მორიგი წარმატებული აქცია – „კითხვა სექსუალურია“.

Image

 

გაფრთხილება! მასალა ფრიად შეუსაბამოა სამუშაო გარემოსთან. სამსახურში ნუ ჩაუჯდებით!

 

ნიუ-იორკში გამოგაზაფხულდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ქალაქის ყველაზე ტიტველმკერდა და ლიტერატურისმოყვარე კლუბი კვლავ აქტიურ ასპარეზზე გამოდის. “pulp fiction”-ის მკერდმოშიშვლებულ თაყვანისმცემელთა საზოგადოების წევრებმა პარასკევს ძუძუები გამოამზეურეს ცენტრალ-პარკში და შაბათსაც არ დაუკლიათ განცხრომა ერთ-ერთი „სიშიშვლესთან და გეებთან და საერთოდ არაფერთან რომ არ აქვთ საწინააღმდეგო რამე“, ასეთი ჰოტელის სახურავზე განთავსებულ გასარუჯ შეზლონგებზე.

წასაკითხი ლიტერატურაც შესაბამისი ჰქონდათ მომარაგებული: „Hunt Through The Cradle of Fear,” “Borderline,” ასევე “აბრაამ ლინკოლნი, პრეზიდენტი – სექსმანქანა,” და რაღა თქმა უნდა, მმმობიიიი დიკიიი.

ვისაც პირველად ესმის ამ ორგანიზაციის შესახებ, გაუწყებთ, რომ “pulp fiction”-ის მკერდმოშიშვლებულ თაყვანისმცემელთა საზოგადოება რამდენიმე წლის წინ დაარსდა. საზოგადოებას ორი ძირითადი მიზანი გააჩნდა: შეეხსენებინა ნიუ-იორკელთათვის, რომ ტოპლეს სიარული კანონდარღვევა არაა და ხაზი გაესვათ იმისათვის, რომ კითხვა შეიძლება სექსუალურიც იყოს. რამდენად მიაღწიეს ამ ორ მიზანს საზოგადოების წევრებმა, ამის გარკვევა თქვენთვის მოგვინდია. დამატებითი ინფორმაციისთვის და იმ შემთხვევისთვის, თუ გადაწყვეტთ ამ საზოგადოებას შეუერთდეთ, შეგიძლიათ ტვიტერზე მოძებნოთ, ან აქ გაარკვიოთ, სად აქვთ შემდეგი შეხვედრა დათქმული.

რაკი პოსტის დასაწყისში მოცემულმა გაფრთხილებამაც ვერ შეგაჩერათ, სხვა რაღა დაგვრჩენია. გთავაზობთ ამ საზოგადოების მიერ განხორციელებული აქტივობების აღმწერ ფოტომასალას.

Image

 

Image

 

Image

 

Image

 

Image

 

Image

 

Image

 

Image

 

სტატია მომზადებულია საიტ http://www.huffingtonpost.com/-ის მასალებისა და მთარგმნელის დიდი ნებისყოფის წყალობით.

 

 

Advertisements

About laternabooks

წიგნის მაღაზია ლატერნა 2010 წლიდან აქტიურად მუშაობს წიგნის პოპულარიზაციისათვის. მაღაზიაში მრავალფეროვანი არჩევანია და გათვლილია საზოგადოების ყველანაირ მოთხოვნაზე. მხატვრული და საბავშვო ლიტერატურის გარდა მაღაზიაში დიდი ადგილი უჭირავს სასწავლო-დამხმარე სახელმძღვანელოებს. სწრაფად განახლებადი ლიტერატურა, სპეციალური ფასები და დროული მიწოდება განაპირობებს საგანმანათლებო ცენტრებთან მჭიდრო თანამშრომლობას. ლატერნას ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა ელექტრონული გაყიდვები. laterma.ge 2012 წელს შეიქმნა და პირველი სრულყოფილი ქართული წიგნების ელექტრონული მაღაზიაა. საიტზე განთავსებულია 10 000-ზე მეტი წიგნი გამომცემლობების რეკომენდირებულ საცალო ფასად. ვებ-გვერდს გააჩნია მოსახერხებელი და გამართული საძიებო სისტემა: laterna.ge-ს ძებნის სისტემის საშუალებით თქვენ შეგიძლიათ, მოძებნოთ წიგნი სათაურის, ავტორის, ჟანრის, გამომცემლობის, ფასისა თუ სერიის მიხედვით. აქ შეძლებთ, შეიძინოთ როგორც ქართული ასევე უცხოენოვანი (ინგლისური, რუსული, ფრანგული, გერმანული) და დღეისათვის გაყიდვაში არსებული ყველა წიგნი გამომცემლობის მიერ რეკომენდირებულ საცალო ფასად. მუდმივად გექნებათ შესაძლებელობა, მიიღოთ სპეციალური შემოთავაზებები და ფასდაკლება სხვადასხვა აქციების დროს, მაგალითად: Fiction Books Sale, ფასდაკლება მხატვრულ ლიტერატურაზე, საბავშვო შეთავაზება. გთავაზობთ ადგილზე მიტანის სერვისს, როგორც თბილისში, ასევე საქართველოს სხვა რეგიონებშიც.
This entry was posted in ზოგადი and tagged , , , , , , , , . Bookmark the permalink.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s