უჩვეულო ლიტერატურა

  Image

რეკომენდაცია: მოხერხებულად მოეწყვეთ და დაიწყეთ პოსტის კითხვა.

უამრავი კვლევა ჩატარდა ადამიანის განწყობაზე კითხვის გავლენის შესასწავლად. როგორც აღმოჩნდა, კითხვა საუკეთესო საშუალებაა მოსადუნებლად (ჰმ, ახალი ამბავი!). სულ რაღაც ექვსწუთიანი კითხვა სტრესის დონეს 68%-ით ამცირებს. ამ თვალსაზრისით, კითხვა უფრო ეფექტიანი მეთოდია, ვიდრე სხვა საშუალებები: მუსიკის მოსმენა (ოდენ 61%), გასეირნება (სულ რაღაც 42%) და ცხელი ჩაი (საპატიო 54%).

ჰოდა, დაძაბული კვირის შუაში რა სჯობია ერთ გემრიელ მოდუნებას? ამიტომაც გთავაზობთ უჩვეულო, ნაკლებადცნობილ ფაქტებს წიგნებსა თუ ავტორებზე, რომლებიც ასე ნაცნობია ყველასათვის.

1. ვლადიმერ ნაბოკოვი პეპლების შეგროვებით იყო გატაცებული. ეს გატაცება მის შემოქმედებაზეც დიდ გავლენას ახდენდა, ზოგჯერ პირდაპირს და ზოგჯერ ირიბს. ასე მაგალითად, „ლოლიტას“ წერა მან ამერიკაში პეპლების შესაგროვებლად მოწყობილი მგზავრობისას წამოიწყო თავის ბლოკნოტში. მისმა ცოლმა, ვერამ კი რომანის მონახაზის დაწვა გადააფიქრებინა. მართლაცდა, ხელნაწერები ხომ არ იწვიან.

Image

2. 2012 წელს დიდ ბრიტანეთში ყველაზე გაყიდვადი წიგნი „ნაცრისფერის 50 ჩრდილი“ გახდა, გადაუსწრო რა „ჰარი პოტერს და სიკვდილის საჩუქრებს“.

3. წიგნები დროს უსწრებენ. „გულივერის მოგზაურობაში“ აღწერილმა მარსის თანამგზავრების ზომამ და მოძრაობის სისწრაფემ „სულ რაღაც“ ასი წლით დაასწრო ასტრონომების აღწერას.

4. ისეთ ავტორს, რომელიც ანაზღაურების მისაღებად მზადაა სხვა ცნობილი პიროვნების სახელით და მაგივრად წეროს წიგნები, ავტობიოგრაფიები, სტატიები და ასე შემდეგ, ლიტერატურულ ზანგს უწოდებენ.

Image

5. „სამი მუშკეტერისა“ და „გრაფი მონტე-კრისტოს“ დასაწერად ალექსანდრე დიუმა-მამა რომანისტ ოგიუსტ მაკეს ქირაობდა. ეგეც თქვენი ლიტერატურული ზანგი.

6. ალექსანდრე დიუმას ბაბუა, მარკიზი დე ლა პეიეტერი ჰაიტიზე არტილერიის გენერლის წოდებით მსახურობდა, სადაც ის დაქორწინდა ზანგ მონა ქალზე, მარი-კესეტ დიუმაზე.

7. „ალისა საოცრებათა ქვეყანაში“ მასში აღწერილი მოლაპარაკე ცხოველების გამო ჩინეთში აკრძალული გახლდათ.

Image

8. აკრძალვას ვერც „ვინი ფუუუჰის“ თავგადასავალი გადაურჩა. ოღონდ ამჯერად არა მოლაპარეკე ცხოველების გამო, არამედ იმიტომ, რომ დათუნიას მეგობარი გოჭუნა აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და თურქეთის მუსულმან მოსახლეობაში ნეგატიურ რეაქციას იწვევდა.

9. აშშ-ში ჯეიმს ჯოისის „ულისე“ აკრძალული იყო მასში აღწერილი მასტურბაციის სცენის გამო.

10. ჯონ რ. რ. ტოლკინმა „ბეჭდების მბრძანებელი“ მთლიანი ტრილოგია ორი თითით დაბეჭდა.

11. ამბობენ, რომ „ბეჭდების მბრძანებლის ავტორს, ჯონ. რ. რ. ტოლკინსა და „ყინულისა და ცეცხლის სიმღერის“ შემქმნელ ჯორჯ რ. რ. მარტინს ბევრი რამ აქვთ საერთო. თუნდაც, შუა სახელების ინიციალები – რ. რ.

12. ფრანც კაფკამ სიკვდილის წინ თავის მეგობარ მაქს ბროდს სთხოვა მისი ყველა ნაწერის დაწვა. ამის საწინააღმდეგოდ, ბროდმა მწერლის გარდაცვალების შემდეგ გამოაქვეყნა „პროცესი“, „ციხესიმაგრე“ და „ამერიკა“.

Image

13. „ტომ სოიერის თავგადასავალი“ პირველი წიგნია, რომლის ტექსტიც საბეჭდ მანქანაზე აიკრიფა.

Image

14. ფილმებსა თუ ტელესერიალებში ყველაზე ხშირად განსახიერებულ ლიტერატულ პერსონაჟებს შორის შერლოკ ჰოლმსი პირველობას არავის უთმობს.

15. ავღანეთში მიმდინარე სამხედრო ოპერაციების გამო შერლოკ ჰოლმსის თავგადასავალის საბჭოთა კავშირის დროინდელ ვერსიაში დეტექტივი ეკითხება ახალგაცნობილ უოტსონს -„თქვენ აღმოსავლეთიდან ხომ არ ჩამოხვედით?“. ორიგინალურ ვერსიაში ჰოლმსი გაცნობისთანავე გამოიცნობს, რომ უოტსონი ავღანეთიდანაა ჩამოსული.

16. შერლოკ ჰოლმსს ერთხელაც კი არ აქვს გამოყენებული ფრაზა „ეს ხომ ელემენტარულია, უოტსონ?!“.

17. თავდაპირველად ჰერმან მელვილის „მობი დიკი“ ეპილოგის გარეშე დაიბეჭდა. მიზეზი მართლაც ელემენტარულია – საბეჭდი მოწყობილობის გაუმართაობა.

18. ალადინი ჩინელი იყო. ასე ამტკიცებს „ათას ერთი ღამე“.

19. ჰარვარდის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში ინახება იურიდიულ თემატიკაზე შექმნილი ოთხი წიგნი, რომლებიც ადამიანის კანზეა დაწერილი.

20. ჰარი პოტერის შესახებ წიგნებს ამერიკის შეერთებულ შტატებში „ოკულტიზმისა და კერპთაყვანისმცემლობის პროპაგანდად და ქრისტიანული ფასეულებების უარყოფად“ მიიჩნევენ.

Image

21. „საშობაო ისტორიას“ ჩარლზ დიკენსი ექვსი კვირის განმავლობაში წერდა.

22. „რობინზონ კრუზო“ პირველ ინგლისურ რომანად მიიჩნევა.

23. სხვათა შორის, „რობინზონ კრუზოს თავგადასავალს“ აქვს გაგრძელება, რომელშიც აღწერილია, თუ როგორ დაიღუპება მთავარი გმირის ხომალდი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის სანაპიროებთან და როგორ მოუწევს კრუზოს მთელი რუსეთის გავლით შინ დაბრუნება.

24. ნიუ-იორკ თაიმსისეული ვერსიით შედგენილ ბესტსელერების სიაში ჯასტინ ბიბერის წიგნიც შედის. წერაც ცოდნია…

25. ამერიკელი მწერლის, ნათანიელ უესტის ერთ-ერთ რომანში არის გმირი, სახელად ჰომერ სიმპსონი.

Image

26. სუპერმენის შესახებ შემქნილ პირველ კომიქსში მთავარი გმირი მელოტი იყო და განდიდების მანიით იტანჯებოდა.

27. „გინესის რეკორდების წიგნის“ მიხედვით, ყველაზე ნაყოფიერ ავტორად ბარბარა კარტლენდია მიჩნეული. ის საშუალოდ ყოველ ორ კვირაში ერთ რომანს ქმნიდა.

28. მსოფლიოში პირველ რომანად „გენძი მონოგატარი“ (ამბავი უფლისწულ გენძიზე) მიიჩნევა, რომელიც მეთერთმეტე საუკუნის დასაწყისში შეიქმნა და მისი ავტორობა იმპერატრიცა სიოსის კარზე მომუშავე სეფექალ მურასაკი სიკიბუს მიეწერება.

29. საბეჭდი მოწყობილობის შექმნის დროიდან მოყოლებული, პირველი ხელნაწერი ბიბლია თორმეტი წლის მანძილზე იწერებოდა  და დღესდღეობით რვა მილიონ დოლარადაა შეფასებული.

30. ყველა დროის ყველაზე პოპულარულ მწერლად აგათა კრისტია მიჩნეული. მისი ნაწარმოებები ორმოცდაოთხ ენაზეა თარგმნილი და წიგნების მთლიანმა ტირაჟმა უკვე ორ მილიარდს გადააჭარბა.

Image

31. „გინესის რეკორდების წიგნის“ მიხედვით, ყველაზე გაყიდვადი წიგნი „ბიბლია“ გახლავთ. მეორე ადგილს კი იკავებს, აბა, თუ გამოიცნობთ, რომელი წიგნი? დიახ, თავად „გინესის რეკორდების წიგნი“.

32. ყველაზე მეტი ნაწარმოები შექმნილი აქვს ესპანელ დრამატურგს, ლოპე დე ვეგას. მის კალამს 1800 პიესა მიეკუთვნება.

33. „ომლეტი, დანიის პრინცი“ – ასე ეწოდებოდა შექსპირის „ჰამლეტის“ პირველ რუსულ თარგმანს.

34. დროდადრო ბასტილიის ციხეს უცნაური ტუსაღების შეფარება უწევდა. ერთხელ ციხეში დაამწყვდიეს დიდროსა და დ’ალამბერის მიერ შექმნილი ცნობილი ფრანგული ენციკლოპედია. წიგნს ბრალს დებდნენ იმაში, რომ ის დიდ ზიანს აყენებდა რელიგიასა და საზოგადოებრივ მორალს.

35. ერთ-ერთი უცნობილესი თანამედროვე მწერლის, პაოლო კოელიოს შემოქმედება მთლიანადაა აკრძალული ირანში. თუ რატომ, ამის ახსნას ირანელი ხელისუფალნი დღემდე ვერ ახერხებენ.

36. ჯონ ლენონის მკვლელს, მარკ დევიდ ჩეპმენს, ჯიბეში ჯერომ დ. სელინჯერის „თამაში ჭვავის ყანაში“ აღმოუჩინეს.

37. ინდური წარმოშობის ბრიტანელ მწერალს, სალმან რუშდის 1988 წელს გამოქვეყნებული „სატანური ლექსების“ გამო აღშფოთებულმა მუსლიმებმა სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს.

38. ცნობილი უნგრელ ხელოვანს მიხაი ზიჩს ქართველებმა „ვეფხისტყაოსნის“ ილუსტრირების თხოვნით მიმართეს და 14 სურათი შეუკვეთეს. ზიჩიმ სულ 34 სურათი შექმნა.

Image

39. პირველი ქართული ნაბეჭდი წიგნი გახლავთ 1629 წელს იტალიაში, რომში გამოცემული ქართული ანბანი ლოცვებითურთ და ქართულ-იტალიური ლექსიკონი.

40. არსებობს ვერსია, რომლის მიხედვითაც ქართული ეროტიკული ლექსების ავტორად მიჩნეული ელენე დარიანი სინამდვილეში პაოლო იაშვილის ფსევდონიმი იყო.

 

წყარო: http://www.adme.ru/ და მთარგმნელის უშრეტი ფანტაზია.

Advertisements

About laternabooks

წიგნის მაღაზია ლატერნა 2010 წლიდან აქტიურად მუშაობს წიგნის პოპულარიზაციისათვის. მაღაზიაში მრავალფეროვანი არჩევანია და გათვლილია საზოგადოების ყველანაირ მოთხოვნაზე. მხატვრული და საბავშვო ლიტერატურის გარდა მაღაზიაში დიდი ადგილი უჭირავს სასწავლო-დამხმარე სახელმძღვანელოებს. სწრაფად განახლებადი ლიტერატურა, სპეციალური ფასები და დროული მიწოდება განაპირობებს საგანმანათლებო ცენტრებთან მჭიდრო თანამშრომლობას. ლატერნას ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა ელექტრონული გაყიდვები. laterma.ge 2012 წელს შეიქმნა და პირველი სრულყოფილი ქართული წიგნების ელექტრონული მაღაზიაა. საიტზე განთავსებულია 10 000-ზე მეტი წიგნი გამომცემლობების რეკომენდირებულ საცალო ფასად. ვებ-გვერდს გააჩნია მოსახერხებელი და გამართული საძიებო სისტემა: laterna.ge-ს ძებნის სისტემის საშუალებით თქვენ შეგიძლიათ, მოძებნოთ წიგნი სათაურის, ავტორის, ჟანრის, გამომცემლობის, ფასისა თუ სერიის მიხედვით. აქ შეძლებთ, შეიძინოთ როგორც ქართული ასევე უცხოენოვანი (ინგლისური, რუსული, ფრანგული, გერმანული) და დღეისათვის გაყიდვაში არსებული ყველა წიგნი გამომცემლობის მიერ რეკომენდირებულ საცალო ფასად. მუდმივად გექნებათ შესაძლებელობა, მიიღოთ სპეციალური შემოთავაზებები და ფასდაკლება სხვადასხვა აქციების დროს, მაგალითად: Fiction Books Sale, ფასდაკლება მხატვრულ ლიტერატურაზე, საბავშვო შეთავაზება. გთავაზობთ ადგილზე მიტანის სერვისს, როგორც თბილისში, ასევე საქართველოს სხვა რეგიონებშიც.
This entry was posted in ზოგადი and tagged , , , , , . Bookmark the permalink.

2 Responses to უჩვეულო ლიტერატურა

  1. Mystic D ამბობს:

    ძალიან საინტერესო პოსტია. ისე, მე-4 ფაქტი ცოტა რასისტული ხომ არაა? 🙂

  2. laternabooks ამბობს:

    ცოტა კი არა, ძალიან რასისტულია. ოღონდ დღევანდელი გადასახედიდან. მაგრამ ლიტერატურული ზანგებიც ლიტერატურული ისტორიის ნაწილია და ასე ხელაღებით ამ ამბის მიჩქმალვა არ გამოდის. ამიტომ, წარსულის მოსაგონრად, იყოს ეს ფაქტიც.
    ჰო, მართლა, დაახლოებით ამავე მიზეზით აპირებდნენ ტომ სოიერის თავგადასავალში ცვლილებების შეტანას. წინადადება შემოიტანეს, ზანგის ნაცვლად რამე უფრო პოლიტქორექტული გამოვიყენოთო. მგონი, საბოლოოდ ისე დატოვეს, როგორც იყო. პოლიტქორექტულობა ხანდახან ნაკლებადმნიშვნელოვანია

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s